“ასავალ-დასავალის” და ტელეკომპანია “Звезда”-ს დეზინფორმაცია უკრაინაში ადამიანის ორგანოებით უკანონო ვაჭრობის დასავლური ბიზნესის შესახებ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

32
593
VIEWS

გაზეთმა “ასავალ-დასავალმა” 26 სექტემბერი -2 ოქტომბრის გამოშვებაში გამოაქვეყნა მასალა, სადაც რუსული ტელეკომპანია “Звезда”-ს „Особая Статья”-ს წამყვანი ალექსი გუდოშნიკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებებით ევროპა და ამერიკა არის დაინტერესებული, რადგან მათ ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის უკანონო ბიზნესის ინტერესები ამოძრავებთ. კერძოდ, სტატიში, რომლის წყაროდ უკრაინის ხსნის კომიტეტის გამოცემა Антифашист-ია მითითებული, ნათქვამია:

ალექსი გუდოშნიკოვი, გადაცემა „Особая Статья”-ს წამყვანი: “თუ კანონი ორგანოების ტრანსპლანტაციის შესახებ ძალაში შევა, უკრაინელები ევროპისთვის ბიომასალად გადაიქცევიან. უფლებადამცველები შეშფოთებული არიან – მაიდნიდან დაწყებული, უკრაინაში შავი ტრანსპლანტალოგიის ბაზარი ყვავის. ჯარისკაცების უმრავლესობა უგზო-უკვლოდ ტყუილად არ დაკარგულა, მათი ორგანოები დიდი ხანია, საზღვარგარეთ გაიტანეს…”

სტატიაში ასევე გადაცემის „Особая Статья”-ზე დაყრდნობით საუბარია იმაზე, თითქოს 2014 წელს იულია ტიმოშენკოს ადვოკატის სერგეი ვლასენკოს გერმანელ ქირურგთან ოლგა ვიბერთან მიმოწერა გასაჯაროვდა. მასალაში მოყვანილია ვლასენკოს სიტყვები: “სანამ უკრაინის აღმოსავლეთში ომი არ დამთავრდება, კლიენტებს ევროპიდან და აშშ-დან შეუძლიათ, ორგანოების უწყვეტი და ლეგალური მიწოდების უნარი ჰქონდეთ. ჰოდა, იქნებ საომარი მოქმედებები ამდენ ხანს სწორედ იმიტომ არ წყდება, რომ უკვე მრავალმილიონიანი ბიზნესის ნაწილად იქცა? და ვინც მას მართავს, ძალიანაც აწყობს, რომ საომარი კონფლიქტი რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს?”

ტყუილი 1. რუსული მედიის მიერ იულია ტიმოშენკოს ყოფილი ადვოკატისა და ოლგა ვიბერის მიერ ორგანოებით ვაჭრობის შესახებ გავრცელებული მიმოწერა – ფაბრიკაციაა.

იულია ტიმოშენკოს ყოფილი ადვოკატის სერგეი ვლასენკოს და გერმანელი ქირურგის ოლგა ვიბერის მიერ ორგანოებით უკანონო ვაჭრობის შესახებ რუსული წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაცია უკრაინულმა პორტალმა StopFake -მა 2014 წელს გადაამოწმა. საქმე ეხებოდა რუსულენოვან არხების Россия 24 და Россия 1 -ის მიერ გაავრცელებულ “მიმოწერას” ტიმოშენკოს ყოფილ ადვოკატ სერგეი ვლასენკოსა და გერმანელ ქირურგ ვიბერს შორის. აღნიშნული მიმოწერა, რომლის ავთენტურობა რუსულ მედიას არ გადაუმოწმებია ამტკიცებდა, თითქოს უკანონო ბიზნესში ტიმოშენკოს ადვოკატის გარდა ასევე ჩართული იყო ბატალიონ “დონბასის” მეთაური სემიონ სემენჩენკო.

https://www.youtube.com/watch?v=DvkCGMA8QC8

ოლგა ვიბერი ქირურგი არ არის და სერგეი ვლასენკოსა და სემიონ სემენჩენკოსთან არავითარი ნაცნობობა აკავშირებს. StopFake ესაუბრა ოლგა ვიბერს, რომელმაც განაცხადა, რომ ის არ არის ექიმი, არ იცნობს პირადად სერგეი ვლასენკოს, სემიონ სემენჩენკოს და მთელი მიმოწერა ყალბია. ინფორმაცია გადაამოწმა ასევე გერმანულენოვანი რადიოსადგურის WDR -ის ჟურნალისტმა ჰორსტ კლოიზერმა, რომელიც დაუკავშირდა არა მხოლოდ ოლგა ვიბერს, არამედ ორგანოების ტრანსპლანტაციის გერმანულ ფონდს, გერმანიის ჯანდაცვის ფედერალურ სამინისტროს და გერმანიის ფედერალურ კრიმინალურ პოლიციას, სადაც განაცხადეს რომ არ არსებობს რაიმე უმცირესი საფუძველი, რაც ამგვარი არალეგალური ბიზნესის არსებობას შესაძლებელს გახდიდა. (გადაცემის აუდიოფაილი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე)

ინფორმაცია საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გავრცელებისთანავე უარყო ბატალიონ “დონბასის” მეთაურმა სემიონ სემენჩენკომ, რომლის განცხადებით გავრცელებული მიმოწერა «Россия 24″-ის ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენდა.

1

ტყუილი 2. მტკიცება იმის შესახებ, თითქოს უკრაინაში ომში დაღუპული ჯარისკაცების ორგანოების ამოკვეთა და გაყიდვა მიმდინარეობს – ტექნიკური და სამედიცინო ფაქტორების გათვალისწინების თვალსაზრისით უსაფუძვლოა.

1. ორგანოთა გვამური ტრანსპლანტაცია მხოლოდ სპეციალური დამხმარე მოწყობილობების მეშვეობითაა შესაძლებელი.

აშშ-ს ჯანმრთელობის, ადამიანური სერვისების, ჯანმრთელობის რესურსებისა და სერვისების ადმინისტრაციის ჯანდაცვის სისტემების ბიუროს მიხედვით, ორგანოთა გვამური ტრანსპლანტაციისთვის აუცილებელია დონორის გარდაცვალების შემდგომ გადასანერგი ორგანოების ჟანგბადით უზრუნველყოფა.

კარდიოლოგიური სიკვდილის შემთხვევაში, გულისცემა შეჩერებულია და ფილტვები წყვეტს სუნთქვას. ამ დროს გარდაცვლილ პაციენტს სჭირდება სპეციალური ვენტილატორის მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს ფილტვებში ჰაერის შედინებას და გადინებას, ასტიმულირებს გულისცემას და შედეგად ჟანგბადი კვლავ მიეწოდება ორგანოებსა და ქსოვილების.

ტვინის სიკვდილის შემთხვევაში, ტვინის ქსოვილი მკვდარია და ფუნქციონირება შეწყვეტილი, თუმცა სპეციალური მექანიკური და ხელოვნური აპარატების მეშვეობით შესაძლებელია გულისცემისა და სუნთქვის შენარჩუნება და ორგანოების სიცოცხლის უზრუნველყოფა. ამგვარი მხარდაჭერა მხოლოდ ჰოსპიტალურ პირობებშია შესაძლებელი, ინტენსიური ზედამხედველობის ქვეშ და არა საომარი მოქმედებების დროს, საველე პირობებში.

2. გადანერგვისათვის ორგანოს ვარგისინობა დროში შეზღუდულია

სიკვდილის შემდგომ შესაძლებელია შემდეგი ორგანოების – გულის, ღვიძლის, ფილტვების, თირკმელების და ასევე სხვადასხვა ქსოვილების გადანერგვა (კანი, ვენები, ძვლოვანი ქსოვილი, მყესები). დონორის გარდაცვალების შემდეგ, ორგანო უნდა ამოიჭრას და მოხდეს მისი შენახვა. გვამური ტრანსპლანტაციისას ორგანო სპეციალურ პირობებში უნდა იქნას შენახული თუმცა აქაც ორგანოს შენახვის დრო საკმაოდ ლიმიტირებულია. დროის მაქსიმალური პერიოდი ამოკვეთასა და გადანერგვას შორის სხვადასხვა ორგანოებისთვის განსხვავებულია:

2

ამოღებული ორგანოების კონსერვაცია განსაკუთრებულ სტერილურ და სპეციალურ პირობებში უნდა მოხდეს.

იმისათვის, რომ მოხდეს გარდაცვლილი დონორის ორგანოს გადანერგვა, რამოდენიმე ფაქტორი უნდა იქნას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული:

  • სისხლის ჯგუფი;
  • სხეულის ზომა;
  • მიმღების მდგომარეობა;
  • დონორის ჰოსპიტალსა და მიმღების ჰოსპიტალს შორის მანძილი;
  • მიმღების ლოდინის დრო.

3.დონორის შერჩევა ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესია

გვამური ტრანსპლანტაციის უპირველეს ყოვლისა, საჭიროა დონორის თავდაპირველი გამოკვლევა, რადგან არასწორად შერჩეული დონორის ორგანოს მიმღები ადამიანის სხეული არ მიიღებს. წინასწარ შერჩეული დონორი არ უნდა იყოს დაავადებული ისეთი დაავადებებით, როგორებიცაა შიდსი, ჰეპატიტი, ტუბერკულოზი, ენდოკრინული დაავადებები. ორგანოს სპონტანური ამოღება გაყიდვის მიზნით აბსურდულია, რადგან გარდაცვლილი ადამიანის ორგანიზმი საფუძვლიანად უნდა იყოს წინასწარ გამოკვლეული. სპონტანური ამოკვეთის შემთხვევაში ის შეიძლება დაავადებული იყოს სხვადასხვა ქრონიკური დაავადებით. გარდა ამისა, ამგვარი დაავადებების არარსებობის პირობებშიც შესაძლებელია მისი ორგანო უბრალოდ შეუთავსებელი იყოს მიმღები ადამიანის ორგანიზმთან.

4. გადასანერგი ორგანოს დაზიანების საფრთხე

იმ შემთხვევაში, თუ სიკვდილი ტრამვის ან დაზიანების შემთხვევაში დადგა, რაც საომარ მოქმედებებში დაღუპულ ჯარისკაცთა უმრავლესობას აღენიშნება, არსებობს ორგანოთა დაზიანების უდიდესი რისკი. იმ შემთხვევაშიც, თუ თავად ორგანო არაა დაზიანებული, დაზიანების შედეგად ორგანიზმში გამოწვეული პრობლემები ორგანოს გადანერგვისათვის უსარგებლოს ხდის.

ქართულ მედიაში ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის შესახებ დეზინფორმაციის წყაროები

გაზეთ “ასავალ-დასავალის” გარდა, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის შესახებ დეზინფორმაციები სხვა ქართულენოვან გამოცემებშიც (საქინფორმი, ambebi.ge, ექსკლუზივნიუსი, მარშალპრესი) პერიოდულად ჩნდება და ის საქართველოს ყოფილ პირველ ლედისთან და ამჟამად ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატთან სანდრა რულოვსთან არის დაკავშირებული. აღნიშნული გამოცემები წყაროდ ხშირად რუსულენოვან პორტალ SLOVO.net.ua-ს უთითებენ.

სწორედ SLOVO.net.ua-ზე დაყრდნობით გაავრცელა სააგენტო ექსკლუზივნიუსმა 2016 წლის 21 აგვისტოს ვიდეოფაბრიკაცია, რომელშიც ინკოგნიტო რესპონდენტი, რომლის იდენტიფიცირება ვიდეოდან შეუძლებელია (იგი ზურგით ზის), უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის სახელით საუბრობდა და ამტკიცებდა, თითქოს რულოვსი უკრაინაში ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის პროცესს აკონტროლებდა.

Mediameter-ის მიერ მასალის გადამოწმების შედეგად, სხვადასხვა ვიდეო კადრების ფაბრიკაციაც გამოიკვეთა.

ვიდეომონტაჟი

ვიდეოში უცნობი პიროვნების გარდა რამოდენიმე ადგილას ჩანს კადრები, რომლებიც ასახავს დაღუპულ ადამიანებს და ასევე ოპერაციებს, ადამიანების ორგანოებს.

მაგ. 7:05 წუთზე, ნაჩვენებია კადრი:

2

იგივე კადრი გვხვდება საინფორმაციო ანალიტიკური პორტალის „ Юго-ВОСТОК”- ის მიერ 2015 წლის 4 ივნისით დათარიღებულ სტატიასა და ვიდეოში. Юго-ВОСТОК”- ის სიუჟეტი ასახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების 4 დაღუპული ჯარისკაცის ეგსჰუმაციას და უკრაინის ტერიტორიაზე გადაგზავნას დნეპროპეტროვსკის მორგში იდენტიფიკაციისთვის.

6:07 წუთზე ვიდეოში ნაჩვენებია კიდევ ერთი კადრი, რაზეც უცნობი პირი აცხადებს, რომ ორგანოები სამოქალაქო პირებისგანაც მოიპოვებოდა, მაგ 12 წლის გოგონა და მისი მამა (ვლადიმერ ლიაშენსკი – როგორც უცნობი პირი აცხადებს მისი დოკუმენტები ნახა).

3

აღნიშნული კადრი, წარმოადგენს ვიდეოს ფრაგმენტს, რომელიც იუთუბზე 2014 წლის 9 აგვისტოს აიტვირთა მომხმარებლის „Диванный партизан”- ის მიერ.

ანალოგიური კადრების შემცველი ვიდეო მოგვიანებით 2015 წლის 5 მაისსაც აიტვირთა საინფორმაციო პორტალ Hunternews – ის მიერ სათაურით : Трупы детей, убитых украинскими карателями Луганск 18+.

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist