ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO) თუ ბრიტანეთის ჯანდაცვის სერვისი (NHS)?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

250
VIEWS

28 ნოემბერს ფეისბუკ მომხმარებელმა სოსო ჯაჯანიძე გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც თან ახლავს ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის მეთიუ ჰენკოკის პირბადიანი ფოტოსურათი. ფოტოზე ჩანს, რომ პირბადეს აქვს წარწერა “666 NWO”. ფოტოს თანმხლებ ტექსტში სოსო ჯაჯანიძე ამტკიცებს, რომ ანტიქრისტიანული ძალები თავის სახეს არ მალავენ, რისი დასტურიც ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის პირბადეა, რომელზეც ანტიქრისტე-მხეცის ნიშანი 666 არის აღბეჭდილი, ხოლო ქვედა მხარეს ლათინური აბრევიატურა NWO სიონისტურ-მასონურ იდეოლოგიურ ტერმინს “ New World Order”-ს აღნიშავს, რაც ქართულად “ახალ მსოფლიო წესრიგს ნიშნავს”.

პოსტს 1 დეკემბრის მონაცემებით 120 გაზიარება და 98 რეაქცია აქვს.

;

გავრცელებული ფოტო გაყალბებულია და ფოტოშოპში დამუშავების შედეგად ნიღაბზე გამოსახული ავთენტური წარწერა მასზე შეცვლილია. რეალურად ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეებს პანდემიისგან დასაცავად ნიღბების ტარებისკენ მოუწოდებს, ნიღბის ავთენტურ წარწერაზე კი არის მოწოდება დაიცვან NHS ანუ ნაციონალური ჯანდაცვის სერვისი.

ფოტო, რომელიც ფეისბუკ მომხმარებელმა სოსო ჯაჯანიძემ გაავრცელა, ფოტოშოპშია დამუშავებული. რეალურად ავთენტურ ფოტოზე, რომელიც დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთიუ ჰენკოკმა მის ტვიტერზე 24 ივლისს გამოაქვეყნა, არა “666 NWO”, არამედ “Protect NHS” წერია, რაც ნიღბების ტარებით დიდი ბრიტანეთის ნაციონალური ჯანდაცვის სერვისის (NHS) დაცვისკენ მოწოდებას აღნიშნავს.

;

არქივის ბმული: https://archive.ph/IfQxJ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზეჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist