ალტ-ინფო და Jihad Watch შვედეთის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სიტყვებს აყალბებენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

download (3)
247
VIEWS

25 თებერვალს, ულტრა-ნაციონალისტურმა გვერდმა “ალტ-ინფომ” მასალა, სათაურით “შვედეთის უსაფრთხოების სამსახური: სულ რამდენიმე წელიწადში ქვეყანაში ჯიჰადისტი ისლამისტების რაოდენობა რამდენიმე ასეულიდან ათასებამდე გაიზარდა” გამოაქვეყნა. მასალაში ნათქვამია, რომ შვედეთის უსაფრთხოების სამსახურის მონაცემების თანახმად, სულ რამდენიმე წელიწადში ქვეყანაში ჯიჰადისტი ისლამისტების რაოდენობა რამდენიმე ასეულიდან ათასებამდე გაიზარდა და დღესდღეობით შვედეთში თავდასხმების მოწყობის ყველაზე დიდი საფრთხე ძალადობრივი ისლამისტური ჯგუფებისგან მომდინარეობს.

“ალტ-ინფოს” ინფორმაციის წყაროდ ისლამოფობიური ბლოგი  Jihad Watch აქვს მითითებული.  Jihad Watch-ის 18 თებერვლის მასალაში, რომელსაც ალტ-ინფოს იდენტური სათაური (“შვედეთის უსაფრთხოების სამსახური: სულ რამდენიმე წელიწადში ქვეყანაში ჯიჰადისტი ისლამისტების რაოდენობა რამდენიმე ასეულიდან ათასებამდე გაიზარდა”) აქვს, ნათქვამია, რომ ექსტრემიზმის ზრდის მიზეზი შვედეთში მთავრობის იმიგრაციული პოლიტიკაა, რომელიც შვედი მოქალაქეების უსაფრთხოების ხარჯზე ხორციელდება და მისი შეცვლა არ იგეგმება, რადგან ეს ეს „ისლამოფობიურად“ იჩაითვლება. Jihad Watch ინფორმაციის წყაროდ შვედეთის უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის წლის წიგნს  (Yearbook) უთითებს, რომელშიც შვედეთის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებზე საუბრობს.

"

ალტ-ინფოს  და Jihad Watch-ის მასალების სათაურები მანიპულაციურია და მკითხველი შეცდომაში შეჰყავს. ანდერს თორნბერგს არ უთქვამს, რომ ქვეყანაში “ჯიჰადისტი ისლამისტების” რაოდენობა რამოდენიმე ასეულიდან ათასებამდე გაიზარდა. დოკუმენტში ის ძალადობრივი ექსტრემიზმის ზრდაზე საუბრობს, რომელშიც როგორც ძალადობის ხელშემწყობი ისლამისტები, ასევე ულტრამემარჯვენე წრეების ძალადობრივი აქტივობები იგულისხმება. ამასთან ტერმინი “ჯიჰადისტი ისლამისტი” არც ანდერს თორნბერგის კომენტარში და არც უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ  პრესრელიზში არაა ნახსენები.

რეალური ფაქტები

შვედეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ 22 თებერვალს გამოცემულ 2017 წლის წლის  წიგნში მოყვანილია შვედეთის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანდერს თორნბერგის კომენტარი, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ  შვედეთში ექსტრემისტული  გარემო მზარდია, რაც შეშფოთების საგანია.  შვედეთის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ამ მხრივ მთავარ პრობლემად ძალადობის ხელშემწყობ ისლამისტების საფრთხეს  ასახელებს, თუმცა ამასთანავე ყურადღებას ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის მზარდ საფრთხეზეც ამახვილებს, რომლებიც მძიმე კრიმინალურ აქტივობებთანაც არიან დაკავშირებული. აღნიშნული გარემოება როგორც “ალტ ინფოს”, ასევე Jihad Watch-ის პუბლიკაციებში საერთოდ უგულვებელყოფილია და მხოლოდ რადიკალ ისლამისტებზე კეთდება აქცენტი.

ანდერს თორნბერგის სიტყვები შვედეთის უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის წლის წიგნიდან ალტ ინფოს და Jihad Watch-ის  ვერსია
“სულ რამოდენიმე წელიწადში  ინდივიდების რიცხვი, რომლებიც ძალადობრივ ექსტრემისტულ წრეებს მიეკუთვნებიან, ასეულებიდან ათასეულებამდე გაიზარდა. დღესდღეობით, მთავარი საფრთხე ძალადობის ხელშემწყობი ისლამისტებისგან მომდინარეობს. თუმცა, გასულ წლებში ჩვენ ულტრამემარჯვენე აქტივობებში ჩართულობის  მნიშვნელოვანი ზრდა შევნიშნეთ. ზოგიერთი ინდივიდი ამ წრიდან მძიმე კრიმინალურ აქტივობებშიც არის ჩართული.” შვედეთის უსაფრთხოების სამსახურის მონაცემების თანახმად, სულ რამდენიმე წელიწადში ქვეყანაში ჯიჰადისტი ისლამისტების რაოდენობა რამდენიმე ასეულიდან ათასებამდე გაიზარდა და დღესდღეობით შვედეთში თავდასხმების მოწყობის ყველაზე დიდი საფრთხე ძალადობრივი ისლამისტური ჯგუფებისგან მოდის.

ალტ-ინფოს მიერ, შვედეთში ექსტრემიზმის მხრივ არსებული ვითარების შესახებ მკითხველისთვის ინფორმაციის შერჩევითი მიწოდება პირველი შემთხვევა არაა. 2018 წლის 7 იანვარს, ალტ-ინფომ ანდერს თორნბერგის სიტყვები კონტექსტიდან ამოგლეჯილად გამოაქვეყნა და რუსეთიდან მომავალი ყალბი ინფორმაციის საფრთხეები, რაზეც შვედეთის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ბრიტანულ BBC-სთან ვრცლად ისაუბრა, გამოტოვა.

პროპაგანდის მეთოდი

ე.წ “კარტების დაწყობა” –  ინფორმაცია ნაწილობრივ მართალია, თუმცა ხდება ფაქტების შერჩევითი მიწოდება. კრემლისტური პროპაგანდა აღნიშნულ ტექნიკას ყალბი ნარატივების ჭეშმარიტებაში აუდიტორიის დარწმუნებისთვის იყენებს.

 

თემატიკა: მიგრაცია
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: შვედეთი
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist