სხვადასხვა

ახალი სამაგიდო თამაში რუსეთში - “ჩვენები სოლსბერიში”

24 იანვარი, 2019

რუსეთში ახალი სამაგიდო თამაში “ჩვენები სოლსბერიში” გამოუშვეს. თამაში რუსეთის ონლაინ სავაჭრო პლატფორმებზე უკვე იყიდება და მისი ფასი 77 რუბლია.

"

თამაშის წესების თანახმად, მოთამაშე მეწყვილესთან ერთად მოსკოვიდან სოლბერიში ისე უნდა ჩავიდეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები საჯარიმო ქულა მიიღოს. თამაშის შემქმნელის, მიხაილ ბაბიორის თქმით, სამაგიდო თამაში “ჩვენები სოლსბერიში” დასავლეთში არსებულ რუსოფობიაზე პასუხია.

მიხაილ ბაბიორი, თამაშის შემქმნელი: "დასავლეთში რუსოფობია კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი დასავლელი მეზობლებისთვის სამაგიდო თამაშის სახით იუმორისტული პასუხი გაგვეცა. თამაშში ჩვენი თანამემამულეები ევროპაში თავისუფლად სეირნობენ და ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებენ.”

თამაშის მარშრუტი ზუსტად ემთხვევა სოლსბერიში სკრიპალების ნოვიჩოკით მოწამვლაში ბრალდებულების, ანატოლი ჩეპიგასა და ალექსანდრ მიშკინის ევროპაში გადაადგილების მარშრუტს.

"
"
წყარო: The Insider

2018 წლის 4 მარტს რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ნერვულ-პარალეპტიკური ნივთიერებით მოწამლეს. Bellingcat-ისა და The Insider-ის ერთობლივი გამოძიების თანახმად, სკრიპალების მოწამვლაში ბრალდებული რუსეთის ორი მოქალაქე ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი, სინამდვილეში რუსეთის დაზვერვის სამსახურის (ГРУ) თანამშრომლები არიან და მათი რეალური სახელები ანატოლი ჩეპიგა და ალექსანდრ მიშკინია. სკრიპალების მოწამვლის საპასუხოდ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს არაერთი სანქცია დაუწესა.