ასაჩივრებს თუ არა EMC მარნეულში კორონავირუსის გამო ქუჩების კურთხევას?

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

სდდსდსსდსდ
1.2k
VIEWS

24-25 მარტს ფეისბუქის ანტილიბერალურმა გვერდებმა, ასევე “ქართული მარშის” წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თამთა მიქელაძემ  მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მათი მტკიცებით, სარჩელი ეხებოდა მარნეულის ქუჩების წყლით კურთხევას, რაც მართლმადიდებელმა მღვდლებმა მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების და კარანტინის გამოცხადებას გამო ჩაატარეს. აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებენ: ფეისბუქ გვერდი “საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა “ქართული იდეა” და მისი ლიდერი ლევან ჩაჩუა, ანტილიბერალური გვერდი “საქართველო უპირველეს ყოვლისა”,  ასევე “ქართული მარშის” წევრი სანდრო ბრეგაძე, რომლის ვიდეომიმართვა გააზიარეს ფეისბუქ გვერდმა “სტალინი” და ონლაინ გამოცემამ tvalsazrisi.ge. სანდრო ბრეგაძე ასევე ამტკიცებს, რომ სარჩელის შეტანა თამთა მიქელაძეს პარტია “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ დაავალა და ისინი სხვა ლიბერალებთან ერთად ეკლესიას ებრძვიან. 25 მარტს იგივე შინაარსის პოსტები “ქართულ მარშთან” დაკავშირებულმა გვერდებმა კარდჰუმ და ანტიპარადოქსმაც გაავრცელეს.

ანტილიბერალური ჯგუფების ფეისბუკ გვერდების მიერ კოორდინირებულად გავრცელებული ცნობები, თითქოს EMC-ის სარჩელი მარნეულში ქუჩების კურთხევას ეხება, დეზინფორმაციაა. რეალურად EMC-მ სასამართლოს  კარანტინის გამოცხადებამდე და მღვდლების მიერ ქუჩების კურთხევამდე თებერვალში მიმართა. შესაბამისად, 23 მარტს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მარნეულის ქუჩების კურთხევას ორგანიზაცია ვერ გაასაჩივრებდა. სარჩელი კი რეალურად მარნეულის ბიუჯეტის დისკრიმინაციულად გადანაწილების საკითხს ეხება. 

რეალურად რას ეხებოდა სარჩელი და როდის შევიდა სასამართლოში?

თამთა მიქელაძემ “მითების დეტექტორთან” კომენტარში განაცხადა, რომ მათ სარჩელით სასამართლოს თებერვლის დასაწყისში მიმართეს, ხოლო სარჩელი საფუძველი მარნეულის ბიუჯეტის თანხის განაწილების საკითხს ეხებოდა და მას 23 მარტს  მართლმადიდებელი სასულიერო პირების მიერ მარნეულის ქუჩების კურთხევასთან კავშირი ვერ ექნებოდა.

თამთა მიქელაძის განმარტებით, EMC-მ თვენახევრის წინ მარნეულის მერიის ბიუჯეტის ის ნაწილი გაასაჩივრა, რომლითაც უკვე რამდენიმე წელია მილიონახევარი ლარით ადგილობრივი ეპარქია ფინანსდება. სარჩელში სადავო საკითხია საბიუჯეტო რესურსების არასეკულარულად და დისკრიმინაციულად ხარჯვა. EMC თვლის, რომ თვითმმართველობის ბიუჯეტის რესურსები საჯარო და სოციალური მიზნებისთვის უნდა იხარჯებოდეს. მაგალითად, როგორიცაა: განათლება, ღარიბებისთვის, მარტოხელა დედებისთვის და სხვა მხარდამჭერის მიმღებ პირთათვის, რაც ამ მუნიციპალიტეტში უკიდურესად სუსტია.

{“preview_thumbnail”:”/sites/default/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/a9hQ5FDvljE.jpg?itok=Pd4mXO4G”,”video_url”:”https://www.youtube.com/watch?v=a9hQ5FDvljE&feature=youtu.be&fbclid=IwAR3–KTq5S3HPjaOPlRJheVAAIiMURrkqPwRHh7Ff6F1ShRfz2Aaw8Wom_”,”settings”:{“responsive”:1,”width”:”854″,”height”:”480″,”autoplay”:0},”settings_summary”:[“Embedded Video (Responsive).”]}

დეზინფორმაცია სოციალურ ქსელში კოორდინირებულად გავრცელდა, ძირითადად ანტილიბერალური ჯგუფების მხრიდან.

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist