სხვადასხვა

ალიგატორის გაუპატიურების ამბავი - სერია მეორე

25 ივლისი, 2018

2018 წლის 20-22 ივლისს ქართულენოვანმა ონლაინ სააგენტოებმა pia.ge , break.ge , dainteresdit.ge და siaxle.ru  გაავრცელეს მასალა სათაურით “ფლორიდაში დააკავეს 57 წლის შონ კოლინსი, რომელიც ნიანგებს აძინებდა, ხოლო შემდეგ აუპატიურებდა“. ინტერმედიამ კი იმავე შინაარსის მასალა, სათაურით “ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდის შტატში დააკავეს ზოოფილი, რომელიც ტრანკვილიზატორებით აძინებდა და მერე აუპატიურებდა ნიანგებს”  გაოაქვეყნა. პუბლიკაციებში ნათქვამია, რომ 57 წლის ფლორიდელი შონ კოლინსი ნიანგებს ტრანკვილიზატორით აძინებდა და შემდეგ მათთან სექსუალური აქტს ამყარებდა. მასალებში ასევე გამოყენებულია მამაკაცის ფოტო, რომელიც აღნიშნული მედიების მტკიცებით, სწორედ შონ კოლინსია. ინფორმაციის წყაროდ მითითებულია ინგლისურენოვანი სიახლის სქრინი, რომელზეც კონკრეტული მედია საშუალების სახელწოდების იდენტიფიცირება შეუძლებელია.
"

ინფორმაციის წყარო

"
ქართულ ონლაინ მედიაში რეალურ ფაქტად გავრცელებული მასალა სინამდვილეში ამერიკული სატირულ-იუმორისტული გამოცემა Huzlers-ის მიერ გამოგონილი ამბავია და არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან.

     1 .ინფორმაციის პირველწყარო სატირულ-იუმორისტული გამოცემაა

ქართულ მედიაში გავრცელებული მასალის პირველწყარო ამერიკული სატირულ-იუმორისტული გამოცემა Huzlers-ია. გამოცემას პუბლიკაციის თარიღი მითითებული არ აქვს, თუმცა 2018 წლის 17 ივლისს სტატია wayback machine-ზე დაარქივდა.

Huzlers-ის “ჩვენ შესახებ განყოფილებაში ვკითხულობთ, რომ Huzlers-ი ყალბი ამბებისა და სატირის შემცველი გასართობი ვებ-გვერდია.

"

     2. ფოტოზე არა შონ კოლინსი, არამედ ოჰაიოში მცხოვრები რობერტ პროსერია

ცნობილი ამერიკული ფაქტ-ჩეკინგ ვებ-გვერდ Snopes-ის თანახმად, ფოტოზე გამოსახული მამაკაცი არა შონ კოლინსი, არამედ 49 წლის რობერ პროსერია, რომელიც 2010 წლის ივლისში ოჰაიოში სკოლასთან ახლოს მდებარე საკუთარ სახლში მარიხუანას არალეგალური მოყვანის გამო დააკავეს."
წყარო: cbsnews

     3. წყარო, რომელიც ქართულმა მედიამ სახელის იდენტიფიცირების გარეშე მიუთითა, ასევე სატირული გამოცემაა

ინგლისურენოვანი მედიის სქრინი, რომელიც ქართულმა ონლაინ სააგენტოებმა წყაროდ მიუთითეს, ინგლისურენოვან გამოცემა 8shit.net-ს ეკუთვნის. Huzlers-ის მსგავსად, ეს გამოცემაც გამოგონილ ისტორიებს აქვეყნებს.

"

პროპაგანდის მეთოდი

სატირულ-იუმორისტული მასალების რეალურ ფაქტად წარმოჩენა

მედიის განვითარების ფონდის ანტი-დასავლური პროპაგანდის 2016 და 2017 წლების ანგარიშებმა აჩვენა, რომ სატირულ-იუმორისტული პუბლიკაციების რეალურ ამბად წარმოჩენა ქართულ მედიაში აპრობირებული მეთოდი იყო. მაგალითად, 2016 წლის აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს იტალელი მამაკაცი ახალდაბადებული ალიგატორის გაუპატიურების დროს მოზრდილმა ალიგატორმა შეჭამა. 2017 წლის 27 აპრილს კი შევხვდით ამბავს, თითქოს სმითსონიანის მუზეუმის დარაჯმა 2500 წლის მუმია გააუპატიურა. ამ ამბების პირველ წყარო ამერიკული სატირული გამოცემა იყო, რომელიც ქართულმა მედიამ რეალისტურ წყაროდ გამოიყენა.

აღნიშნული ისტორიების რეალურ ფაქტებად წარმოჩინების მიზანი იყო აზრის დამკვიდრება, თითქოს ნეკროფილია და ზოოფილია დსავლური საზოგადოებების ცხოვრების წესია.


მოამზადა თაკო მეზვრიშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია