არის თუ არა მარკ ცუკერბერგი სინამდვილეში იაკობ გრინბერგი და როკფელერის შვილიშვილი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

sdsdd
47.6k
VIEWS

21 მაისს ფეისბუკ გვერდმა Секрет гриффита Griffith’s secret გრიფით საიდუმლო გააზიარა ფოტო, რომლის მიხედვით  ფეისბუკის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი სინამდვილეში იაკობ გრინბერგია და ის დევიდ როკფელერის შვილიშვილია, ფეისბუკი კი CIA-ისთან დაკავშირებულმა ბანკმა დააფინანსა. ფესბუკ გვერდმა ფოტო 5G-ის წინააღდეგ შექმნილი ფეისბუკ ჯგუფიდან S5GG – STOP 5G Global-დან გააზიარა, რომელშიც 9.5 ათასი მომხმარებელია გაწევრიანებული.

'

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მარკ ცუკერბერგი სინამდვილეში იაკობ გრინბერგია და ის  დევიდ როკფელერის შვილიშვილია შეთქმულების თეორიაა. 

არის თუ არა მარკ ცუკერბერგი დევიდ როკფელერის შვილიშვილი?

მარკ ცუკერბერგის  დევიდ რიკფელერთან ნათესაური კავშირი არ დასტურდება.

მარკ ცუკერბერგისა  როკფელერბის ოჯახის კავშირის შესახებ შეთქმულების თეორია 2012 წლიდან ვრცელდება. ფაქტების გადამოწმების ვებ-გვერდის Snopes-ის მიხედვით, ეს თეორია 2012 წლის მაისში გაჩნდა, როდესაც არიზონას შტატში მარიხუანას ფლობის გამო დაკავებული ეჭვმიტანილის, იაკობ გრინბერგის პოლიციის განყოფილებაში გადაღებული ფოტო გამოქვეყნდა. ფოტოზე გამოსახული მამაკაცი ზოგიერთმა მარკ ცუკერბერგს მიამსგავსა.

'
წყარო

თუმცა, დაკავებულ იაკობ გრინბერგსა და მარკ ცუკერბერგს შორის ფიზიკური მსგავსება არც ისე დიდია.

"
წყარო

მარიხუანას მოხმარებისთვის დაკავებული იაკობ გრინბერგისა  და მარკ ცუკერბერგის ფიზიკურმა მსგავსებამ ბევრს მარკ ცუკერბერგის ბაბუა, ასევე, იაკობ გრინბერგი გაახსენა, რომელიც რამდენიმე გავლენიანი ფინანსური კორპორაციის ყოფილ მმართველთან,  მორის გრინბერგთან დააკავშირეს. გავლენიანი მორის გრინბერგის კვალი კი შეთქმულების თეორიებში როკფელერების ოჯახთან მივიდა.

ზოგიერთი წყარო აცხადებს, რომ იაკობ გრინბერგი, მარკ ცუკერბერგის ბაბუა დედის მხრიდან, როკფელერებთან დაკავშირებული   მორის (Maurice)   გრინბერგია, რამდენიმე ფინანსური კორპორაციის ყოფილი მმართველი, რომელიც თითქოს დევიდ როკფელერის ერთ-ერთ ქალიშვილზეა დაქორწინებული. CNN-ის მიხედვით კი გრინბერგი, სინამდვილეში, ქარინ ფილის ( Corinne Phyllis)  ცუკერმანზეა (Zuckerman) დაქორწინებული, რომელსაც როკფელერების ოჯახთან საერთო არ აქვს. მათ 4 შვილი ჰყავთ – ჯეფრი, ევანი, სკოტი და კეტლინიCathleen, თუმცა იაკობი არც ერთ მათგანს ჰქვია.

მარკ ცუკერბერგი 1984 წლის 14 მაისს  დაიბადა ნიუ იორკში, საშუალო ფენის ოჯახში. მის მშობლებს, ედ და დარენ ცუკერბერგებს როკფელერების, ოჯახთან  კავშირი არ აქვს (snopes-ის ინფორმაციით)

იაკობ გრინბერგის შესახებ კი, რომლის ფოტოსაც მარკ ცუკერბერგს ამსგავსებედ,  გავრცელებული ფოტოს გარდა  ინფორმაცია არ არსებობს. თუმცა, ფაქტების გადამამოწმებელები დარწმუნებულები არიან, რომ მას როკფელერების, გრინბერგების და ცუკერბერგების ოჯახთან კავშირი არ აქვს.

შეთქმულების თეორიები ხშირად  მდიდარი და გავლენინი ოჯახების “ფარული” კავშირების შესახებ იქმნება, შესაბამისად, ასეთი ოჯახების წარმომადგენლები სხვადასხვა შეთქმულების თეორიებში აქტიურად ფიგურირებენ . განსაკუთრებით აქტუალურია როტშილდის და როკფელერის გვარები, რომლებსაც ახალი მსოფლიო წესრიგის მმართველებად მოიაზრებენ ხოლმე. ამ ორს შორის უფრო პოპულარულია როკფელერის ოჯახი, რომლის წარმომადგენელი  დევიდ როკფელერი,ყოფილი ბანკირი, 101 წლის ასაკში 2017 წლის 20 მარტს გარდაიცვალა.

წყაროს შესახებ

მარკ ცუკერბერგის შესახებ შეთქმულების თეორიის გამავრცელებელი ფეისბუკ გვერდი  Секрет гриффита Griffith’s secret გრიფით საიდუმლო 2020 წლის 17 აპრილს შეიქმნა. მას 794 გამომწერი ჰყავს (22 მაისის მონაცემებით). ის სხვადასხვა შეთქმულების თეორიებს ავრცელებს 5G ინტერნეტისა და კორონავირუსის, ბილ გეითსისა და კრონონავირუსის  კავშირის,  ასევე, მასონების და კუ-კლუქს-კლანის შესახებ. გამოირჩევა ანტიდასავლური, ჰომობობიური და ანტი-ფემინისტური პოსტებით. ეს გვერდი  რელიგიური შინაარსის მასალასაც აქვეყნებს, მაგალითად, გააზიარა ერთ-ერთი გადაცემა საპატრიარქოს ტელევიზია “ერთულოვნებისგან”. თუმცა, ახლადშექმნილი ფეისბუკ გვერდი ყველაზე მეტად 5G-ის წინააღმდეგ მოძრაობაშია ჩართული. ამ გვერდზე 5G-ის წინააღმდეგ შექმნილი უცხოური  ფეისბუკ ჯგუფებიდან გაზიარებულ ფოტოებს ინგლისურენოვანი ტექტებით ყველაზე ხშირად შევხვდებით ( S5GG – STOP 5G Global, 5G Dangers!, 5G, Microwave, EMF & RF, TOWERS KILL Exposing 5G and GWEN towers., STOP THE ROLL OUT OF 5G WORLDWIDE ✌ ) ასევე,  გვერდი 5G-ის წინააღმდეგ შექმნილი ქართული ფეისბუკ ჯგუფი STOP 5G GEORGIA!!!-ის პოსტებსაც აზიარებს.

თემატიკა: მედია
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist