თავდაცვა/უსაფრთხოება

„ასავალ-დასავალი“ და „უფლებადამცველთა გაერთიანება“ პუტინის “ანიმაციურ” რაკეტას განადიდებენ

9 მარტი, 2018

გაზეთ “ასავალ დასავალის” 5-11 მარტის გამოშვებაში, არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე და ჟურნალისტი გიორგი გიგაური ვლადიმირ პუტინის ყოველწლიურ გამოსვლას განიხილავენ, სადაც ვლადიმირ პუტინმა შეიარაღების მხრივ რუსეთის უახლეს მიღწევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთს ახალი ფრთოსანი რაკეტა აქვს, რომელიც ბირთვული ქობინებითაა აღჭურვილი და მოქმედების შეუზღუდავი რადიუსი აქვს.

ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით „ნატოს ჰეგემონია დაემხო“ და მსოფლიოში პროცესები რუსეთის კარნახით წარიმართება. „ასავალ-დასავალი“-ს ჟურნალისტი კი მიიჩნევს, რომ რუსეთი იმაზე გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ეს საქართველოში ან „თვით ძლევამოსილ ამერიკაში ეგონათ“.

1 მარტს, რუსეთის ფედერალური კრების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს ვლადიმერ პუტინმა რუსული შეიარაღების უახლესი მიღწევების სადემონსტრაციო ანიმაციური ვიდეორგოლებიც წარადგინა. რუსულენოვანი Republic.ru-ს ცნობით, ანიმაციის კადრიები 2007 წელს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე გასული დოკუმენტური ფილმიდანაა სახელწოდებითსატანა“. Newsru.com-ის თანახმად, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „Сармат “-ის ამსახველი იგივე ანიმაცია რუსეთის პირველ არხზე 2011 წელს გაშვებულ მასალაშიც გამოიყენეს.

"

ვლადიმირ პუტინის გამოსვლას და სადემონსტრაციო ვიდეორგოლებს სოციალური ქსელების რუსი მომხმარებლების გამოხმაურება და ირონიული კომენტარები მოჰყვა, რომლებმაც ქართულენოვანი კრემლისტური წყაროებისგან განსხვავებული განწყობები გამოხატეს. მომხმარებლების ნაწილი ვიდეოანიმაციებს აშარჟებდა, ნაწილი კი ვლადიმირ პუტინის გამოსვლას არგენტინაში რუსეთის საელჩოში აღმოჩენილ კოკაინს და სოციალურ პრობლემებს უკავშირებდა.


„ასავალ-დასავალი“ და „უფლებადამცველთა გაერთიანება“

სოციალური ქსელის რუსი მომხმარებლები

იკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: „როგორც პუტინმა აღნიშნა ახალ რაკეტას მოქმედების შეუზღუდავი რადიუსი და არაპროგნოზირებადი ფრენის ტრაექტორია ექნება. მისივე თქმით ეს იარაღი აშშ-ის ქმედებების საპასუხოდ შეიქმნა!.. ნატო-ს ჰეგემონია დაემხო! ჩათვალეთ, რომ ნატო აღარ არის მთავარი სამხედრო ალიანსი და მსოფლიოში პროცესები რუსეთის კარნახით წარიმართება. პირველი მარტის შემდეგ მსოფლიო პოლიტიკა შეიცვალა! ამ პროცესებში ვინ არის საქართველო, რომ რუსეთს რაღაც პრობლემები შეუქმნას?!“

„ძია ვალოდია, როდის დაიწყება მულტფილმები?“

 

„შენი სახე, როდესაც რუსეთის გენშტაბის მეთაური და ერთადერთი ადამიანი ხარ დარბაზში, რომელიც ხვდება რომ ამერიკელებთან გამკლავება მულტფილმების დახმარებით მოგიწევს“


"


გიორგი გიგაური, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი: „პუტინის ეს სენსაციური გამოსვლა საქართველოში, პრაქტიკულად, არ გაშუქებულა. მედასავლეთე ლიბერასტებმა, ნაცებმა და ნაცყოფილებმა თუკი ამოიღეს ხმა, მხოლოდ ქილიკით - აქაოდა, პუტინის სამხედრო თემაზე შექმნილი ზღაპრებისა და მულტფილმებისა რომელ ნორმალურს სჯერა?!.. რუსეთი იმაზე გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ეს არამხოლოდ საქართველოში, არამედ თვით ძლევამოსილ ამერიკაში ეგონათ... ამერიკას, როგორც ჩანს, ერთადერთი გამოსავალი დარჩა, კოსმოსში ავიდეს და იქ აჯობოს რუსეთს.“

„ბირთვული კოკაინი. საგარეო საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს. ზედმეტი მოხმარება  საზიანოა გარშემომყოფების ჯანმრთელობისთვის“

„ეს ალბათ ერთადერთი შემთხვევაა ისტორიაში, როდესაც ნარკოკარტელს ბირთვული იარაღი აქვს“

„ირგვლივ მტრები არიან!
მაგრამ ჩვენ გვაქვს ბირთვული იარაღი და ხორცი. სასიკვდილოდ მზად ვართ“

„ურა ჩვენ ახალი სასიკვდილო იარაღი გვაქვს, ახლა შესაძლებელია სარატოვში ცხოვრების გაუმჯობესების ნაცვლად, მთელი მსოფლიოს სარატოვად გადაქცევა“


"