აკეთებდა თუ არა ციყვი იოგას სუნთქვის ვარჯიშებს?

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

Untitled-1
146
VIEWS

Poynter-ის მასალის მიხედვით

სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ციყვის ვიდეო, რომელზეც ამტკიცებდნენ, რომ ის ინდოეთის ქალაქ ჰარიდვარში იოგას გურუ ბაბა რამდევთან ერთად ცხოვრობს და მის მსგავსად სუნთქვის ვარჯიშებს აკეთებს. ვიდეოში ჩანს, რომ ციყვი ორ თათზე დგას და ღრმად სუნთქავს.

აღნიშნული ვიდეო Poynter-ის წევრმა ინდოელმა ფაქტჩეკერებმა გადაამოწმეს და აღმოაჩინეს, რომ, პირველ რიგში, ვიდეოში ასახული ციყვი არის აღმოსავლური ნაცრისფერი ციყვი (Eastern Grey Squirrel), რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონებში ბინადრობს.

kids.nationalgeographic.com-ის სტატიის მიხედვით, აღმოსავლური ნაცრისფერი ციყვები ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებში გვხვდება, თუმცა ბინადრობს გაერთიანებულ სამეფოშიც, სადაც ჰაბიტატში 1800-იან წლებში შევიდა. რაც შეეხება ინდოეთის ქვეკონტინენტს, აქ ძირითადად ინდოეთის პალმის ციყვებს (Indian Palm Squirrel) და ინდოეთის გიგანტურ ციყვებს (Indian Giant Squirrel) შეხვდებით. შესაბამისად, იმის ალბათობა, რომ ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოში არსებული ციყვი ჰარიდვარში ცხოვრობს, ძალიან დაბალია.

მეორე საკითხია, აკეთებდა თუ არა ციყვი სუნთქვის ვარჯიშებს. აღმოჩნდა, რომ ეს ნაწილიც მცდარია, ციყვები ძალიან დამაინტრიგებელი და კომუნიკაბელური ცხოველები არიან, მათ ერთმანეთთან კომუნიკაციის საინტერესო და უცნაური ხერხები აქვთ. ციყვები საკმაოდ ხშირად გამოსცემენ ხმებს და ზოგჯერ მტაცებლებსაც ეკონტაქტებიან, აფრთხილებენ მათ, რომ არ მიუახლოვდნენ. გარდა ამისა, ციყვების ვოკალური კომუნიკაცია საუბარსაც კი მოგვაგონებს, თუმცა მათ ადამიანების მსგავსად თავიანთი ენა არ აქვთ. ერთმანეთის ხმაური ციყვებს ინტუიციურად ესმით. განგაშის ატეხვა ციყვებისთვის იმდენად კომპლექსურია, რომ აშშ-ში მას ყეფასაც კი ეძახიან.

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოები, სადაც ციყვები სწორედ ისე იქცევიან, როგორც ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოში ასახული ციყვი.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist