თავდაცვა/უსაფრთხოება

Bellingcat: უკრაინული თვითმფრინავის აფეთქების ვიდეო თეირანის გარეუბნიდან არის გადაღებული

10 იანვარი, 2020

Bellingcat-ის გამოძიების მიხედვით


Telegram-ის საჯარო ანგარიშზე, 9 იანვარს გავრცელდა ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ხდება საჰაერო სივრცეში აფეთქება. აღნიშნული ვიდეორგოლი სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა. გამოცემა “The New York Times” ვიდეოს ავტორს დაუკავშირდა, მისგან ვიდეოს მაღალი გარჩევადობის (ხარისხის) ვერსია მიიღო და მისი ავთენტურობა დაადასტურა. ჯეიკ გოდინის მიერ (Newsy) შექმნილი, ანოტაციებით გაფორმებული ვიდეო ამ ბმულზეა ხელმისაწვდომი.

ellingcat-მა ვიდეოს გეოლოკაცია შეძლო. Bellingcat-ის თქმით, ვიდეო პარანდის საცხოვრებელი რაიონიდან (კოორდინატები: 35.489414, 50.906917 ) გადაიღეს ანუ გარეუბნიდან, რომელიც იმამ ხომეინის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის დასავლეთით მდებარეობს. სწორედ აეროპორტიდან კიევის მიმართულებით გაფრინდა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი, რეისით 752 (PS752).

1 
წყარო: Bellingcat

კამერა მიმართულია ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ, რეისი PS752-ის ტრაექტორიის მიმართულებით. სატელიტიდან გადაღებულ ფოტოზე ორიგინალ ვიდეოში ნაჩვენები უამრავი ელემენტი ჩანს, მათ შორის რამდენიმე კორპუსი, განათებები, ლამპიონები და ურბანული ზონა (რომელიც კამერის ობიექტივის მარცხენა მხარეს ჩანს). 2019 წლის 15 ნოემბერს, Terraserver-ზე განთავსებულ ბოლო სატელიტურ ფოტოზე (ამ სტატიაში არაა საავტორო უფლებების გამო) ვიდეოში ნაჩვენები შენობები ზუსტად იმავე ადგილზეა ასახული. 

2
წყარო: Bellingcat

აფეთქებასა და კამერამდე დაგვიანებით მოღწეულ იმავე აფეთქების ხმას შორის დროის გაზომვით, (დაახლოებით 10.7 წამი) Bellingcat-ი ვვარაუდობს, რომ მომხდარი მოვლენიდან კამერამდე მანძილი (წრფივი ხაზი) დაახლოებით 3,6 კილომეტრია. პითაგორას თეორემის გამოყენებით Bellingcat-მა დაადგინა მანძილი კამერასა და მიწის იმ წერტილს შორის, რომლის თავზეც კატასტროფა მოხდა - 3,3 კილომეტრი. შემდგომ ეს მანძილი, ვიდეოს გეოლოკაციური მონაცემები და რეისი PS752-ის ფრენის ტრაექტორიაც ერთმანეთს შეაჯერეს (ტრაექტორია აღებულია FlightRadar24-დან, იხილეთ აქ). ავიაკატასტროფის ქვევით, მიწის წერტილის ადგილმდებაროება შეესაბამება FlightRadar24-ის ბაზაში არსებულ თვითმფრინავის ტრაექტორიის ექსტრაპოლაციას.

3
წყარო: Bellingcat

ბუნდოვანია, თუმ რატომ დაიწყო კამერით შეიარაღებულმა პიროვნებამ გადაღება ამ მომენტში, თუმცა შესაძლოა, პიროვნება მეორე რაკეტის აფეთქებას ელოდა და სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება გადაღების შესახებ. The New York Times -ის ინფორმაციით, პიროვნებამ გადაღება მას შემდეგ დაიწყო, რაც “რაღაც გასროლების ხმები” გაიგო. 

პასუხგაუცემელი კითხვები რაკეტის ფრაგმენტებთან დაკავშირებით

საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა 2 ფოტოსურათი, რომლებზეც  Tor M-1 ტიპის რაკეტების ნაწილია აღბეჭდილი. მიუხედავად მრავალი წყაროსა, რომლებიც მათ ავთენტურობაზე საუბრობენ, ისინი გადამოწმებას მაინც საჭიროებენ. Bellingcat-ის თქმით, მსგავსი რაკეტის ფრაგმენტების ამსახველი ფოტოები აღმოსავლეთ უკრაინაშიც მრავლად არის გადაღებული, თუმცა არცერთი მათგანი თვითმფრინავზე მოხვედრილი რაკეტების იდენტური არ არის.

7

8

აღნიშნული ფოტოების ავთენტურობა ჯერ კიდევ დასადგენია, რადგან მათი ავტორები საჯაროდ არ ჩნდებიან. Bellingcat-ის ინფორმაციით, ეს ფრაგმენტი გადაღებულია პარანდის საცხოვრებელ რაიონში და არა კატასტროფის ადგილის სიახლოვეს. ორივე ფოტოზე მოცემულია ერთი და იგივე ობიექტი, რაზეც ორივე ფოტოზე არსებული იდენტური ქვები და ბორდიურის დაზიანებები მოწმობენ.