ალტ-ინფოს და Breitbart-ის მანიპულაცია პოლონელი კათოლიკეების მსვლელობაზე

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

312
VIEWS

9 ოქტომბერს, პორტალმა ,,ალტ-ინფომ“  გამოაქვეყნა მასალა, სათაურით ,,ათასობით პოლონელმა ქრისტიანმა ქვეყნის საზღვარზე ცოცხალი ჯაჭვი შეკრა და ევროპის ისლამიზაციის წინააღმდეგ ილოცა“.  მასალაში აღნიშნულია, თითქოს 7 ოქტომბერს პოლონეთის საზღვარზე ათასობით პოლონელი ევროპის ქრისტიანული სამეფოების კოალიციის მიერ ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ ლეპანტოს ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად შეიკრიბა და ევროპის ისლამიზაციის წინააღმდეგ ილოცა. “ალტ-ინფოს“ მასალის პირველწყაროდ ულტრამემარჯვენე საინფორმაციო პორტალ Breitbart.com – ის სტატია აქვს გამოყენებული, სათაურითსურათები: ათასობით პოლონელი საზღვარზე ევროპის ისლამიზაციის წინააღმდეგ ლოცულობს”.

რეალური ფაქტი:  7 ოქტომბერს პოლონელმა კათოლიკეებმა ქვეყნის საზღვართან მსვლელობა მოაწყვეს და პოლონეთისა და მსოფლიოს ხსნისთვის ილოცეს. ფართომასშტაბიანი ღონისძიება დილის მესით დაიწყო და დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა. ადგილზე იმყოფებოდნენ სასულიერო პირებიც, რომლებიც საყოველთაო ლოცვასა და წირვას უძღვებოდნენ. ღონისძიებამ სხვადასხვა ინტერპრეტაციები გამოიწვია და საზოგადოების ნაწილმა მსვლელობა ისლამის და მიგრანტების წინააღმეგ მიმართულ აქციად მიიჩნია. თუმცა, ორგანიზატორების თქმით, შეკრება მიზნად პოლონეთისა და მსოფლიოს მშვიდობისთვის ლოცვას ისახავდა და რომელიმე კონკრეტული ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული არ ყოფილა. მსვლელობის ადგილად პოლონეთის საზღვარის არჩევა კი სიმბოლურად გამოხატავდა პოლონელ კათოლიკეთა სურვილს, მსოფლიო საზღვრებიც მლოცველებით იყოს გარშემორტყმული.

მანიპულაცია

,,ალტ-ინფოსა“ და Breitbart -ის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში:

  • გამოტოვებულია ღონისძიების ორგანიზატორების პოზიცია, რომლის თანახმადაც, მსვლელობა მიზნად არ ისახავდა ვინმეს ან რამეს წინააღმდეგ გალაშქრებას.
  • Breitbart-ის შემთხვევაში წარმოდგენილია აქციის მონაწილეთა მხოლოდ იმ ნაწილის მოსაზრებები, რომლებიც ისლამისგან მომდინარე საფრთხეზე საუბრობენ, ,,ალტ-ინფოს’’ მასალაში საერთოდ არაა ნაჩვენები აქციის მონაწილეთა განსხვავებული დამოკიდებულებები.

Breitbart -ის მასალას  Associated Press-ის ფოტოები აქვს დართული და გამოტანილია ღონისძიების იმ მონაწილეთა კომენტარები, რომლებიც ისლამისა და ტერორიზმის ერთმანეთთან დაკავშირებას ახდენენ.

"

მონაწილეთა კომენტარები მსვლელობის შესახებ Associated Press-ის და  BBC-ს მიერ მომზადებულ მასალებსაც აქვთ დართული, თუმცა მედია საშუალებები ღონისძიების მონაწილეთა მრავალფეროვან და განსხვავებულ მოტივებს ასახავენ და მხოლოდ ერთი მხარის პოზიცია არაა ნაჩვენები:  ღონისძიების მონაწილეთა ნაწილისთვის ეს მშვიდობისთვის ლოცვა ან რწმენის გამოხატულებაა, ზოგიერთისთვის კი ისლამისგან მომდინარე საფრთხე. ამასთან, ორგანიზატორების პოზიცია მსვლელობის მოტივების შესახებ ორივე მასალაშია ასახული.
"

ლეპანტოს ბრძოლის შესახებ: კვიპროსის ომის (1570-1573 წწ.) უკანასკნელი დიდი ბრძოლა ოსმალეთსა და საღვთო ლიგის  (ვენეცია, ესპანეთი, რომის პაპი, მალტა და იტალიის სახელმწიფოები ესპანეთი, რომის პაპი, მალტა და იტალიის სახელმწიფოები) : ნიჩბიან ფლოტებს შორის. ის 1571 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა.

ალტ-ინფოს და Breitbart.com -ის შესახებ. alt-info.com წარმოადგენს ვებ-გვერდს, რომელიც ძირითადად  ანტილიბერალური და ჰომოფობიური კონტექსტის შემცველ  მანიპულაციურ მასალებს ავრცელებს. გვერდის ფეისბუქ გვერდზე კატეგორიაში “ჩვენს შესახებ” მითითებულია, რომ ალტ-ინფო საინფორმაციო საიტია. Breitbart News ულტრა-მემარჯვენე საინფორმაციო სააგენტოა, რომელიც კონსერვატორი კომენტატორის ენდრიუ ბრაიტბარტის მიერ 2007 წელს დაარსდა. სააგენტო ხშირად აქვეყნებს დეზინფორმაციას, კონსპირაციულ თეორიებზე  აგებულ პუბლიკაციებსა და მანიპულაციურ ახალ ამბებს.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist