დაანგრია თუ არა კრეტაზე მიწისძვრამ ტაძარი, რომელშიც ვაქცინაციის ცენტრი მოეწყო?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

136
VIEWS

1 ოქტომბერს ფეისბუქ-პროფილმა ლილუ ლილუ რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა. ერთ-ერთ მათგანზე დანგრეული შენობა ჩანს, მეორე ფოტოზე ეკლესიაა გამოსახული, მესამე ფოტოზე კი რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი სასულიერო პირი. ფოტოების აღწერაში წერია, რომ საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომელშიც 6 სექტემბერს ვაქცინაციის ცენტრი მოაწყვეს, მიწისძვრამ დაანგრია. პოსტის ავტორი აღნიშნავს, რომ “პასუხმა არ დააყოვნა”.

"
დეზინფორმაციაა, თითქოს კუნძულ კრეტაზე მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომელშიც ვაქცინაციის ცენტრი მოეწყო, მიწისძვრამ დაანგრია. რეალურად, ფოტოზე გამოსახული მიწისძვრის შემდეგ დანგრეული ეკლესია ელია წინასწარმეტყველის სახელობისაა და ქალაქ არკალოხორიში მდებარეობს, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, სადაც ვაქცინაციის ცენტრი მოეწყო კი, არხანესშია და მიწისძვრის შედეგად არ დანგრეულა.

პოსტის ავტორი კუნძულ კრეტაზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად ტაძრის დანგრევას მანიპულაციურად ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ვაქცინაციის ცენტრის მოწყობას უკავშირებს, თუმცა მისი პოსტი ფოტომანიპულაციას ემყარება. დანგრეული ტაძარი და ტაძარი, რომლის ეზოშიც ვაქცინაციის ცენტრი მოეწყო, ორ სხვადასხვა ქალაქში მდებარეობს და სხვადასხვა წმინდანის სახელობისაა.

პირველი ფოტო, რომელზეც ნანგრევებია გამოსახული, Reverse image search-ის გამოყენებით მოვძებნეთ და არაერთ ბერძნულ და საერთაშორისო გამოცემაში მივაკვლიეთ. ფოტო მიწისძვრის შემდეგ დანგრეულ ეკლესიას ნამდვილად ასახავს. 5.8 მაგნიტუდის მიწისძვრა კუნძულ კრეტაზე 27 სექტემბერს მოხდა და არაერთი შენობა, მათ შორის ტაძრებიც დააზიანა. თუმცა, აღნიშნულ ფოტოზე გამოსახული ტაძარი არ არის ღვთისმშობლის სახელობის ის ეკლესია, რომლის ეზოშიც 6 სექტემბერს ვაქცინაციის ცენტრი მოაწყვეს.

"

პოსტს დართული აქვს ორი სხვადასხვა ეკლესიის ფოტო, პირველი – მიწისძვრისგან დაზიანებული ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარია, რომელიც ქალაქ არკალოხორიში მდებარეობს. მეორე ფოტოზე კი არხანესში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ტაძარია, რომელშიც 6 სექტემბერს ვაქცინაციის ცენტრი მოეწყო. ორივე ქალაქი კუნძულ კრეტაზე მდებარეობს და მათ შორის მანძილი დაახლოებით 18 კილომეტრია.

"
ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი არკალოხორიში

"
ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი არხანესში, წყარო: www.cretetravel.com

"

27 სექტემბრის დილით მომხდარი მიწისძვრის დროს 62 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც არკალოხორიში მდებარე  ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობდა. სწორედ ამ შემთხვევის ადგილზეა გადაღებული ნანგრევების ფოტო. ადგილზე გადაღებული კადრებიდანაც კარგად ჩანს, რომ ეს ტერიტორია ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის შემოგარენისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულია.

"

"
რაც შეეხება ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ეზოში ვაქცინაციის ცენტრის მოწყობას, 6 სექტემბერს საბერძნეთში ვაქცინაციის წახალისების მიზნით საპილოტე პროგრამა ამოქმედდა, რომელიც ეკლესიების ტერიტორიაზე ვაქცინაციის ცენტრების მოწყობას გულისხმობს, ერთ-ერთი ასეთი ცენტრი კი არხანესში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ეზოშიც მოეწყო.

პოსტისთვის დართული მესამე ფოტო 18 სექტემბერს საბერძნეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სიახლეებში იძებნება, რომლის მიხედვითაც საბერძნეთის პრეზიდენტი  კატერინა საკელაროპულუ ღვთისმშობლოს სახელობის ტაძრის მღვდელს, ანდრეას კალიონძაკისს შეხვდა და ტაძრის ეზოში ვაქცინაციის ცენტრის გახსნა მიულოცა.

"

წყაროს შესახებ

პოსტის ავტორის “ლილუ ლილუს” ფეისბუქ-პროფილის url მისამართში lela abaishvili-ა მითითებული.  ლილუ ლილუს საკუთარ პროფილზე მხოლოდ ერთი პროფილის ფოტო აქვს ატვირთული, რომლითაც შეუძლებელია იმის გარკვევა, რამდენად რეალურია პროფილი. პროფილს 1000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და ის ხშირად ანტივაქსერული შინაარსის პოსტებს აქვეყნებს.

"


 

 სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საბერძნეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist