ადამიანებს, რომელთა სახლები რუსეთმა ოკუპაციის ხაზს იქით მოაქცია, კარასინი დაქირავებულებს უწოდებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

new-piktochart_27813943 (5)
330
VIEWS

26 იანვარს ონლაინ პორტალმა საქინფორმმა გამოაქვეყნა მასალა, სათაურით „რეგიონის სახელმწიფოებს შორის თანაბარუფლებიან და ურთიერთპატივისმცემელ თანამშრომლობას გონივრული ალტერნატივა არ გააჩნია! – კარასინი“, სადაც გაზეთ Коммерсантъ-თან რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრეგორი კარასინის ინტერვიუს  ფრაგმენტია მოყვანილი. ინტერვიუში  გრიგორი კარასინმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა და აფხაზეთისა და  ცხინვალის რეგიონის „ბორდერიზაციასთან“ დაკავშირებით კითხვაზე პასუხის დროს აღნიშნა,  რომ  ქართული მხარე საზღვრისპირა ზოლში მცხოვრები მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესების ნაცვლად, პროპაგანდისტულ შოუებს დგამს,  დაქირავებული ყავს ადგილობრივი გლეხი, რომელიც უცხოელ ვიზიტორებთან და მედიასთან ერთი და იგივე ტექსტს იმეორებს.

გრეგორი კარასინი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: „სამწუხაროდ, საზღვრისპირა ზოლში მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების მოგვარების მიზნით მუშაობაში კონსტრუქციული მონაწილეობის მაგივრად, ქართული მხარე კონცენტრირებულია პროპაგანდისტული შოუების დადგმაზე, რომლებმაც „ბერლინის ახალი კედლის“ შესახებ თეზისი უნდა დაასაბუთონ. სასაცილოა: უცხოელ ვიზიტორებთან ურთიერთობის და კამერის წინ ინტერვიუების ჩაწერისთვის კონკრეტული ადგილობრივი გლეხი დაიქირავეს, რომელიც ერთსა და იმავე მორიგე ტექსტს იმეორებს“
საქინფორმი, 26 იანვარი
Kommersant.ru, 25

ადამიანები, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნების დელეგაციებს ოკუპაციის ხაზთან რუსული აგრესიის შედეგად წარმოქმნილ რეალობაზე  უამბობენ, არა დაქირავებული პირები, არამედ ის ხალხია, ვისი საცხოვრებელიც ოკუპანტი ქვეყნის მიერ გავლებული მავთულხლართების შედეგად, რუსული სასაზღვრო ძალების მიერ  კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა. “მითების დეტექტორი” გთავაზობთ CNN-ის, The New Yourk Times-ის, The Guardian-ის მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ ადამიანურ ისტორიებს საქართველოს მოქალაქეების შესახებ, რომელთა სახლები ოკუპაციის ხაზს მიღმა აღმოჩნდა.  

"

მცოცავი ოკუპაცია

საოკუპაციო ხაზი აფზახეთთან და ცხინვალის რეგიონთან საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარს მიყვება და ქვეყანას 2008 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული  ტერიტორიებიდან ყოფს. ე.წ „ბორდერიზაციის“, ანუ საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი 2011 წლიდან დაიწყო, როდესაც რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ძალებმა ცხინვალიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სოფელ დიდ ხურვალეთთან და კვეშთან ღობეები გაავლეს. მას შემდეგ ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების და მავთულხლართების დაინსტალირება ყოველწლიურ ხასიათს ატარებს. 2017 წლის 4 ივლისს, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი მორიგი ბანერი აღიმართა, რის შედეგადაც რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა.

რუსეთის საოკუპაციო ძალები საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით ადამიანთა უკანონო დაკავებებს ახორციელებენ.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist