ალტ-ინფოს მანიპულაცია რელიგიური და სექსუალური იდენტობებით

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

227
VIEWS

2018 წლის 30 აგვისტოს ულტრამემარჯვენე პორტალმა „ალტ-ინფო“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სათაურით “აშშ-ის ქალაქ ბოსტონის ხელისუფლება უარს აცხადებს მერიის შენობაზე ქრისტიანული დროშის აღმართვაზე მაშინ, როცა იქ ლგბტ დროშის აღმართვა მიღებული პრაქტიკაა”. მასალაში აღნიშნულია, რომ საქველმოქმედო ორგანიზაცია Camp Constitution-ის დირექტორმა, ჰაროლდ შარტლიფმა, ქალაქის მერიის შენობაზე ჯვრის გამოსახულებიანი ქრისტიანული დროშის აღმართვაზე უარი მიიღო, რადგან ქალაქის ხელისუფლება თავს იკავებს არასეკულარული დროშების აღმართვისგან. ალტ-ინფო მერიის შენობაზე ქრისტიანული დროშის აღმართვას ლგბტ დროშის აღმართვას ადარებს. გამოქვეყნებულ მასალაში ხაზგასმულია, რომ ლგბტ დროშის აღმართვა ბოსტონის მერიის შენობაზე მიღებული პრაქტიკაა.

ალტ-ინფოს მიერ გამოქვეყნებული სტატია სპეკულაციაა, რადგან ლგბტ დროშის აღმართვა ადამიანის უფლებების დაცვის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობაა, ჯვრის გამოსახულებიანი ქრისტიანული დროშის აღმართვა ადმინისტრაციულ შენობაზე კი არღვევს სეკულარიზმის პრინციპს. ამერიკის კონსტიტუცია ემყარება თანასწორობისა და სეკულარიზმის პრინციპებს, რაც ყველა რელიგიური აღმსარებლობის თანასწორობასა და რელიგიისა და სახელმწიფოს ერთმანეთისაგან გამიჯვნას გულისხმობს. სტატიაში წარმოდგენილი ორი მოვლენა სრულიად განსხვავებული შინაარსისაა და მათი  შედარება რელიგიური გრძნობებით მანიპულირებას ისახავს მიზნად.

მერიის შენობაზე ლგბტ დროშის აღმართვა თანასწორობის იდეის მხარდაჭერაა და არა რომელიმე ჯგუფისათვის უპირატესობის მინიჭება, რასაც მოწმობს 2016 წელს ბოსტონის მერის გაცხადება სოციალურ ქსელში. ბოსტონის მერი მარტი უოლში (Marty Walsh) აღნიშნავს: “მე ვარ ამაყი, რომ აღვმართო ლგბტ დროშა ბოსტონის მერიის შენობაზე, პირველად მასაჩუსეტსის ისტორიაში – ნიშნად იმისა, რომ ჩვენთვის ყველა ადამიანი მისაღებია”.

[

აღსანიშნავია, რომ ბოსტონში, ისევე როგორც აშშ-ს სხვა ქალაქებში ტარდება ლგბტ პრაიდი, რაც  ლგბტ პირების მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღდმეგ მშვიდობიან მსვლელობას წარმოადგენს. ბოსტონის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ლგბტ დროშა ბოსტონის მერიის შენობაზე პრაიდის ფარგლებში აღმიმართა .

[

აშშ სეკულარულ სახელმწიფოს წარმოადგენს, სადაც სახელმწიფოს მხრიდან რომელიმე რელიგიური აღმსარებლობისათვის პრივილეგიის მინიჭება მიუღებელია და სახელმწიფო სრულიად გამიჯნულია რელიგიისგან. შესაბამისად, მერიის შენობაზე ქრისტიანული დროშის აღმართვა აშშ-ს კონსტიტუციური და სახელმწიფოებრივი პრინციპებს ეწინააღდეგება.

ალტ-ინფოს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ქრისტიანული დროშისა და ლგბტ უფლებების დაცვის ფარგლებში ლგბტ დროშის აღმართვის შედარება, რომელიც თანასწორობის პრინციპს განამტკიცებს,  რელიგური გრძნობებით მანიპულაციის მცდელობასა და რელიგური და სექსუალური იდენტობებით სპეკულაციას წარმოადგენს.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist