ამერიკული ნეო-ნაცისტური ჯგუფი რუსეთიდან იმართება

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

sgr
194
VIEWS

BBC-ს გამოძიების ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ნეო-ნაცისტური ჯგუფის “The Base” დამფუძნებელი ორგანიზაციას რუსეთიდან მართავს. 46 წლის რინალდო ნაზარომ, რომელიც ფსევდონიმებად იყენებს “Norman Spear” და “Roman Wolf”, ნიუ-იორკი 2 წლის წინ დატოვა და საცხოვრებლად სანქტ-პეტერბურგში გადავიდა.

The Base-ს FBI-ს მსხვილი კონტრტერორისტული სამიზნეა, ამ თვეში სხვადასხვა სახის დანაშაულებების გამო, მათ შორის მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით, ორგანიზაციის 7 წევრი დააკავეს.

2019 წლის მარტში ინტერნეტში ატვირთულ ვიდეოში ნაზარო რუსეთში იმყოფება და აცვია მაისური ვლადიმირ პუტინის გამოსახულებითა და წარწერით “რუსეთი, აბსოლუტური ძალაუფლება”.

"

BBC-ს გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ 2018 წლის ივლისში, როდესაც ნეო-ნაცისტური ორგანიზაცია The Base შეიქმნა, ნაზაროს და მისი ცოლს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, სანქტ-პეტერბურგში უძრავი ქონება აქვთ შეძენილი. გამოძიება აჩვენებს, რომ რუსეთში გადასვლამდე ნაზარო მართავდა ნიუ-იორკში რეგისტრირებულ კომპანიას, რომელიც მოხმარებლებს დაზვერვის, კონტრტერორიზმის და ფსიქოლოგიური ოპერაციების სფეროში “უსაფრთხოების პროფესიონალების ქსელზე წვდომას” სთავაზობდა.

გასულ წელს, მოსკოვში ნაზარო რუსეთის მთავრობის უსაფრთხოების გამოფენაზე სტუმართა სიაშიც ირიცხებოდა. ღონისძიება ეხებოდა უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფოს პოლიტიკის მიღწევების წარმოჩენას.

The Base-ს შესახებ

FBI-ს განმარტებით, ნეო-ნაცისტური ორგანიზაცია The Base რასისტული და ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფია, რომელიც ცდილობს დაამხოს აშშ-ს მთავრობა, წამოიწყოს რასობრივი ომი და დააფუძნოს თეთრკანიანების ეთნო-სახელმწიფო.

2018 წელს დაარსებული ნეო-ნაცისტური ჯგუფი წევრებს ინტერნეტში კრებს და მათთან დაშიფრული მესიჯებით კონტაქტობს. ლიდერის, რინალდო ნაზაროს, ვინაობა დიდი ხნის განმავლობაში ცნობილი არ იყო, თუმცა სურათების და ვიდეოების საშუალებით, რომელსაც როგორც აშშ-ში, ისე რუსეთში იღებდა, მისი იდენტიფიცირება მოხდა. ნაზარო სოციალურ ქსელებში ავრცელებდა ბრიტანული ტერორისტული ჯგუფის National Action-ის სურათებსა და ვიდეობს, აქებდა ალ-ქაიდას და თავისი ორგანიზაციისთვის ეძებდა მოხალისეებს, რომლებიც სხვა შესაძლებლობებთან ერთად იარაღის გამოყენების უნარებსაც ფლოდბენ.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist