C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაფინანსება და მედიკამეტების ხარისხი

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

7c-hepatiti
316
VIEWS

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით მედიაში ჩნდება კითხვები, გამოყენებული წამლების ხარისხისა და პროგრამის დაფინანსების შესახებ. ამ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად “მითების დეტექტორმა” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა.

C ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამაში გამოიყენება ახალი თაობის პრეპარატები: სოფოსბუვირი (პროგრამის პირველი ეტაპი) და ჰარვონი (პროგრამის მეორე ეტაპი), რომლებიც წინა თაობის მედიკამენტებისგან განსხვავებით მაღალი ეფექტურობით და გვერდითი მოვლენების სიმცირით გამოირჩევიან. სამკურნალო მედიკამენტები პაციენტებს უფასოდ მიეწოდებათ.

პროგრამის ფარგლებში დღემდე საქართველოში შემოსულია 25 000 ფლაკონი „სოფოსბუვირი”, რომლის ღირებულებაც შეადგენს 1 მილიარდ ლარს. ამ ღირებულების მედიკამეტი საქართველოს სრულიად უფასოდ გადმოსცა კომპანია „გილეადმა”. მედიკამენტის ეფექტურობა და უსაფრთხოება კლინიკური ცდებით არის დადასტურებული. მას აქვს ხარისხის დამადასტურებელი ყველა საჭირო დოკუმენტი, (საკვებისა და წამლების ადმინისტრაცია (Food & Drug Administration – FDA), ევროპის სამედიცინო სააგენტო (Europian Medicinal Agency – EMA) რომელიც აღიარებულია, როგორც საერთაშორისო ბაზარზე ასევე ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება მედიკამენტს “ჰარვონი”, მისი შემოტანა 2016 წლის თებერვლის ბოლოს იგეგმება. მომწოდებელი ისევ ამერიკული კომპანია “გილეადი”-ა.

Gilead Sciences ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ამერიკაში 1987 წელს შეიქმნა. მისი საქმიანობის ძირითადი არეალი ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტებია, რომლებსაც HIV, B, C ჰეპატიტის, გრიპის ვირუსის სამკურნალოდ იყენებენ. კომპანია საქმიანობს ჩრდილო ამერიკაში, ევროპაში, ავსტრალიაში.

პაციენტებს 1 თვის სამყოფი მედიკამენტი უფასოდ გადაეცემათ. მოქმედებს მონიტორინგის სისტემა, რომლის მეშვეობითაც რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. ბოლო მონაცემების მიხედვით, პროგრამით მკურნალობა 3000-მდე პაციენტმა დაამთავრა, მათგან 90% დადებითი შედეგი აქვს მიღებული.

C ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამის ფარგლებში პაციენტებს უფასოდ გადაეცემათ მედიკამენტები და ხდება საჭირო კვლევების თანადაფინანსება. პაციენტების პროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია იღებს, რომელიც დაკომპლექტებულია სამინისტროს თანამშრომლებით და სპეციალისტებით.

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რამაც განაპირობა ამ პროგრამის განხორციელება. საქართველოში C ჰეპატიტის მაჩვენებელი მაღალია – 6,7%. ქვეყნის მასშტაბების გამო სწრაფი შედეგის მიღება უფრო მეტად არის შესაძლებელი. გარდა ამისა, საქართველოში არის მაღალკვალიფიციური მედ-პერსონალი, სათანადო ადამიანური რესურსები, ხოლო გამოცდილების კუთხით უკვე არსებობდა მსგავსი პროგრამების (შიდსის პრევენცია და მკურნალობა) განხორციელების პრაქტიკა.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომანია „გილეად”-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

საქართველოს მაგალითზე მსგავსი პროგრამა (უფასოდ) დაიწყო ასევე ისლანდიაში. ხოლო გერმანია, საფრანგეთი და იტალია ფასის შემცირების მიზნით მედიკამენტის ერთად შესყიდვას ახორციელებენ.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist