აშშ-მა რუსეთისგან მართული დეზინფორმატორების წინააღმდეგ კიბერ კამპანია წამოიწყო

30 ოქტომბერი, 2018

წინასაარჩევნო დეზინფორმაციების თავიდან აცილების მიზნით, აშშ-ის კიბერუსაფრთხოების სარდლობამ (USCYBERCOM) რუსეთიდან მომდინარე დეზინფორმატორების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო.

ნიუ-იორკ თაიმსის ცნობით, აშშ-ის კიბერუსაფრთხოების სარდლობის მიზანი შუალედური არჩევნების წინ დეზინფორმატორების გამოვლენა, იდენტიფიცირება და მათი გაუნებელყოფაა. ამ ეტაპზე უცნობია, სარდლობის სამიზნე დეზინფორმატორების რაოდენობა. სარდლობა შემდეგნაირად მოქმედებს: მის მიერ გამოვლენილ დეზინფორმატორს მისდის შეტყობინება, რომ ისინი კიბერუსაფრთხოების სარდლობის მიერ იდენტიფიცრებულები არიან. შეტყობინების გაგზავნის მეთოდს სარდლობა არ ასაჯაროვებს, არის ეს ელექტრონული ფოსტა, ე.წ. ჩათი თუ სხვა ტიპის ელექტრონული ინტერვენცია.

აშშ-ის დაზვერვის ყოფილის ოფიცერი ანდრეა კენდალ-ტეილორი აღნიშნავს, რომ იდენტიფიცირების შესახებ შეტყობინებებმა შესაძლოა დეზინფორმატორების ქცევა შეცვალოს, რადგანაც ისინი შესაძლოა აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდნენ. მისივე თქმით, იდენტიფიცირების შესახებ შეტყობინების პოლიტიკის შედეგად რუსეთიდან მართული აქტორები თავს შეიკავებენ ფარული და ძირის გამომთხრელი დეზინფორმაციის კამპანიების წარმოებისგან.

ამერიკელი საჯარო მოხელეები NYT-სთან საუბარში აღნიშნავენ, რომ კიბერუსაფრთხოების სარდლობის მიერ დეზინფორმატორებთან გაგზავნილი შეტყობინებები აქტივობის მხოლოდ ერთი ასპექტია. ის ასევე გულისხმობს უფრო ფართო ძალისხმევას, რომელიც მოიცავს პროპაგანდის გამავრცელები ყალბი ანგარიშების წინააღმდეგ სოციალური მედიის კამპანიებს. NYT-ის ცნობით, აშშ-ის ახალი კამპანიის სამიზნე არის როგორც რუსი ოლიგარქების მიერ დაფინანსებული ჰაკერული დაჯგუფებები, ასევე მოსკოვის მიერ მართული აგენტები, რომლებიც დეზინფორმატორულ კამპანიებში მონაწილეობენ.

განსაკუთრებული ზედამხედველობა მიმდინარეობს იმ პირებზე, რომლებიც რუსული ,,პროექტი ლახთას” ფარგლებში არიან დასაქმებულები. პროექტის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც 19 ოქტომბერს Twitter-მა რუსეთის ინტერნეტ ტროლების ქარხანასთან დაკავშირებული ანგარიშების სია გამოაქვეყნა. “პროექტი ლახთაც” ე.წ. “ტროლების ქარხანასთან” არის დაკავშირებული და მისი მიზანი რუსეთშ, უკრაინაში, აშშ-სა დასავლეთ ევროპაში პოლიტიკურ დისკურსზე გავლენის მოხდენა იყო.

ამერიკის კიბერ უსაფრთხოების სარდლობამ გუნდი წევრები ევროპულ ქვეყნებშიც გააგზავნეს,  მათ შორის უკრაინაში, მაკედონიასა და მონტეეგროში. მათი ვიზიტი რუსი ჰაკერების წინააღმდეგ ევროპული ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის გაზრდაა.