ანეკდოტური მტკიცებულებები კორონავირუსზე: Sputnik-დან ქლიქბაითებამდე

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

სდდდსდ
1k
VIEWS

კორონავირუსზე ანეკდოტურ მტკიცებულებებს და ცრუ რწმენებს არა მხოლოდ ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებული ქლიქბაით საიტები ავრცელებენ, არამედ პოლიტიკურ დივიდენტებზე ორიენტირებული რუსული სახელისუფლებო მედია. “მითების დეტექტორი” გთავაზობთ კვირის ყველაზე აბსურდულ მითებს, რომლებიც გადამოწმებასაც არ ექვემდებარება.

        1. კორონავირუსი დედამიწაზე კოსმოსიდან მოხვდა

23 მარტის სტატიაში სპუტნიკ-საქართველო გვატყობინებს, რომ კარდიფის უნივერსიტეტის ეგზობიოლოგის ჩანდრა ვიკრამასინგჰის ცნობით, კორონავირუსი დედამიწაზე კოსმოსიდან მოხვდა, როდესაც ჩინეთის თავზე 2019 წლის ოქტომბერში მეტეორი აფეთქდა.

1

        2. კორონავირუსი დაშიფრულია

23 მარტს ე.წ. ქლიქბაიტ საიტებმა itar.ge და wnews.ge გამოაქვეყნეს იდენტური სტატიები, თითქოს კორონავირუსის სახელში არსებობს დაშიფრული კოდი – 666.. სტატიებს თან ერთვის ვიდეო, რომელიც ხსნის, რომ კორონას ლათინური სახელწოდება ანბანის ასობგერების რიგითობის მიხედვით ქმნის რიცხვ 666-ს.

2

3. კორონავირუსი მასონებს უკავშირდება

21 მარტს ფეისბუქ გვერდმა “ექსკლუზივი TV”, რომელიც myvideo-ზე მედიასაშუალებად პოზიციონირებს, გამოაქვეყნა ვიდეო, აღწერით: “საიდან წამოვიდა კორონავირუსი”. ვიდეოში ახსნილია, რომ თუ კორონავირუსის ლათინურ სახელწოდებას უკუღმა წავიკითხავთ, მივიღებთ surivan or oc-ს, რასაც google translate თარგმნის, როგორც “მზის ამოსვლა და თვალი”. ვიდეოში ჩანს, რომ გუგლი სიტყვებს აფიქსირებს ჰინდის ენად, თუმცა ასეთი სიტყვათა შეთანხმება და ამ მნიშვნელობით რეალურად არ არსებობს.

3

კორონავირუსის ამობრუნებულ სახელწოდებაში მასონების კვალს ხედავს რუსი კომედიანტიც, რომელზეც სპუტნიკ-საქართველო, გასულ კვირაში, 19 მარტს წერდა. შესაძლოა, სწორედ ის გახდა ექსკლუზივ tv-ს წყარო.

4

5

4. წინასწარმეტყველებები

გავრცელებულ მითებს შორის პოზიტიური პროგნოზიც შეიძლება მოხვდეს. ამ კვირაში კორონავირუსზე წინასწარმეტყველებას ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი და წინასწარმეტყველი ლელა კაკულია გვთავაზობენ. 24 მარტს ონლაინ გამოცემამ tvalsazrisi.ge გამოაქვეყნა ასტროლოგი ბუტიკაშვილის კომენტარი, სადაც ის აღნიშნავს, რომ კორონავირუსი საქართველოში 15 აპრილის შემდეგ აღარ იქნება.

6

22 მარტს კი “ალიას” ონლაინ გამოცემამ და ქლიქბაიტ საიტმა wnews.ge-მ გამოაქვეყნეს ტელეკომპანია კავკასიის ეთერის არქივის ვიდეო, რომელიც 2013 წელს ლელა კაკულიას დავით აქუბარდიას საავტორო გადაცემაში “სპექტრი” სტუმრობას ასახავს. ვიდეოში ლელა კაკულია აღნიშნავს, რომ იწინასწარმეტყველა ვირუსი, სახელად “კორონა”, რომელიც პლანეტის ნახევარზე მეტ მოსახლეობას გაწყვეტდა. ლელა კაკულიას თქმით, მან წამლის ფორმულაც დაინახა და ჩანაწერი გააკეთა.

wnews.ge ლელა კაკულიას ნათქვამს ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით 6 წლისწინანდელ წინასწარმეტყველებად აფასებს, თუმცა სტატიაში არაფერია ნათქვამი იმასთან დაკავშირებით, რომ კორონას ჯგუფის ვირუსები SARS და MERS 2013 წელს უკვე არსებობდა.

7

8

დარღვევის ტიპი: სატირა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist