აღმოაჩინეს თუ არა თამარ მეფის საფლავი ჰერეთში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

245
VIEWS

2021 წლის 8 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა ვასილ პაპიაშვილმა საჯარო ჯგუფში „ჰერეთის სახლი | Heretis saxli“ გამოაქვეყნა ინფორმაცია აღწერით: “სენსაციური აღმოჩენა ჰერეთში‼️ ეს ხდება ახლა ? თამარ მეფის ნეშტი დღემდე არ ითვლება აღმოჩენილად, მაგრამ საქმე გვაქვს უზარმაზარ აღმოჩენასთან!” პოსტის მიხედვით, ზაქათალის რაიონში ერთ-ერთმა გლეხმა მიწის დამუშავების დროს ისტორიული სამარხი აღმოაჩინა.  როგორც მომხმარებელი ვასილ პაპიაშვილი წერს, ზაქათალის დახურულ ჯგუფში ვარაუდობენ, რომ  აღმოჩენილია თამარ მეფის საგანძური: ფაეტონი, უამრავი ოქრო და მიცვალებულთა გვამები.  9 მარტის მდგომარეობით  ვასილ პაპიაშვილის პოსტი 2600-ზე მეტი გაზიარება და 835 რეაქცია აქვს.

 

იდენტური ინფორმაცია, სათაურით “ჰერეთში თამარ მეფის სამარხი აღმოაჩინეს ნაპოვნია საგანძური: ფაეტონი, უამრავი ოქრო (საუბარია დაახლოებით 12 ტონა ოქროსა და თამარის სამკაულებზე)” გამოაქვეყნა ვებ-საიტმა  geovip.com-მა, რომლის ბმულიც Crowdtangle-ის მონაცემებით 3 საჯარო ჯგუფში გაზიარდა.

;;

;

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჰერეთში თამარ მეფის სამარხი აღმოაჩინეს, მტკიცებულებების გარეშეა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური აღნიშნულ ცნობებს არ ადასტურებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ისინი აზერბაიჯანულ მხარეს დაუკავშირდნენ, თუმცა ამ ეტაპისთვის ქართული ისტორიული სამარხის აღმოჩენის შესახებ მტკიცებულებები არ არსებობს.

“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურსაც დაუკავშირდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებრივი ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ განაცხადეს, რომ თამარ მეფის საფლავის აღმოჩენასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ, გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით კი მათ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაამოწმეს.

თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ბელა გომურაშვილმა “მითების დეტექტორთან” წერილობით კომენტარში აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქართული ისტორიული სამარხის აღმოჩენა არ დასტურდება. მათი თქმით, გადამოწმდა სხვადასხვა წყარო, მათ შორის იყო კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან, თუმცა ამ ეტაპზე არცერთმა ოფიციალურმა წყარომ აღნიშნული ცნობა არ დაადასტურა.

ამ თემაზე ინფორმაცია ტელეკომპანია “მთავარმა არხმაც” გააშუქა. “მთავარი” აზერბაიჯანში, კახის რაიონში მცხოვრებ ადგილობრივს ეყრდნობა.“მთავარის” სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ აზერბაიჯანის ორ სოფელში ფარდარლოსა და მუღანლიში არქეოლოგიური გათხრები დაიწყო, რის შედეგადაც ეს სოფლები ჩაიკეტა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აზერბაიჯანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist