ალტ-ინფო  Google-ის დეზინფორმაციასთან ბროლის ინიციატივას მანიპულაციურად აშუქებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1280px-The_Daily_Caller_Logo
163
VIEWS

2018 წლის 6 დეკემბერს ინტერნეტ-გამოცემა ალტ-ინფომ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “Google-ის შიდა დოკუმენტების თანახმად, Google-ის თანამშრომლები მსჯელობდნენ, როგორ შეემცირებინათ საძიებო სისტემაში კონსერვატიული მედიების ხილვადობა”. ალტ-ინფო ამერიკულ ვებ-გვერდ the Daily Caller-ზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ კონსერვატიული მედიის წინააღმდეგ მიმართული ეს ქმედება აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მიზნით იგეგმებოდა.

ალტ-ინფოს მიერ გამოქვენებული სტატია მანიპულაციურია, ვინაიდან კომპანია Google-ის ინიციატივა დეზინფორმაციასთან ბრძოლისკენაა მიმართული და არა კონკრეტული გამოცემების წინააღმდეგ.

2018 წლის მარტში Google-მა განაცხადა, რომ  ჟურნალიზმის მხარდაჭერას იწყებს, რისთვისაც ქმნის ინიციატივას სახელად Google News Initiative. ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.  კომპანია სისტემის განახლებაზე მუშაობს, რომელიც მანიპულირებული ინფორმაციის ამოცნობას შეძლებს და მომხმარებლებს გადამოწმებულ შედეგებს მიაწვდის.

Google მსგავს პროექტს უკვე ახორციელებს ევროპაში, რისთვისაც 2017 წელს ფონდი ციფრული ინფორმაციის ინიციატივა (Digital News Initiative – DGI)  შექმნა. ფონდის 2018 წლის ანგარიშში მითითებულია, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი დეზინფორმაციასთან ბრძოლაა. ამისთვის ფონდმა 2018 წელს  5.1 მილიონი ევრო გამოყო. (tallahasseetimes.com)

"

შესაბამისად, ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს კომპანია Google საძიებო სისტემაში კონსერვატიული მედიის ხილვადობის შემცირებაზე მსჯელობს, მანიპულაციურია.

ინფორმაციის წყაროს შესახებ

ალტ-ინფო ინფორმაციას ამერიკულ ვებ-გვერდ the Daily Caller-ზე დაყრდნობით ავრცელებს. მსოფლიო მედიაში მას კონსერვატიულ გამოცემად ახასიათებენ, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს აშშ-ს რესპუბლიკურ პარტიასთან.

გამოცემის დაარსებიდან დღემდე ის ამერიკული მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა, მათ შორის, ყალბი ინფორმაციის გავრცელებისათვის.  მაგალითად, 2013 წელს, აშშ-ს სენატის არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე, გამოცემამ ორი ქალბატონის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც ისინი ამტიცებდნენ, თითქოს, დემოკრატიული პარტიის სენატორმა ბობ მენენდესმა მათ სექსუალური კავშირისთვის ფული გადაუხადა.  იმავდრიულად, ისეთმა ცნობილმა გამოცემებმა, როგორებიცაა New York Times და New York Post უარი თქვეს ხსენებულ ქალბატონებთან ჩაწერილი ინტერვიუს გამოქვეყნებაზე, რადგან მათი გაცხადებები არასანდოდ მიიჩნიეს. მოგვიანებით ერთ-ერთმა ქალბატონმა საჯაროდ განაცხადა, რომ მას სენატორ მენენდესზე ტყუილის თქმის სანაცვლოდ თანხა გადაუხადეს და სინამდვილეში მას არასოდეს შეხვედრია.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist