“ბორჯომის” კლიპის ინსპირაცია ბოლნისის ჯვარი გახდა, Последнее Время-ს – 666 

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

140
VIEWS

15 აგვისტოს ფეისბუქ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა მინერალური წყალი ბორჯომის რეკლამასთან დაკავშირებული რუსული ვიდეო, სადაც ბორჯომის წყლის ახალი სიმბოლო 666-სთან არის გაიგივებული. ვიდეოს აღწერის მიხედვით,  კადრებში ნაჩვენები სამი ფურცელი დნმ-ის მესამე სპირალს ნიშნავს, მათი დახატვის შემდეგ კი სამი ექვსიანი მიიღება. შესაბამისად, რეკლამა იმის მანიშნებელია, რომ ჩვენს დნმ-ის შეცვლა უნდათ, რასაც ამჟამად “გენეტიკური ინექციებით” აკეთებენ. ვიდეო გააზიარეს ჯგუფში სამართალი მეფის სახელით, ვიდეო ანტივაქსერმა დათო სალუქვაძემაც გამოაქვეყნა.

 

"
მტკიცება იმის შესახებ, რომ ბორჯომის ახალი სარეკლამო რგოლი გენეტიკური კოდის ცვლილებას უკავშირდება და მასში სამი ექვსიანი ფარულადაა გამოყენებული, კონსპირაციის თეორიაა. რეალურად, ბორჯომის ახალ სარეკლამო კამპანიაში აქცენტი პირველქმნილი წყლის წარმოშობაზე კეთდება, ხოლო ახალი სიმბოლო ბოლნისის ჯვრის საფუძველზეა შექმნილი. 

“მითების დეტექტორი” ბორჯომის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ნანიკო კუპრაშვილს ესაუბრა. მისი განმარტებით, კლიპში გამოყენებული სიმბოლო- ორნამენტი  სპეციალურად ამ რგოლისთვის შეიქმნა და თავის თავში ქართულ იდენტობას, ბორჯომის წყაროსა და ბორჯომის სიმბოლო ირემს აერთიანებს. სიმბოლოს საფუძველი ბოლნისის ჯვარია, რომელიც საქართველოს დროშაზეცაა დატანილი. ნანიკო კუპრაშვილის განმარტებით, აღნიშნული სიმბოლო-ორნამენტი მხოლოდ ამ დატვირთვით და შინაარსით შეიქმნა.

ბორჯომის ახალი სარეკლამო ვიდეორგოლი სოციალურ ქსელში 22 ივლისს გამოჩნდა.

"
ვიდეორგოლი შექმნილია ბორჯომის ახალი სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, სადაც აქცენტი იუვენილური, ანუ პირველქმნილი წყლის აღმოჩენის ისტორიაზე კეთდება. ვიდეორგოლშიც სწორედ ბორჯომის წყლის აღმოჩენასთან დაკავშირებული უძველესი ლეგენდაა გაცოცხლებული. ლეგენდის მიხედვით, მონადირეების მიერ დაჭრილი ირემი მხოლოდ ბორჯომის წყალმა განკურნა.

რაც შეეხება სიმბოლო-ორნამენტს, ის სპეციალურად ახალი კამპანიისთვის შეიქმნა. მისი საფუძველი საქართველოს დროშაზე დატანილი ბოლნისის ჯვარია. შესაბამისად, ამ ახალ სიმბოლოში გაერთიანებულია ქართული იდენტობა, ბორჯომის წყარო და ბორჯომის სიმბოლო – ირემი და მას გენეტიკური კოდის ცვლილებასთან ან 666-თან არანაირი კავშირი არ აქვს.

"
ბრენდის ახალი კამპანიის ფარგლებში შექმნილი ვიდეორგოლი ევროპულმა კრეატიულმა სააგენტო Virtue-მ გადაიღო და მისი პრემიერა საქართველოში შედგა, თუმცა საქართველოს გარდა ის ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და აშშ-ში გავრცელდება.

წყაროს შესახებ

ბორჯომის ახალ რეკლამაზე დაფუძნებული კონსპირაციული შინაარსის ვიდეო პირველად 10 აგვისტოს იუთუბ არხმა Последнее Время გამოაქვეყნა.
""
იუთუბ არხის “ჩვენ შესახებ” განყოფილებაში ვკითხულობთ, რომ მეორედ მოსვლა ახლოსაა და ღმერთი მალე დაბრუნდება, ხოლო თუ მომხმარებელს ღვითისგან მონიჭებული სურვილი აქვს, შეუძლია არხს ფულადი დახმარება მითითებულ ანგარიშზებზე გაუწიოს.

"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist