80 წლის წინ: სტალინი გერმანელ ებრაელებს ჰიტლერს უგზავნიდა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

რგრრგ
1.2k
VIEWS

EUvsDisinfo-ს მასალა

1939 წლის აგვისტოში საბჭოთა რუსეთსა და ნაცისტურ გერმანიას შორის დადებული მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შედეგების დამალვას კრემლისტური დეზინფორმაციის წყაროები მუდმივად ცდილობენ. გადავხედოთ ისტორიას და გავიხსენოთ, რა ხდებოდა აღნიშნული პაქტის მოქმედების შედეგად თებერვლის თვეში 80 წლის წინ.

პაქტის საშუალებით სტალინმა მწვანე შუქი აუნთო გერმანიის პოლონეთში შეჭრას, რაც ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთი კვირის თავზე მოხდა. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი მოიცავდა გერმანიასა და საბჭოთა რუსეთს შორის საკრედიტო შეთანხმებას ვაჭრობაზე, სამხედრო ტექნოლოგიებზე და კულტურულ სფეროში. ამას გარდა, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტში არსებობდა გასაიდუმლოებული მუხლებიც, რომელიც ორი სახელმწიფოს “ინტერესთა სფეროების” გადანაწილებას ეხებოდა.

საბჭოთა რუსეთისა და ნაცისტური გერმანიის თანამშრომლობის ერთ-ერთი მაგალითი 1940 წლის თებერვალში მომხდარ ფაქტს უკავშირდება, როდესაც მოსკოვის დიდ თეატრში გერმანელი კომპოზიტორის რიჩარდ ვაგნერის ოპერა “ვალკირია” გავიდა. 1940 წლამდე საბჭოთა თეატრები სცენაზე ვაგნერის ოპერებს არ უშვებდნენ, რადგან ნაცისტები მის ნამუშევრებს პროპაგანდისთვის იყენებდნენ, თუმცა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტმა სიტუაცია შეცვალა.

"

საბჭოთა რუსეთისა და ნაცისტური გერმანიის თანამშრომლობის კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოვლინება იყო რუსეთიდან ასობით ლტოლვილის დეპორტაცია გერმანიაში. უმეტესობა მათგანი გერმანელი ანტი-ფაშისტები, კომუნისტები და ებრაელები იყვნენ, რომლებიც თავშესაფარს საბჭოთა კავშირში ეძებდნენ. საბჭოთა ხელისუფლება ლტოლვილებს გესტაპოს გადასცემდა. ერთ-ერთი დეპორტირებული, ბეტი ოლბერგი, რომელიც 1936 წელს სტალინის ბრძანებით მოკლული გერმანელი ებრაელი კომუნისტის ცოლი იყო, საბჭოთა ყაზახეთის ბანაკიდან გერმანიაში 1940 წლის თებერვალში გაგზავნეს. მასთან ერთად მგზავრობდა მარგარეტ ბუბერ-ნოიმანიც, რომელმაც სტალინისა და ჰიტლერის საკონცენტრაციო ბანაკებში თავის გამოცდილებაზე წიგნი დაწერა. რაც შეეხება ბეტი ოლბერგს, მისი კვალი გერმანიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩასვლის შემდეგ ქრება.

"
ბეტი ოლბერგის ფოტო საბჭოთა საიდუმლო პოლიციის არქივიდან

საბჭოთა კავშირმა ლტოლვილების გადაცემა ნაცისტური გერმანიისთვის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ხელმოწერიდან დააახლოებით ერთი თვის შემდეგ დაიწყო. ლტოლვილების გაგზავნა 1941 წლის ივნისამდე მიმდინარეობდა და საბჭოთა კავშირზე ნაცისტური გერმანიის შეტევამდე რამდენიმე კვირით ადრე შეწყდა.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist