ბრედ პიტი ,,საქართველო და მსოფლიოდან” ჰოლივუდურ პედოფილიას ამხელს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ბრედ პიტი
1.6k
VIEWS

19 აგვისტოს ონლაინ გამოცემამ “საქართველო და მსოფლიომ” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით ,,ამერიკის ელიტა სატანიზმმა გაიტაცა”. მასალის მტკიცებით, აშშ-ს სატანისტები მართავენ, რის დასტურადაც ავტორს მოჰყავს მაგალითები ამერიკის, კერძოდ კი ჰოლივუდის კრიმინალური ქრონიკებიდან. მასალაში ნათქვამია, რომ ამ მოსაზრებას ეთანხმება ცნობილი მსახიობი ბრედ პიტი, რომელსაც ამერიკული ელიტის პედოფილიაზე ერთ-ერთ ინტერვიუში ,,წამოსცდა”.

საქართველო და მსოფლიო: “რიტუალური მკვლელობები ჰოლივუდში: – გსმენიათ რამე ილუმინატებზე? საიდუმლო საზოგადოებები, პოლიტიკოსები, ბანკირები _ ყველანი პედოფილები არიან და სწორედ ისინი მართავენ მსოფლიოს. ფესვები ჰოლივუდში აქვთ გადგმული, – წამოსცდა ერთ–ერთ ინტერვიუში პოპულარულ მსახიობ ბრედ პიტს”.

საქართველო და მსოფლიოს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მოხმობილი ბრედ პიტის ინტერვიუს ავთენტურობა არ დასტურდება. მასალის პირველწყაროდ მითითებულია NeonNettle.com, რომელზეც მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება, თავად საიტი კი ცნობილია იმით, რომ კონსპირაციის თეორიებსა და ფანტასტიკის ჟანრის მასალებს აზიარებს.

მტკიცება, რომ ბრედ პიტი ჰოლივუდის ,,ელიტის” წინააღმდეგ მიმართულ ანტიამერიკულ ნარატივს ავრცელებდა პირველად 2017 წელს გავრცელდა. snopes-ის მიხედვით, ვებ პორტალ  NeonNettle.com-ზე ციტირებდნენ ბრედ პიტის “ინტერვიუს”, რომელშიც მსახიობი თითქოს ირწმუნება, რომ ის, ვინც მართავს ჰოლივუდს, მართავს ამერიკასაც. სწორედ ამ მასალაში იყო საუბარი ილუმინატებსა და საიდუმლო საზოგადოებებზე, რომლებიც პედოფილიითა და გარყვნილი ქვეცით ხასიათდებიან. მითითებული ინტერვიუს ბმულზე გადასვლისას ინფორმაცია არ იძებნება, თუმცა ის ხელმისაწვდომია snopes-ის მიერ დაარქივებულ მასალაში.

2

snopes-ის მიხედვით, პორტალ NeonNettle.com-ზე გამოქვეყნებული კონტენტი ხშირად უკავშირდება შეთქმულების თეორიებსა და ფანტასტიკის სფეროს. ვებ-გვერდი აღწერაში არ არის მითითებული, რომ გამომცემლობა იღებს პასუხისმგებლობას გამოქვეყნებული მასალების სინამდვილეზე.

ნარატივს, რომ საიდუმლო საზოგადოებებსა და მმართველ ელიტებს ჰოლივუდში აქვთ გადგმული ფესვები, ვხვდებით რუსული ვებ-გვერდებიც. მათ შორის: Angevine-russe.Livejournal.com, proza.ru, yablor.ru, pikabu.ru. მათ ნაწილს პირველწყაროდ NeonNettle.com-ის უკვე არარსებული ინტერვიუ აქვთ მითითებული, ნაწილი კი სათაურშივე ღიად წერს, რომ ამბავი სინამდვილეს არ შეესაბამება და ფეიკია.

3

4

5

6

წყაროს შესახებ

გაზეთ და ინტერნეტ-პორტალ „საქართველო და მსოფლიოს“ გამოსცემს შპს ისტორიულ მემკვიდრეობა, რომლის 2009 წელს დაფუძნებას რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი საჯაროდ მიესალმა. „ისტორიული მემკვიდრეობის“ საზოგადოებრივი საბჭოს წევრი არის პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, მედვედევმა 2008 წლის ივლისში „რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის სფეროში შეტანილი დიდი წვლილის გამო“ ორდენით დააჯილდოვა. ისტორიული მემკვიდრეობის პარტნიორია ასევე პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტი“. ანტიდასავლური განწყობების გარდა, გამოცემა გამოირჩევა თურქოფობიით, რასისტული და ჰომოფობიური განცხადებებით.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist