სხვადასხვა

აქვს თუ არა კავშირი სტიუას და დინამოს ფანების დაპირსპირებას პირბადესთან?

2 ნოემბერი, 2020

30 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Manana Beradze-მ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ასახულია მეტროში სპეცრაზმელების შეჭრა და მგზავრების დაკავება. ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ, რომ ეს ყველაფერი პირბადეების გამო ხდება. როგორც კომენტარებიდან ირკვევა, პოსტის ავტორს თავდაპირველად მოვლენების განვითარების ადგილად პარიზი ჰქონდა მითითებული, შემდეგ კი ის სეულად შეცვალა, ამჯერად პოსტის წარწერაში მდებარეობა მითითებული აღარ არის. 1-ლი ნომებრის მონაცემებით ვიდეოს 186 გაზიარება და 8900 ნახვა აქვს. 

""

ფეისბუქ მომხმარებლის პოსტი ყალბ აღწერას შეიცავს. რეალურად ვიდეოს პირბადეების ტარებასთან კავშირი არ აქვს. ის ბუქარესტის მეტროშია გადაღებულია და საფეხბურთო კლუბების მხარდამჭერების დაპირისპირებაში პოლიციის ჩარევას ასახავს. 

სტიაუას ფანები დინამოს ფანების წინააღმდეგ

ბუქარესტის ორი საფეხბურთო კლუბის - სტიაუასა და დინამოს ფანებს შორის დაპირისპირებების არაერთი ფაქტი არსებობს. გავრცელებული ვიდეო სწორედ ერთ-ერთ ასეთ დაპირისპირებაში პოლიციის ჩარევას ასახავს და ის 2 ოქტომბერს ბუქარესტში,  Stefan cel Mare-ს მეტრო სადგურზეა გადაღებული.  რუმინული მედიის ცნობით, კლუბთა მხარდამჭერებმა ერთმანეთს შეურაცხყოფა ინტერნეტში მიაყენეს, რის შემდეგაც გადაწყვიტეს, ინტერნეტ სივრცის მიღმა გაეგრძელებინათ კამათი. საერთო ჯამში  სტიაუას დაახლოებით 100 ფანი 60 დინამოელს მეტროს სადგურზე ხვდებოდა, თუმცა საქმეში პოლიცია ჩაერია, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. საბოლოოდ, კონფლიქტის 30 მონაწილე დააკვეს, მათ დანები, ასაფეთქებელი საშუალებები და ჯოხები აღმოაჩნდათ. დაკავების დროს 2 პოლიციელიც დაშავდა. 

ვიდეოს გავრცელება

გამოქვეყნების დღესვე ფეისბუქ მომხმარებელმა Maka Peradze-მ ვიდეო გააზიარა ჯგუფში “ქართველი ემიგრანტები მსოფლიოში”,  31 ოქტომბერს კი კიდევ ერთმა მომხმარებელმა, Giorgi Javshanashvili-მა ვიდეო დამოუკიდებლად ატვირთა ერთ-ერთ ანტიკორონა ჯგუფში  ”კორონა აფიორა,” სადაც აღწერაში პარიზის მეტრო მიუთითა,  ჯგუფიდან ვიდეო მომხმარებლებმა 14-ჯერ გააზიარეს. 

""

"


მოამზადა მარიამ დანგაძემ