8 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე “Fაქტები” მანიპულაციურ პოსტს აქვეყნებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

42
VIEWS

6 ნოემბერს ფეისბუკ გვერდმა Fაქტები გამოაქვეყნა ფეისბუკ მომხმარებლის ილია კობაიძის პოსტი, რომელზეც ლგბტ თემის წარმომადგენლების ფოტოა ასახული, წარწერით “გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთა”. ფოტოს თან ახლავს მოწოდება, რომელიც ხალხს კვირას, 8 ნოემბერს დაგეგმილი ოპოზიციის საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ შემდეგი სიტყვებით მოუწოდებს: “მოდი კვირას მიტინგზე !!! გადავარჩინოთ „სამშობლო“ !!! მოდი რუსთაველზე !!! მოდი მიშასთვის !!! გაავრცელეთ !!!”

hd 0 8 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე “Fაქტები” მანიპულაციურ პოსტს აქვეყნებს

გავრცელებული პოსტი მანიპულაციურია და ის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული პროტესტის ლგბტ თემის საკითხთან დაკავშირებას ცდილობს. ფოტოზე ასახული ადამიანები გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდულ ფრთას არ წარმოადგენენ და მასზე ნიუ იორკში 2016 წელს გეიპრაიდში მონაწილე ქართული ლგბტ თემის წარმომადგენლები არიან ასახული.

ფოტო, რომელსაც ფეისბუკ გვერდი “Fაქტები”  ილია კობაიძეზე დაყრდნობით აზიარებს, ნიუ იორკში 2016 წელს, გეი პრაიდზეა გადაღებული და ის 2016 წლის 26 ივნისს პირად ფეისბუკ გვერდზე დავით შუბლაძემ გამოაქვეყნა.

grds 8 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე “Fაქტები” მანიპულაციურ პოსტს აქვეყნებს

ფოტოზე ლგბტ თემის წარმომადგენლები არიან ასახული, რომლებიც გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდულ ფრთას არ წარმოადგენენ.

აღნიშნული ფოტოს მანიპულაციურ კონტექსტში გავრცელება მიზნად ისახავს 8 ნოემბრის საპროტესტო აქციიდან, რომელიც არჩევნების გაყალბებას შეეხება, აქცენტის ლგბტ თემზე გადატანას.

ოპოზიციამ, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებს, 8 ნოემბერს პარლამენტის წინ მასშტაბური აქცია დაანონსა.

წყაროს შესახებ

ფეისბუკ გვერდი Fაქტებს პროფილად ულტრანაციონალისტული ფეისბუკ პლატფორმის ალტ-ინფოს ლოგო, წარწერით “სოლიდარობა ალტ-ინფოს” უყენია. 23 ოქტომბერს ფეისბუკმა ალტ-ინფოსთან დაკავშირებული ანგარიშები  წაშალა.

grf 8 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე “Fაქტები” მანიპულაციურ პოსტს აქვეყნებს

“მითების დეტექტორმა” ფეისბუკ გვერდის “Fაქტები” მონაწილეობა ოპოზიციის დისკრედიტაციის კამპანიაში ადრეც გამოავლინა, როდესაც 2019 წელს პრორპორციული სისტემის ჩავარდნასთან დაკავშირებით პარლამენტის წინ ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავდა. იმ გვერდებს შორის, ვინც აქციის დისკრედიტაციის მიზნით დროის მოკლე შუალედში იდენტურ მასალებს ავრცელებდნენ, რაც კოორდინირებულ ქმედებებზე მიუთითებდა, Fაქტებიც იყო. აღსანიშნავია, რომ 2019 წელსაც აღნიშნული გვერდი იდენტობასთან დაკავშირებული საკითხებით მანიპულირებდა, როცა აქციის მონაწილეების ეკლესიასთან მებრძოლებად წარმოჩენას ცდილობდა.

gtred 8 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე “Fაქტები” მანიპულაციურ პოსტს აქვეყნებს

ertg 0 8 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე “Fაქტები” მანიპულაციურ პოსტს აქვეყნებს

მითების დეტექტორმა ადრე Fაქტების მიერ გავრცელებული სხვა დეზინფორმაციებიც გამოავლინა.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist