ალტ-ინფოს მანიპულაცია, თითქოს ფეისბუქმა მემარჯვენე რადიკალური დაჯგუფება Generation Identity უმიზეზოდ დაბლოკა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

54
VIEWS

30 ივნისს, ულტრამემარჯვენე პორტალმა  „ალტ-ინფო“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სათაურით „ფეისბუქმა ანტი-საიმიგრაციო ევროპული მოძრაობა Generation Identity-ის ყველა განყოფილების გვერდები დაბლოკა.” მასალაში ნათქვამია, რომ ფეისბუქის ადმინისტრაციამ ბრიტანეთში, ავსტრიაში, იტალიაში, გერმანიაში, დანიაში, უნგრეთში და საფრანგეთში ანტი-საიმიგრაციო ევროპული მოძრაობა Generation Identity-ის გვერდები დაბლოკა, თუმცა მიზეზების არ განუმარტავთ.

"
„ალტ-ინფოს“ მკითხველი შეცდომაში შეჰყავს. ფეისბუქის ადმინისტრაციის განმარტებით, Generation Identity-ის გვერდების დაბლოკვის მიზეზი ფეისბუქის ოფიციალური პოლიტიკაა, რომელიც სოციალურ ქსელში ექსტრემისტულ და სიძულვილის ენის შემცველ შინაარსს ზღუდავს. Generation Identity რადიკალური ულტრამემარჯვენე დაჯგუფებაა, რომლის 17 წევრს ავსტრიული პოლიციის მიერ ძალადობაში, სიძულვილის გაღვივებასა და სხვისი საკუთრებისთვის ზიანის მიყენებაში ედებოდა ბრალი.

“ალტ-ინფო”-ს მასალის პირველწყარო, ულტრამემარჯვენე საინფორმაციო პორტალი Breitbart.com-ის მიერ 24 ივნისს გამოქვეყნებული სტატიაა, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ გასული რამოდენიმე კვირის განმავლობაში, სოციალურ ქსელ Facebook-ის ადმინისტრაციამ მიზეზის მცირე ახნსნით ან საერთოდ აუხსნელად მოძრაობა Generation Identity-ს გვერდები სამუდამოდ გააუქმა. სტატიაში მოყვანილია Generation Identity ის ფრანგული და ბრიტანული განშტოებების მიერ გამოთქმული კრიტიკა, ხოლო Facebook ცენზურაშია დადანაშაულებული.

ბრიტანულ პორტალ inews.com-ის ინფორმაციით, Facebook-ის ადმინისტრაციამ მოძრაობის კუთვნილი გვერდები Facebook-ის პოლიტიკაზე დაყრდნობით წაშალა, რომელიც ეწინააღმდეგება სოციალურ ქსელში იმგვარი ინდივიდებისა და ორგანიზაციების აქტივობებს, რომლებიც ჩართული არიან შემდეგი სახის აქტივობებში:

  • ტერორისტული საქმიანობა;
  • ორგანიზებული სიძულვილი;
  • მასობრივი ან სერიული მკვლელობა;
  • ადამიანით ვაჭრობა;
  • ორგანიზებული ძალადობა ან დანაშაულებრივი საქმიანობა.

ფეისბუქი შლის იმ შინაარსის მასალას, რომელიც გამოხატავს მხარდაჭერას ამგვარ საქმიანობაში ჩართული ჯგუფების, ლიდერებისა ან პირებისთვის.

"

რას საქმიანობს Generation Identity?

ევროპული იდენტარიანული Generation Identity – საფრანგეთში დაარსდა , ხოლო მოგვიანებით ევროპასა და ჩრდილოეთ-ამერიკაში გავრცელდა.

(იხ. Storymap)

მოძრაობა უცხოელი მიგრანტებისა და ლტოლვილების წინააღმდეგ მოქმედებს, აღვივებს ანტი-მუსლიმურ განწყობებს და სხვადასხვა ქვეყნებში პროვოკაციული ღონისძიებების ორგანიზებითაა ცნობილი. მისი ავსტრიული განშტოება, ყველაზე მრავალრიცხოვანი  დაჯგუფებაა, რომლის 17 წევრი 2017 წლის მაისში ავსტრიის პოლიციამ დააკავა. დაკავებულთა მიმართ წაყენებული ბრალდებები მოიცავდა სიძულვილის ენას, დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნას, ძალადობას და სხვისი საკუთრებისთვის ზიანის მიყენებას.

2017  წელს ორგანიზაციის ლიდერებმა წამოიწყეს კამპანია „დაიცავი ევროპა“ (Defend Europe), რომელიც ხმელთაშუა ზღვის გადმოკვეთის დროს ლტოლვილების გადარჩენაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელისშეშლას ისახავდა მიზნად. ჯგუფის წევრებმა არასამთავრობოების გემების დაბლოკვის  მიზნით საკუთარი გემი დაიქირავეს. გემის დაქირავებას მიესალმა დევიდ დუკი, კუ-კლუქს კლანის ყოფილი წევრი აშშ-ში, რომელმაც Twitter-ზე საკუთარ 40000- მდე გამომწერს ინიციატივის დაფინანსებისკენ მოუწოდა. საბოლოოდ, გემმა საკუთარი მისიის შესრულება ვერ შეძლო, რადგან ის ჩრდილოეთ კვიპროსში სამართალდამცავებმა თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. The Guardian-ის წყაროს ცნობით, ბორტზე 21 შრი-ლანკელი ლტოლვილი იმყოფებოდა ყალბი დოკუმენტებით, რომლებსაც იტალიაში გადაყვანას პირდებოდნენ.

2017 წლის მარტში, გერმანიის უსაფრთხოების უწყების ხელმძღვანელმა ჰანს-გეორგ მაასენმა განაცხადა, რომ დაჯგუფების გერმანული განშტოების წევრები უსაფრთხოების უწყების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ხოლო მოძრაობა სულ უფრო მეტად რადიკალური გახდა.

2016 წლის აპრილში მოძრაობის ავსტრიული ფრთის წევრები ვენაში, ლტოლვილების მიერ შესრულებული სპექტაკლის მიმდინარეობის დროს სცენაზე აიჭრნენ, დაასხეს ყალბი სისხლი და დაყარეს ფლაერები წარწერით “მულტიკულტურალიზმი კლავს”.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: მედია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist