აღმერთებენ თუ არა ჩინეთში რუსულ ძეხვს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ewf
210
VIEWS

meduza.io-ს მასალის მიხედვით

ჩინურ ვებგვერდზე რუსული ძეხვი შეაქეს. რუსეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებები სიამაყით აღივსნენ, თუმცა თავად ჩინეთში ეს სტატია არავის შეუმჩნევია.

30 მაისს ჩინურმა ვებ-გვერდმა Sina-მ რუსულ ძეხვზე სტატია გამოაქვეყნა. “როცა საქმე ძეხვს ეხება, პირველი, რაზეც ბევრი ფიქრობს, ეს წარმოუდგნელად ცნობილი გრძელი რუსული ძეხვებია” – წერია სტატიაში,  “როგორც მეომარი ხალხი, რუსები გაცილებით დიდი ზომის ძეხვს ამზადებენ, ვიდრე ჩვენ ჩვეულებრივ გვხვდება ხოლმე.”

Яндекс Новости-ს მიხედვით ჩინურ სტატიაზე ათობით რუსულმა საინფორმაციო საშუალებამ დაწერა,თუმცა ჩინეთში Sina-ს სტატიისთვის განსაკუთრებული ყურადღება არც მიუქცევიათ:  ძეხვის მასალის ქვეშ არცერთი კომენტარი არ არის. სხვათა შორის, სტატიას თან ახლავს გაფრთხილება რომ ავტორის შეხედულებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს Sina-ს პოზიციას.

РИА Новости, «Москва 24», «Известия» და «Лента.ру» იმ მრავალრიცხოვან ვებ-გვერდებს შორის არიან, რომლებმაც 6 ივნისს ამ ფაქტს სტატიები მიუძღვნეს. აი, რა სათაურებით დაიბეჭდა მასალები რუსულ მედიაში:

  •  РИА Новости Крым: «ჩინელებმა გრძელი რუსული ძეხვების გემო შეაფასეს »
  •  «Родной город»: «ჩინელები ყვებიან, თუ რატომ აღმერთებენ რუსულ ძეხვს»
  •  КМВ Новости: «ჩინურმა გამოცემამ რუსულ ძეხვს “უმღერა”»
  •  «Суть событий»: «რატომ ჯობია ჩინელმა საჩუქრად 40-გრადუსიანის ნაცვლად გრძელი რუსული ძეხვები წაიღოს?»
  •  «Царьград»: «„დავიწყება წარმოუდგენელია“: Sina-მ რუსული ძეხვის გემოს საიდუმლო ამოხსნა »
  •  «Экономика сегодня»: «ჩინეთის მცხოვრებნი რუსული ძეხვისგან აღფრთოვანების მიზეზებს გვიზიარებენ»
  •  iReactor: «ჩინელებმა გასინჯეს რუსული ძეხვი და მისით აღფრთოვანდნენ»
  •  Радио «Комсомольская правда»: «მისი არომატის დავიწყება რთულია: ჩინეთში რუსულ ძეხვს სიყვარულში გამოუტყდნენ»
  •  «ТВ Центр»: «ნაყინთან ერთად ჩინელები რუსულ ძეხვსაც გამოუტყდნენ სიყვარულში»
  •  HotGeo: «ჩინელი ჟურნალისტი ხსნის საკუთარი თანამემამულეების რუსული ძეხვისადმი სიყვარულის მიზეზს:  „მასში მეტი ხორცია“»

" '

""

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist