აკრძალულია თუ არა კალიფორნიაში სასტუმროს ოთახში ფორთოხლის გაფრცქვნა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

11
VIEWS

მომზადებულია Snopes-ის მასალის მიხედვით

სხვადასხვა სულელური კანონებისა და რეგულაციების მიმართ, რომლებიც ხშირად სრულიად უწყინარ ან სასაცილო მოქმედებას კრძალავენ, მკითხველებს განსაკუთრებით სახალისო დამოკიდებულება აქვთ ხოლმე. მაგალითად, არსებობს, ან არსებობდა ისეთი კანონები, რომლებიც საკმაოდ ან სრულიად შეუძლებელ საქმიანობას კრძალავს (როგორიცაა, ვთქვათ, ზღვაზე გასასვლელის მქონე სახელმწიფოებში ზვიგენებზე თევზაობის აკრძალვა), ან სულაც, იმდენად ამქვეყნიურ ქმედებებს ეხება, რომ მთავრობას მათი რეგულირების ინტერესი არ აქვს (მაგალითად, დალაქების მიერ კვირაობით ხახვის მირთმევა). ისეთი კანონებიც არსებობს, რომელთა მიერ დადგენილი წესებიც საღ აზრს ეწინააღმდეგება (მაგ., სახანძრო მაქანების შუქნიშნის წითელ შუქზე გაჩერება).

თითქმის ყველა ასეთი კანონი სამი კატეგორიიდან ერთ-ერთს მიეკუთვნება: გრძელი, მოძველებული კანონები, რომლებიც უკვე არარსებულ პირობებს ან პრობლემებს ეხებოდა; იმ კანონების ინტერპრეტაციები, რომლებიც მათ არარეალურად ვიწრო ან შორს წასულ გამოყენებას წარმოადგენს; და სრულად გამოგონილი კანონები.

სწორედ ერთ-ერთი ასეთი გამოგონილი კანონის მაგალითია, რომ კალიფორნიის შტატში სასტუმროს ოთახებში ფორთოხლის გაფრცქვნა, კანის გაცლა იკრძალება. თუმცა, ასეთი კანონი არ არსებობს, ხოლო რწმენა, თითქოს მსგავსი წესი ნამდვილად არსებობს, მისი “არარეალისტურად ვიწრო გამოყენების” კატეგორიიდან მომდინარეობს.

მე-20 საუკუნის დასაწყისში კალიფორნიაში არსებობდა წესდება, რომელიც მოიცავდა “სანიტარიის წესებს კვების პროდუქტების საწარმოო დაწესებულებების და იმ ადგილების შესახებ, სადაც ინახება, ამზადებენ, ან აწარმოებენ საკვებს”. ამ აქტის თანახმად, გასაგები მიზეზების გამო, სასტუმროს ოთახები საკვების შენახვისა და მომზადებისთვის არასაკმარისად სანიტარიულ ობიექტად ითვლებოდა.

ამასთან, ამ კანონში სასტუმროს ნომრებში სპეციფიურად ფორთოხლის გაფრცქვნას არაფერი კრძალავდა.

რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს დებულება, პირველ რიგში, იყო კომერციული რეგულაცია, რომელიც მიზნად ისახავდა, აღეკვეთა სასტუმროს ოთახების გამოყენება, როგორც საკვები პროდუქტების შენახვისა და მომზადების ობიექტებისა. რა თქმა უნდა, კანონი არ იყო გათვლილი და არც არასდროს ყოფილა გამოყენებული იმისათვის, რომ აეკრძალათ ან დაესაჯათ სასტუმროს სტუმრები, რომლებსაც თავიანთ ოთახში ფორთოხლის ან ბანანის გაფრცქვნა მოინდომეს.

უცნობია, როგორ მოიპოვა კანონმა ეს ვიწრო აბსურდული ინტეპრეტაცია, თუმცა აღსანიშნავია, რომ იგი ძალიან ძველია, რასაც გაზეთ სანტა კრუზის 1932 წლის ნომერში გამოქვეყნებული სათაურიც მოწმობს:

;

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist