“ასავალ-დასავალი” გაუქმებული The Guardian-ის ყალბ ინტერვიუს ციტირებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

81
VIEWS

ყალბ The Guardian-ს, რომელიც 2017 წელს BBC-ის გადამოწმების შედეგად გაუქმდა, 2020 წელს კვლავ “ასავალ-დასავალი” ციტირებს. 20-26 იანვრის ნომერში “ასავალ-დასავალმა” გამოაქვეყნა ინტერვიუ ჟურნალისტ მაყვალა ბერიანიძესთან. ინტერვიუს “ასავალ-დასავალის” სარედაქციო შესავალი ახლავს, რომლის თანახმადაც მაყვალა ბერიანიძემ დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი შეფის ჯონ სკარლეტის “სკანდალური აღიარება” გაასაჯაროვა. თავად მაყვალა ბერიანიძე კი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ჯონ სკარლეტმა ბრიტანულ გამოცემა The Guardian-ს რუსეთის დაშლის სტრატეგიაზე ესაუბრა.

მაყვალა ბერიანიძე: [სკარლეტის ინტერვიუს ტექსტი] “მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიყვანეთ, ვვრაუდობდით, სამ ეტაპად აგვემოქმედებინა რუსეთის დაშლის სტრატეგიული გეგმა. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით, რომელიც გადავდგით, იყო სამხრეთ ოსეთის გარშემო სამხედრო და სადაზვერვო ბაზების შექმნა, ასევე, სამხედრო და უშიშროების ოფიცრების ამოქმედება სამხრეთ ოსეთში. გეგმის მეორე ეტაპი ითვალისწინებდა ჩეჩნეთში, დაღესტანში, ჩრდილოეთ ოსეთსა და ჩერქეზეთში რადიკალი ისლამისტების ხელისუფლებაში მოყვანას… გეგმის მესამე ეტაპის დაწყებას უკრაინაში კერძო სამხედრო კომპანიებისა და სხვა სამხედრო ბაზების დასტაბილურების შემდეგ ვვარაუდობდით. დაგეგმილი გვქონდა, ამერიკისა და ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურების საერთო ძალისხმევით რუსეთსა და უკრაინას შორის ფიქტიური კონფლიქტი გამოგვეწვია, რომელსაც ამერკისა და ბრიტანეთის ჩარევა და შავიზღვისპირეთის მთელ ტერიტორიასა და აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიაზე ნატოს ძალების კონტროლის დამყარება მოჰყვებოდა!”

ინფორმაცია ჯონ სკარლეტის The Guardian-თან ინტერვიუს შესახებ 2017 წელს გავრცელდა, თუმცა ის გამოგონილია. BBC-ს რუსულენოვანმა სამსახურმა რუსეთისა და უკრაინის ინტერნეტსივრცეში გავრცელებული იდენტური ცნობა გადაამოწმა და გაარკვია, რომ მასალა ყალბმა ვებ-გვერდმა გაავრცელა, რომელიც ბრიტანული The Guardian-ის იმიტაციას წარმოადგენდა და რეალური The Guardian-ი არ იყო. ყალბ ინტერვიუს ყალბ The Guardian-ზე დაყრდნობით ამჯერად “ასავალ-დასავალი” ავრცელებს.

რუსულენოვანი BBC-ს  თანახმად, 12 აგვისტოს  ვებ-გვერდმა www.theguardıan.com -მა ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსის ჯონ სკარლეტის გაყალბებული ინტერვიუ გამოქვეყნა.  საგანგებოდ შექმნილი ვებ-გვერდი ბრიტანული The Guardian-ის ვიზუალის იდენტური იყო, ხოლო url ბმული რეალური The Guardian –ის url-სგან მხოლოდ ერთი ლათინური ასო – i – თი განსხვავდებოდა.

"

"
ფოტო: ყალბი ვებ-გვერდის www.theguardıan.com-ის გამოქვეყნებული მასალა, Google-ის არქივი 

2017 წელს ყალბი ინტერვიუ რუსულენოვანმა  Рамблер -მა, ტელეკომპანია Царьград-ТВ-ს ვებ -გვერდმა, ტელეკომპანია Рен-ТВ-მ და რუსულმა მეხუთე არხმა, ასევე ქართულოენოვანმა “საქართველო და მსოფლიომ” და “საქინფორმმა” გაავრცელეს.

ვრცლად, იხილეთ “მითების დეტექტორის” 2017 წლის პუბლიკაცია.

დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist