წინასაარჩევნო Clickbait-ები ძველ ინფორმაციას “ახალ დაპირებებად” აქცევენ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

33
VIEWS

14 ოქტომბერს ე.წ. clickbait საიტმა 24news.com.ge გამოაქვეყნა სტატია სათაურით “ბიძინა ჩვენს ვალებს დაფარავს” – ძალიან მაგარი ინფორმაცია რომელიც ახლახანს გავრცელდა”. სტატიაში აღნიშნულია, რომ “მთავარი არხის” ინფორმაციით, ქართულმა ოცნებამ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც მოქალაქეებს ბიუჯეტის ვალს ჩამოაწერს. სტატიაში არაა მითითებული დამატებითი დეტალები კანონპროექტის შინაარსის ან მისი მომზადების თარიღის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ სტატია 14 ოქტომბრისაა, ის სხვადასხვა ფეისბუქ ჯგუფში 21 და 29 ოქტომბერსაც ზიარდებოდა.

მოსახლეობის დახმარებებთან დაკავშირებით 24 ოქტომბერს clickbait საიტის www.ge-ის მიერ გამოქვეყნდა კიდევ ერთი სტატია, სათაურით “მთავრობა მზად არის 5 წლის განმავლობაში მოსახლეობას სესხები დაუფაროს? – გიორგი გახარიამ სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა”. აღნიშნული სტატია ეხება პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას მთავრობის გადაწყვეტილებაზე, ნაწილობრივ დაუფაროს იპოთეკური სესხი იმ მოქალაქეებს, ვინც 2020 წლის ბოლომდე საცხოვრებელ ფართს შეიძენს.

ინფორმაცია იდენტური სათაურით 25 ოქტომბერს გაავრცელეს clickbait საიტებმა netsport.ge-მ, mynews.com.ge-მ და ese.ge-მ.

გარდა ამისა, 24news.com.ge-ს 28 სექტემბრის სტატია სათაურით “ამ თანხას ყველა მიიღებთ, გილოცავთ ყველას“ – ახლახანს ბრწყინვალე ინფორმაცია გავრცელდა“, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ანაზღაურებას ეხებოდა, 29 ოქტომბერს ორ ფეისბუქ ჯგუფში გაზიარდა.

clickbait საიტები 24news.com.ge და www.ge ძველ ინფორმაციას ახალი თარიღით და შეცდომაში შემყვანი სათაურებით ავრცელებენ. რეალურად, გიორგი გახარიამ სესხების ნაწილობრივ დაფარვასთან დაკავშირებით განცხადება ივნისის თვეში გააკეთა, ხოლო ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით კანონპროექტის შესახებ ინფორმაცია “მთავარმა არხმა” 7 სექტემბერს გააჟღერა. წინასაარჩევნო პერიოდში მანიპულაციური სათაურები, ძველი და არასრული ინფორმაციით, შეცდომაში შემყვანია და ცრუ დაპირებებს ქმნის.

ჩამოიწერებათ თუ არა მოქალაქეებს ბიუჯეტის ვალი?

სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ფინანსური ვალდებულებებისგან მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია “მთავარმა არხმა” 7 სექტემბერს გაავრცელა. “მთავარი არხის” ინფორმაციით მმართველმა პარტიამ მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს ბიუჯეტში შესატანი ვალი (1.5 მილიონი ლარის ოდენობით) ჩამოეწერებათ. აღნიშნული კანონპროექტზე და მის დამტკიცებაზე მოგვიანებით საუბარი აღარ ყოფილა.

24news.com.ge-ს სტატიაში ბიუჯეტში შესატანი ვალისგან გათავისუფლებაზე კანონპროექტი გარდა იმისა, რომ ახალ ინფორმაციადაა წარმოჩენილი, სტატიის სათაურში ის არა მმართველ პარტიას, არამედ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.

როდის და რა განცხადება გააკეთა გახარიამ?

25 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ იმ მოქალაქეებს, ვინც წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის საშუალებით საცხოვრებელ ფართს შეიძენდა, სახელმწიფო 5 წლის ვადით სესხს ნაწილობრივ დაუსუბსიდირებდა. გახარიას თქმით, ეს ნაბიჯი მშენებლობის სტიმულირებისკენ და იმ 25 ათასი მოქალაქის კეთილდღეობისკენ იყო მიმართული, რომელთაც იპოთეკური სესხი უკვე აღებული ჰქონდათ.

www.ge-ის ინფორმაციის სათაურში და არც თავად სტატიაში არ არის აღნიშნული, თუ როდის გაკეთდა ეს განცხადება და ასევე არ არის მოცემული სესხების სუბსიდირების შესახებ დამატებითი დეტალები, რაც 25 ივნისს უკვე ცნობილი იყო. სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე; სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი 5%-ს ჩამოცდა (განაახლებს თუ ასცდა).

მანიპულაციური სათაური ჰქონდა 24news.com.ge-ს 28 სექტემბრის სტატიასაც, რომელიც თარიღის მიუხედავად ჯგუფებში 29 ოქტომბერსაც გაზიარდა. მიუხედავად იმისა, რომ 1 სექტემბერს  გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადება დაფინანსების გაზრდის შესახებ ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს მიემართებოდა, 24news.com.ge-ის სტატიის სათაური ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ფინანსურ დახმარების მიღება ყველას შეეხებოდა.

ჯგუფებში გავრცელება

Crowdtangle-ის მონაცემებით, 24news.com.ge-ის 14 ოქტომბრის სტატია სათაურით “ბიძინა ჩვენს ვალებს დაფარავს” – ძალიან მაგარი ინფორმაცია რომელიც ახლახანს გავრცელდა” 14-29 ოქტომბრის პერიოდში ფეისბუქ ჯგუფებში ზიარდებოდა.

რაც შეეხება 24 ოქტომბერს www.ge-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით “მთავრობა მზად არის 5 წლის განმავლობაში მოსახლეობას სესხები დაუფაროს? – გიორგი გახარიამ სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა”, რომელიც სხვა clickbait საიტებმაც იდენტური სათაურით გამოაქვეყნეს, 13 საჯარო ფეისბუქ ჯგუფში გაზიარდა.

24news.com.ge-ს 28 სექტემბრის სტატია სათაურით “ამ თანხას ყველა მიიღებთ, გილოცავთ ყველას“ – ახლახანს ბრწყინვალე ინფორმაცია გავრცელდა“ 19 ოქტომბერს გაზიარდა ფეისბუქ ჯგუფებში “მთავარი არხის მხარდამჭერების ჯგუფი” და “საინფორმაციო ჯგუფი”.

წყაროების შესახებ

www.ge 2000 წლის 3 ივნისს არის რეგისტრირებული. registrator-ის მონაცემებით, ადმინისტრატორის სახელი ხათუნა შუბითიძეა, ხოლო ელექტრონული ფოსტა – [email protected].

24news.com.ge-ს შექმნის თარიღი 2020 წლის 14 მაისია. მის მფლობელზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.

ე.წ. clickbait საიტები მედია საშუალებებად პოზიციონირებენ, თუმცა მათ აქვთ მიმზიდველი, მყვირალა  სათაურები რისი საშუალებითაც მკითხველის ყურადღებას იქცევენ და ქლიკების რაოდენობით თანხის გამოიმუშავებენ. ამ საიტებზე გვხვდება ყვითელი შინაარსის შემცველი მასალები, 18 + ტიპის რეკლამები, საეჭვო მკურნალობის მეთოდები და ა.შ.


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist