წლის კურიოზული მითები და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

7777777
90
VIEWS

უკრაინაში მიმდინარე ჰიბრიდული ომის ფარგლებში რუსული მედია დიდ ფინანსურ რესურსებს ხარჯავს საინფორმაციო/პროპაგანდისტული მიზნების მისაღწევად. უკრაინის მთავრობის დემონიზაცია, მათი ფაშისტებად წარმოჩენა, ისეთი სურათის დახატვა თითქოს უკრაინაში რუსულ კულტურას ფიზიკურადაც ებრძვიან რუსული პროპაგანდის რჩეული თემებია. მედია რეალობას ზოგჯერ ძალიან სცილდება და საქმე ისევ კურიოზულ ვითარებამდე მიდის.

ვებ-პორტალი Russia Lies უკრაინის შესახებ რუსულენოვანი მედიის მიერ გავრცელებულ 60 ყველაზე გახმაურებულ ტყუილს შორის არაერთ კურიოზულ მითს ავრცელებს.

არყის ხეების ისტორია

2012 წლის 23 ოქტომბერს უკრაინულ სატირულ ონლაინ გამოცემა “The Onion” (UA Review) – ში გამოქვეყნებული სახუმარო მასალა რუსულ მედიაში სერიოზულად აღიქვეს და 2014 წლის ივნისში ფართოდ გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ქალაქ ლვოვში უკრაინელმა ნაციონალისტებმა არყის ხეების მოჭრა დაიწყეს. გამოცემის მიხედვით, აქტივისტებმა ხეები რუსული კულტურის გავლენის შესამცირებლად მოჭრეს.

კოსმოსიდან გადაღებული მზის ამოსვლის სურათი

1

პრორუსული მედიის ცნობით, 2015 წლის 9 თებერვალს უკრაინის სამთავრობო ძალების მიერ ქალაქ დონეცკის დამბობვის ძალა იმდენად დიდი იყო, რომ ის ნატოს სამხედრო თანამგზავრმა კოსმოსიდანაც კი დააფიქსირა. ზოგიერთმა მედიამ ბირთვული იარაღის გამოყენების ვარიანტიც კი განიხილა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ბირთვული არსენალი არ გააჩნია. საილუსტრაციოდ გამოყენებული სურათი არავითარ კავშირში არაა აფეთქებასთან. ის გადაიღო ნასას ასტრონავტმა და მასზე მზის ამოსვლაა აღბეჭდილი.

იემენის საელჩოს “დაწვის” ისტორია

3

ცნობილმა საინფორმაციო არხმა Russia Today 2015 წლის 7 ივლისს გამოაქვეყნა ინფორმაცია,თითქოს კიევში იემენის საელჩოს შენობა იწვოდა. გამოცემის მიხედვით, ინფორმაცია უკრაინის საგანგებო სიტუაციის სამსახურზე დაყრდნობით ვრცელდებოდა. აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, ცეცხლი 300 კვადრატულ მეტრს იყო მოდებული. Russia Today-ს სავარაუდოდ ყურადღებიდან გამორჩა ის ფაქტი, რომ უკრაინაში იემენის დიპლომატიური წარმომადგენლობა საერთოდ არ არსებობს. ის მოსკოვში მდებარეობს. ივლისის თვეში კი კიევში საოფისე ფართს გაუჩნდა ცეცხლი.

ავსტრია და სლოვენია, რომელიც სერბეთს არ ესაზღვრება

6

რუსული მედია ევროპას ხშირად აკრიტიკებს. ერთ-ერთი თემა – ევროპული ტოლერანტობა და ფასეულობებია. ეს ფასეულობები უფრო მეტად ნეგატიურ კონტექსტში გამოიყენება, თუმცა 2015 წლის ნოემბერში რუსულმა მედიამ ევროპის კრიტიკა სწორედ ტოლერანტობის ნაკლებობის გამო დაიწყო. ერთ-ერთი რუსული გამოცემა 2015 წლის ნომბერში იუწყებოდა, რომ პარიზის ტერაქტის შემდეგ ევროპის ქვეყნები უარს ამბობენ სირიელი დევნილების მიღებაზე და საზღვრებს ამ მიზნით ერთმანეთთანაც კი კეტავენ. მაგალითად, თითქოს სლოვენია და ავსტრია სერბეთთან საერთოს საზღვრის დაკეტვას აპირებდნენ. ზოგიერთმა მედიამ “მოვლენებსაც გაუსწრო” და ინფორმაცია გამოაქვეყნა ისე, თითქოს ამ ორ ქვეყანას სერბეთთან უკვე ჰქონდა საზღვარი ჩაკეტილი.ერთი შეხედვით საქმე სუბიექტურ შეფასებასთან და კარგად დაფარულ პროპაგანდასთან გვაქვს, თუმცა საკმარისია დავხედოთ რუკას, რომ ვნახავთ მარტივ სიმართლეს: ავსტრია და სლოვენია სერბეთს არ ესაზღვრებიან.

 ადოფლ ჰიტლერის გამოსახულებიანი “უკრაინული გრივნას” ისტორია

რუსულმა ტელეარხმა Россия-1 საინფორმაციო გადაცემაში Вести 2015 წლის იანვარში გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინული ფულის ერთეულის გრივნას ახალ კუპიურებზე ადოლფ ჰიტლერის პორტრეტი გამოჩნდებოდა. ცხადია, რომ მსგავსი სახის კუპიურა არ დაბეჭდილა. საინფორმაციო გადაცემის დიდი ნაწილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, უკრაინის მთავრობის ნაცისტურ პოლიტიკას დაეთმო. საქმე ჰაინრიხ ჰიმლერისა და პრემიერ იაცენუკის ფიზიკურ მსგავსებამდეც კი მივიდა.

8

…ანტიდასავლური პროპაგანდა უცხო არც ქართული მედიისთვის არ არის. ტელევიზიიდან, ბეჭდური თუ ონლაინ მედიიდან დასავლეთის შესახებ არაერთი მცდარი წარმოდგენა და აზრი ვრცელდება.

“საახალწლო” მითი გოჭების დაკლვის აკრძალვის შესახებ

2014 წელს ევროინტეგრაციის თემაზე ქართულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი 1 წლამდე გოჭების დაკვლას კრძალავდა. მითის საფუძველი ფეისბბუკზე გავრცელებული სახუმარო პოსტი გახდა, რომელიც ბევრმა მედია საშუალებამ სანდო და სერიოზულ ინფორმაციად მიიჩნია და გადაუმოწმებლად გაავრცელა. თუმცა, როგორც გაირკვა, ევროკავშირში მსგავსი რეგულაცია არ მოქმედებს და ამით საახალწლო სუფრა “გადაგვარებას” გადაურჩა.

დეზინფორმაცია საუდის არაბეთში ქმრების მიერ ცოლების ჭამის ლეგალიზაციის შესახებ

კურიოზულ ვითარებამდე მივიდა „ერეკლე მეორის საზოგადოების” თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე გამოვიდა განაცხადებით, რომ აშშ-ს პარტნიორ საუდის არაბეთში ნებადართულია ქმრების მიერ ცოლების შეჭმა. მისი განცხადებით, ისლამი მსგავსს ქმედებას აკანონებს. ამ მითის მთავარი გზავნილი იყო, ის რომ ამერიკის პარტნიორ ქვეყნაში მსგავსი ქმდება ნებადართული და წახალისებულია. მსგავსი ჭორის საფუძველი კი მაროკოელ ბლოგერს ეკუთვნის, რომელიც სატირული წერილებით გამოირჩევა და მისი ერთ-ერთი ასეთი ხუმრობა რუსულმა მედიამ ფართოდ აიტაცა.

დეზინფორმაცია მანქანის მართის გამო ქალებისთვის თავის მოჭრის შესახებ

ისევ საუდის არაბეთს უკავშირდება “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო” წევრ გიორგი ახვლედიანის განცხადება, რომ საუდის არაბეთში ავტომობილის მართვის გამო ქალებს თავებს აჭრიან, ხოლო ამერიკა მსგავსს ქმედებებს ახალისებს. მართალია, საუდის არაბეთში ქალებს ეკრძალებათ ავტომანქანის მართვა, თუმცა მსგავსი სასჯელი არ არის დაწესებული.

თემატიკა: სხვა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist