სხვადასხვა

“Американец - свободен!” - მოსკოვში რუსეთის მოქალაქეები დააკავეს, ხოლო ამერიკის მოქალაქე გაათავისუფლეს

13 ივნისი, 2019

2019 წლის 12 ივნისს მოსკოვში მოსახლეობა და სამოქალაქო საზოგადოება გამომძიებელი ჟურნალისტის ივან გოლუნოვისა და პოლიტიკური პატიმრების მხარდასაჭერ აქციაზე შეიკრიბა.

როსგვარდიის თანამშრომლებმა აქციის 200-ე მეტი მონაწილე დააკავეს, მათ შორის “Meduza”-ს და “Коммерсант”-ის ჟურნალისტები. დაკავებულთა შორის ერთი ამერიკის მოქალაქე აღმოჩნდა, რომელსაც ძალოვანები პოლიციის მანქანაში ჩასმას უპირებდნენ, მაგრამ როგორც კი მისი წარმომავლობა გაიგეს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს.

ვიდეოპორტალ Youtube-სა და Twitter-ზე აქციის მონაწილეთა დაკავების კადრები გავრცელდა.

“ეს ხომ რუსი არ არის! ვინ მოიყვანა ამერიკელი? ამერიკელო - თავისუფალი ხარ!”,- ეუბნება ამერიკის მოქალაქეს პოლიციელი.