იდენტობა

ბრიტანეთი ტერმინის “ორსული ქალები” ჩანაცვლებას არ ითხოვს

26 ოქტომბერი, 2017

ბოლო დღეებში ქართულ და უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბრიტანეთის მთავრობამ გაეროს “სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების” შესახებ პაქტში ტერმინის “ორსული ქალები” “ორსული ადამიანებით” ჩანაცვლება შესთავაზა. ბრიტანულ გამოცემა Times-ზე დაყრდნობით ეს ინფორმაცია იმედი ნიუსმა, საქინფორმმა, პრაიმნიუსჯორჯიამ, საქართველოს ახალი ამბების სააგენტომ გაავრცელეს. სპუტნიკ საქართველო კი თავის სტატიაში Риа Новости-ს დაეყრდნო, რომელიც თავის მხრივ ინფორმაციას კვლავ Times-ზე დაყრდნობით ავრცელებდა. აღნიშნული გამოცემები წერენ, რომ ბრიტანეთის მთავრობის ეს ინიციატივა ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების დაცვას უკავშირდება.
"

"

"

ბრიტანეთის მთავრობა მხარს უჭერს ტრანსგენდერი ადამიანის უფლებებს, თუმცა გაეროს პაქტში ტერმინის “ორსული ქალები” “ორსული ადამიანებით” ჩანაცვლებას არ ითხოვს.

The Guardian-ი, როიტერიტელეგრაფი და  Mirror  ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის პრესსპიკერის განცხადებას აქვეყნებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბრიტანეთის მთავრობა არ ეწინააღმდეგება ტერმინის “ორსული ქალები” გამოყენებას, არამედ მოითხოვს, რომ პაქტით გათვალისწინებული უფლება ტრანსგენდერ პირებსაც შეეხოს და მათი უფლებების უგულვებელყოფა არ მოხდეს.

პრესსპიკერი: “ბრიტანეთის მთავრობა არ აპროტესტებს ტერმინს ,,ფეხმძიმე ქალი“. ჩვენ მხარს ვუჭერთ ფეხმძიმე ქალების უფლებებს და მოვითხოვთ, რომ  ადამინის უფლებების დაცვის კომიტეტმა არ უგულვებელყოს ორსული ტრანსგენდერი პირების სიცოცხლისა და სხვა უფლებები“

ტელეგრაფი ასევე ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ტერეზა მეის სპიკერის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება აღნიშნულ ტერმინს არ ეწინააღმდეგება.

"

"

გაეროს დოკუმენტი, რომლის ხელმომწერიც ბრიტანეთი 1976 წლიდანაა, 168 ქვეყანის მიერაა რატიფიცირებული და ეფუძნება ადამიანის უფლებათა 1948 წლის საყოველთაო დეკლარაციას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ორსული ქალი განსაკუთრებულად უნდა იყოს დაცული“ და ეს მონაკვეთი, ყოველგვარი ცვლილების გარეშე, კვლავ იგივე დარჩება.


მოამზადა გვანცა დევიძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია