ალტ-ინფოს ცენზურის შედეგად რუსეთის ყალბი ინფორმაციის საფრთხე მასალიდან გაქრა

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

ყუფლკ
306
VIEWS

2018 წლის 7 იანვარს ულტრა-ნაციონალისტურმა ვებ-გვერდმა “ალტ-ინფო” გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც შვედეთის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანდრეს თორნბერგის სიტყვებია მოყვანილი, სადაც ის შვედეთში ექსტრემისტებისგან მომდინარე საფრთხეზე საუბრობს.  ქართული გამოცემა, რომლის პირველწყარო ანტი-მიგრაციული სარედაქციო პოლიტიკის მქონე Breitbart-ია, ხოლო Breitbart-ის – BBC, ინტერვიუს ამ ფრაგმენტს კონტექსტიდან ამოგლეჯილად აქვეყნებს და საერთოდ არ საუბრობს რუსეთიდან მომავალ ყალბი ინფორმაციის საფრთხეებზე, რომელიც ბრიტანული BBC-ის მასალის მთავარი თემაა.

შვედეთის უსაფრთხოების სამსახურის დირექტორთან ინტერვიუ BBC-მ 2018 წლის 4 იანვარს გამოაქვეყნა, სათაურით “შვედეთის უსაფრთხოების ხელმძღვანელის გაფრთხილება ყალბი ამბების შესახებ” (Swedish security chief warning on fake news), რომელშიც თორნბერგი შვედეთის არჩევნების წინ ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრობს.

“მითების დეტექტორი” გთავაზობთ BBC-ის ინტერვიუს ავთენტური სახით და ალტ-ინფოს ვერსიას, რომელშიც ცენზურის შედეგად რუსეთიდან მომავალი საფრთხეები აღარ ფიგურირებს.

"

დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, შვედეთი
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist