Berlin Station – ამერიკული სერიალი, რომელშიც რუსეთი ესტონეთის ოკუპაციას გეგმავს

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

MV5BZjQxOWFkMWMtZmMyOS00ZWY3LTgzN2MtZTAyNmM3YzhiNDk2XkEyXkFqcGdeQXVyMzY0MTE3NzU@
209
VIEWS

ბერლინის სადგური (Berlin Station) – ამერიკული სერიალია, რომელიც 2016-2019 წლებში, სატელევიზიო ქსელის, EPIX-ის ეთერში გადიოდა. თავად EPIX 2009 წელს შეიქმნა და ბოლო მონაცემენებით, მისი მფლობელი ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული კინოკომპანია Metro Goldwyn Mayer-ია.

სერიალი სულ სამი სეზონისგან შედგება და მოგვითხრობს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ბერლინის ფილიალის საქმიანობის შესახებ. საინტერესოა ის გარემოება, რომ სერიალი თანამედროვე პოლიტიკურ რეალობასთან ძალიან ახლოს დგას.

სერიალის მთავარი გმირი დენიელ მილერია, რომელიც CIA-ის ბერლინის ოფისში მუშაობს. პირველ სეზონში მილერის მისიაა, გამოავლინოს თუ ვინ აწვდიდა შიდა ინფორმაციას ე.წ. ვისელბლოუერ თომას შოუს. მეორე სეზონში კი მილერს ახალი საიდუმლო დავალება აქვს: მან გერმანიის ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკურ პარტიაში უნდა შეაღწიოს, რომელიც, CIA-ს ინფორმაციით, არჩევნების წინ ტერორისტულ აქტს გეგმავს.

მესამე სეზონის დასაწყისი განსაკუთრებით საინტერესოა იმის გამო, რომ მოქმედებები ესტონეთში ინაცვლებს, სადაც, ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი შეჭრისთვის ემზადება. როგორც ცნობილია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ესტონეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, თუმცა 1,3 მილიონიანი ქვეყნისთვის პრობლემები ამით არ დასრულებულა. მოსახლეობის 24,8% ეთნიკური რუსები არიან, რომლებიც, სერიალის სცენარის თანახმად, ესტონური საზოგადოებისგან გარიყულად ცხოვრობენ, არ ფლობენ სახელმწიფო ენას და უფრო მეტიც, ესტონეთის სახელმწიფოსგან ჩაგრულებად მიიჩნევენ თავს.

სერიალის მიხედვით, რუსეთი ყირიმის (2014) სცენარის მიხედვით აპირებს ესტონეთის ოკუპაციას – იგი ფარულად აგზავნის “მწვანე კაცუნებს” ესტონეთის ტერიტორიაზე (მწვანე კაცუნები – რუსი ჯარისკაცები, რომელთაც მწვანე ფერის ფორმები აცვიათ, თუმცა სხვა არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვთ). პარალელურად, ყალბი და ცრუ ინფორმაციების გავრცელებით ცდილობენ ესტონეთის ესტონური და რუსული საზოგადოების გაერთიანების ნებისმიერი იდეის ხელის შეშლას და ეთნიკური დაპირისპირების გამოწვევას.

სერიალი განსაკუთრებით საინტერესოა იმის გათვალისწინებით, რომ იგი უკრაინული ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2016-2019 წლებშია გადაღებული. მიუხედავად იმისა, რომ ესტონეთში მიმდინარე ამბები მხოლოდ სცენარის ნაწილია, თანამედროვე მსოფლიოში, პოლიტიკური ექსპერტები რუსეთის მხრიდან ესტონეთის და მთლიანად ბალტიისპირეთისკენ მიმართულ საფრთხეებზე აქტიურად საუბრობენ.

სერიალი შეგიძლია იხილოთ imovies.ge-ზე

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ესტონეთი, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist