პოლიტიკა

ALT-TV-ის რუსული ხაზი: სტუმრები “პუტინის სიიდან” 

19 თებერვალი, 2021

ულტრანაციონალისტური  პლატფორმა ალტ-ინფოს ტელევიზია ALT-TV თავის ეთერში ბოლო დროს კრემლის იდეოლოგიის გამტარ არაერთ აქტორს მასპინძლობს. უფრო მეტიც, მათ სატელევიზიო ინტერვიუებს სოციალურ მედიაში ასპონსორებს კიდეც. 8 იანვარს მაუწყებლობის დაწყებიდან დღემდე ALT-TV-ის ეთერში ცნობილმა რუსმა  ჟურნალისტმა და რუსეთის „მემარცხენე ფრონტის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მაქსიმ შევჩენკომ, ულტრანაციონალისტმა და ევრაზიანისტული მოძრაობის დამფუძნებელმა ალექსანდრ დუგინმა, პოლიტოლოგმა იაკოვ კედმიმ და პუბლიცისტმა ანატოლი ვასერმანმა ისაუბრეს. კედმი, ისევე როგორც დუგინი Free Russia-ს “პუტინის სიაში” ფიგურირებენ.

  • ვინ არიან იაკოვ კედმი და ანატოლი ვასერმანი?

იაკოვ კედმი პოლიტიტოლოგია, რომელიც ფიგურირებს Free Russia-ს მიერ მომზადებული “პუტინის სიაში”, როგორც პირი, რომელიც თანამშრომლობს პუტინის რეჟიმთან და ჩართულია რუსული ტელევიზიების პროპაგანდაში. 2010-იანი წლების დასაწყისიდან კედმი რუსული ტელეარხების, განსაკუთრებით Россия 1-სა და ITON.TV-ის, ხშირი სტუმარი გახდა. იგი განსაკუთრებით ხშირად მონაწილეობს Россия 1-ს პროპაგანდისტულ პოლიტიკულ თოქ-შოუში “ვლადიმიროვ სოლოვევიმის საღამო.”

კედმი რეგულარულად აკრიტიკებს უკრაინას და მუდმივად ანტისემიტიზმსა და ნაციზმთან კოლაბორაციაში სდებს ბრალს.  სატელევიზიო ეთერში თავისი სტუმრობებისას ხაზს უსვამს აშშ-ს სახელმწიფოს,  ამორალურობასაც. კედმი სირიაში რუსეთის ქმედებებს ამართლებს. 2018 წელს კედმი პუტინს აშშ-ის წინააღმდეგ ომის დაწყებისკენ მოუწოდებდა. 

რუსული პროპაგანდისთვის კედმი სანდო წყაროა არა მარტო თავად რუსეთში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა “სპუტნიკი” კედმის ფიგურას სხვადასხვა მოსაზრების ლეგიტიმაციისთვის ბელორუსში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში იყენებს. საინტერესოა, რომ სპუტნიკ ყირგიზეთი და ბელორუსი კედმის იდენტურ განცხადებებს იშველიებენ. განცხადებაში კედმი ბელორუსიისთვის რუსეთთან “დაბრუნების” აუცილებლობასა და გარდაუვალობაზე საუბრობს.

;

იაკოვ კედმი გამოცემა Delfi-ის ლიეტუვურ გამოძიებაშიც ფიგურირებს. გამოცემა ბალტიის ქვეყნებში მცხოვრები რუსულად მოსაუბრე მოსახლეობის საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენისკენ მიმართულ კამპანიას იკვლევდა, შედეგად აღმოჩნდა, რომ კონსპირაციის თეორიების, დეზინფორმაციებისა და მანიპულაციების გამავრცელებელი ჯგუფები რუსეთიდან და ბელორუსიიდან იმართებოდნენ. კრემლის პროპაგანდისტულ კამპანიაში მონაწილე აქტორთაგან ერთ-ერთი იაკოვ კედმი იყო. Delfi-ის მიხედვით, სხვადასხვა სოციალურ ქსელში კედმის ანგარიშების მიერ რუსეთში რეგისტრირებული საიტებიდან პროპაგანდისტული მასალები ზიარდებოდა. მასალები ბალტიის ქვეყნებისთვის რუსეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობას შეეხებოდა. 

კედმი საქართველოში მოქმედი კრემლისტური მედია საშუალებების მნიშვნელოვანი წყაროცაა. ის ხშირად ჩდნდება “საქართველო და მსოფლიოს” გვერდზე და პოპულარაზიაციას უწევს კორონავირუსის რუსულ ვაქცინას ამერიკულის საპირწონედ ("რუსეთში ეს საკითხი არ განიხილება, როგორც გამდიდრების საშუალება. ამერიკის ფარმაცევტიკაში - პირიქითაა"); განადიდებს ავტორიტარულ ქვეყნებს - რუსეთსა და ჩინეთს (“დღეს აშშ იძულებულია, დაეწიოს რუსეთსა და ჩინეთს სტრატეგიული შეიარაღების ძირითად სახეობებში”). რუსულ მედიაში მეორე მსოფლიო ომის შესახებ კედმის მოსაზრებები ხშირად ხვდება. ძირითადად ის მეორე მსფოლიო ომის დროს მოკავშირეების ქმედებებს რუსეთის სიძლიერისადმი შიშს მიაწერს და ფიქრობს, რომ ომის გაკვეთილები ევროპამ ვერასდროს ვერ აითვისა

კედმი 1992-1999 წლებში ხელმღვანელობდა ორგანიზაცია “Nativ-ს”, რომელიც საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ებრაელებს სამშობლოში აბრუნებდა. ხელმძღვანელობის ბოლო წლებში ორგანიზაცია რამდენიმე კორუფციულ სკანდალში გაეხვია, რის გამოც პრემიერ მინისტრმა ნეთანიაჰუმ მას სტატუსი შეუცვალა, კედმი კი გადადგა.

  • ვინ არის ანატოლი ვასერმანი?

ანატოლი ვასერმანი კრემლის პროპაგანდის კიდევ ერთი უცხოელი აქტორია. ის წარმოშობით უკრაინელი პუბლიცისტია, რომელიც უკვე 20 წელია რუსეთში ცხოვრობს და მუშაობს.  2016 წელს ვლადიმერ პუტინის დეკრეტით ვასერმანს რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭა. რუსულ საინფორმაციო სააგენტო Tass-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ბედნიერია მისი ღვაწლის ამგვარი აღიარებით. უკრაინაში ვასერმანს სეპარატიზმში დებენ ბრალს და მის წინააღმდეგ გამოძიებაც მიმდინარეობს. 

ვასერმანი რუსული მედიასაშუალების Ren.tv-ის გადაცემა “Открытым текстом” წამყვანი და სტატიების ავტორია, Ren.tv ვასერმანს “ცნობილ ჟურნალისტად, პოლიტიკურ კონსულტანტად და ინტელექტუალური თამაშების მრავალგზის გამარჯვებულად” წარადგენს. ვისერმანს “Комсомольская правда-ს” თოქ-შოუ “Беседка с Анатолием Вассерманом-ც” მიჰყავდა.

ვისერმანი რუსეთის ფედერალურ საინფორმაციო სააგენტოსთვის (RIA FAN) მიცემულ ინტერვიუში 2019 წელს  საქართველოში მომხდარ კიბერშეტევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ არსებობს მიზეზი, ვიფიქროთ, რომ შეტევა რუსეთისგან იმართებოდა მსოფლიოს გარშემო მრავალი კიბერშეტევა აშშ-ს ჰაკერებსაც უკავშირდებათ. 

აშშ-ს მიერ პანდემიის არაეფექტურად მართვის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში Russia Today ანატოლი ვასერმანს ეყრდნობა. ვასერმანის აზრით, რუსეთისგან განსხვევებით, აშშ-მ სამედიცინო სისტემის პრივატიზების გამო კრიზის ეფექტური მართვა ვერ შეძლო.

კედმის მსგავსად, ვასერმანი სხვადასხვა ქვეყნის სპუტნიკისთვის მნიშვნელოვანი რესპოდენტია. მის მოსაზრებებს ყაზახეთის, ბელორუსიის, სომხეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის სპუტნიკების გარდა, სპუტნიკ-აფხაზეთიც იყენებს. აფხაზეთის სპუტნიკისთვის განსაკუთრებით საინტერესო ვისერმანის ის მოსაზრება აღმოჩნდა, რომლის მიხედვითაც, აშშ-ს დასუსტება სხვა ქვეყნების დამოუკიდებლობის გაძლიერებას მოიტანს შედეგად. 

;

ანატოლი ვასერმანი ეწინააღმდეგება უკრაინის დამოუკიდებლობასაც, მისი განმარტებით, ის რუსეთის სახელმწიფოს ნაწილია:

ანატოლი ვასერმანი: “მე ვეწინააღმდეგები უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტს და არ ვფიქრობ, რომ რუსეთის ეს ნაწილი ქვეყნის სხვა ნაწილებისგან გამოყოფილი უნდა იყოს.” 

ვისერმანს ეკუთვნის “წიგნი-მანიფესტი” სახელწოდებით “უკრაინა და დანარჩენი რუსეთი,” სადაც მსჯელობა უკრაინის რუსეთთან შეერთების გარდაუვლობას ეხება.

;

  • ALT-TV ფეისბუქზზე კრემლის აქტორების ინტერვიუების გავრცელებას აფინანსებს

ტელეარხ ALT-TV-ის ამავე სახელწოდების ფეისბუქ გვერდი ანატოლი ვასერმანთან, იაკოვ კედმისთან და ალექსანდ დუგინთან ინტერვიუებს სოციალურ ქსელში დაფინანსებით ავრცელებს. Facebook-ის რეკლამების ბიბლიოთეკაში ვხედავთ, რომ 100$-ზე ნაკლები თანხით ALT-TV-ის გვერდზე კედმისთან, დუგინთან და ვასერმანთან ინტერვიუებია დაფინანსებული.

;

;

 

იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები ALT-TV-ის  კრემლთან აფილირებული სხვა  სტუმრის ალექსანდ დუგინის შესახებ:

“მითების დეტექტორის” მიერ კედმისთან დაკავშირებული სხვადასხვა დროს გადამოწმებული მანიპულაციები:


მოამზადა მარიამ დანგაძემ

პროფილები: