არის თუ არა ნაცისტურ გერმანიაში გაცემული ჯანმრთელობის ცნობა თანამედროვე კოვიდ სერტიფიკატის ანალოგი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

387
VIEWS

2021 წლის 28 ნოემბერს, Facebook მომხმარებელმა, Nino Kuntseva-Gabashvili გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ვაიმარის მესამე რესპუბლიკაში გამოყენებული ე.წ. „ჯანმრთელობის ცნობაა“ [Gesundheitspass] გამოსახული. პოსტის აღწერის თანახმად, მოცემული დოკუმენტი 1930-იან წლებში, ფაშისტურ გერმანიაში გამოიყენებოდა და იგი მუზეუმებში, სკოლებში, სტადიონებზე, რესტორნებში, მაღაზიებში, ტრანსპორტში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში შესასვლელად იყო საჭირო. პოსტის ავტორი იქვე დოკუმენტის თანამედროვე კოვიდ სერტიფიკატებთან მსგავსებას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ ისტორია მეორდება.

2021 წლის 6 დეკემბრის მდგომარეობით, პოსტს 58 რეაქცია და 700-მდე გაზიარება აქვს.

"

მტკიცება, თითქოს ნაციონალ-სოციალიზმის პირობებში გაცემული ჯანმრთელობის ცნობა კოვიდ-19 სერტიფიკატის ანალოგია დეზინფორმაციაა. მესამე რაიხში ჯანმრთელობის ცნობა საყოველთაოდ მოთხოვნადი დოკუმენტი არ ყოფილა და მისი არქონა ადამიანებს შეზღუდვებს არ უწესებდა. ამას მოწმობს თავად დოკუმენტის ბოლოში დატანილი განმარტება, რომლის მიხედვითაც, დოკუმენტის წარდგენა არასამედიცინო დაწესებულებებში საჭირო არ იყო. რაც შეეხება საჯარო დაწესებულებებით სარგებლობას, ამას არა ჯანრთელობის ცნობა, არამედ ე.წ. „წინაპართა ჩანაწერები“ [Ahnennpass] ზღუდავდა, რაც არა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის, არამედ მისი ეთნიკური კუთვნილების გათვალისწინებით გაიცემოდა.  

ნაცისტურ გერმანიაში ისეთი ნაციონალ-სოციალისტური ორგანზიაციები, როგორებიცაა ჰიტლერის ახალგაზრდები [Hitlerjugend (HJ)] და ნაციონალ-სოცილისტური გერმანული მუშათა პარტიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური (NSDAP) ნამდვილად განსცემდა „ე.წ. „ჯანმრთელობს ცნობას,“ თუმცა დოკუმენტი მხოლოდ გამოკვლევების შედეგების აღსარიცხად გამოიყენებოდა. ცნობის წარდგენა არასამედიცინო დაწესებულებებში საჭირო არ იყო.

"

მოცემული ინფორმაცია გერმანულ და ავსტრიულ სოციალურ მედიაშიც ვრცელდებოდა, რასაც იქაურმა გამოცემებმა არაერთი სტატია მიუძღვნეს. მაგალითისათვის, ავსტრიული გამოცემა „Tiroler Tageszeitung“ ინფორმაციის გადასამოწმებლად მესამე რაიხის თემატიკაზე მომუშვე რამდენიმე მკვლევარს დაუკავშირდა.  ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, ჰერვიგ ჩეხის განმარტებით მოცემული დოკუმენტი ნაცისტური რეჟიმის დროს ფართო გამოყენებაში არ ყოფილა და არც მისი არქონა  უწესებდა მოსახლეობას შეზღუდვებს. იგივე დასტურდება გერმანელი ისტორიკოსი მიხაელ ბუდრუსის 2003 წლის ნაშრომში „ტოტალური აღზრდა ტოტალური ომის დროს.“

რაც შეეხება იმ დოკუმენტს, რომელიც ადამიანებს საჯარო დაწესებულებებში შესვლას უკრძალავდა, იგი არა ჯანმრთელობის ცნობას, არამედ ე.წ. „წინაპართა ჩანაწერს“ წარმოადგენდა და წმინდად რასობრივ ხასიათს ატარებდა. კერძოდ, ის ადამიანები რომლებიც ე.წ. არიულ რასას არ განეკუთვნებოდნენ და ებრაელი წინაპრები ჰყავდათ „წინაპართა ჩანაწერს“ (Ancestral records) ვერ იღებდნენ, რის გარეშე კი, უმეტეს საჯარო დაწესებულებაში შესვლა ეზღუდებოდათ. ისინი გარიყულები იყვნენ ქვეყნის სოციალური, პოლიტიკიური, კულტურული და ეკონომიკური ცხოვრებიდან.
"
„წინაპართა ჩანაწერები,“  რომელიც ნაცისტურ გერმანიაში გამოიყენებოდა ებრაელებისათვის შეზღუდვების დასაწესებლად


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist