5 მითი ვაქცინაზე და ექიმის პასუხი

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

105
VIEWS

რატომ გვჯერა მითების?
ნებისმიერი განათლების მქონე ადამიანი მოწყვლადია გარკვეული დეზინფორმაციის მიმართ, ამის უამრავი მიზეზი არსებობს, თუმცა ერთ-ერთი არის “ავტორიტეტული” პიროვნება და მისგან წამოსული მოსაზრება. რაც უფრო ცნობადი და “ავტორიტეტულია” პიროვნება, ჩვენდაუნებურად მის მიმართ უპირობო ნდობა გვიყალიბდება და იმის შანსი, რომ მისგან წამოსული ინფორმაცია დავიჯეროთ, უფრო მაღალია, ვიდრე ნაკლებად ცნობილი ადამიანის მიერ, თუნდაც ობიექტურ ფაქტებზე დაყრდნობით გაჟღერებული ინფორმაციას დავიჯერებდით.

მსგავსი მომენტების თავიდან აცილების მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია მტკიცებითი მედიცინის ბაზისური პრინციპის – მტკიცებულებათა სანდოობის იერარქიის ცოდნა. ამ იერარქიის ყველაზე დაბალის საფეხური, ანუ ყველაზე ნაკლებად სანდო მტკიცებულება, ეს არის ექსპერტის მოსაზრება, რაც არ უნდა ლოგიკურად გამართული იყოს მოსაზრება და რაც არ უნდა ცნობილი თუ ავტორიტეტული ადამიანი ამბობდეს მას, თუ ამ მოსაზრებას არ ამყარებს სამეცნიერო ფაქტი ანუ სწორად ჩატარებული კვლევები და მისი კრიტიკული ანალიზი, მისი სანდოობა მინიმალურია, ხოლო მტკიცებით ფორმაში საუბრისთვის კი ამ მოსაზრების ფასი არის 0.

წყარო: sciencenews.org

მითი N1: ვაქცინის დამზადების პროცესში კვლევების დროებითი შეჩერება, ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა ჩავარდა და ვაქცინა დიდი ალბათობით (94%) არ გვექნება

სინამდვილეში ვაქცინის დამზადებას ძალიან ცოტა დრო სჭირდება, ყველაზე ხანგრძლივი პროცესი მისი ე.წ. გამოცდაა. ვაქცინის დამზადება შემდეგ საფეხურებს გადის:

  • პრეკლინიკური კვლევები (ლაბორატორიული და ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტები, რომ დადგინდეს ტოქსიკურობა, მოქმედება და ა.შ.);
  • კლინიკური კვლევები;
    • პირველი ფაზა (ვაქცინის გამოცდა ჯანმრთელ მოხალისეების მცირე ჯგუფზე)
    • მეორე ფაზა (მოხალისეების ჯგუფი ფართოვდება და შედგება უკვე ასაკის და თანმხლები დაავადებების მიხედვით. ვაქცინის უსაფრთხოებაზე კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებისთვის)
    • მესამე ფაზა ( მოხალისეების ჯგუფი უკვე იზრდება და შეიძლება იყოს რამდენიმე ათეული ათასი, სადაც უკვე ძრითადი აქცენტი კეთდება ვაქცინის დამცველობითი ეფექტის შესწავლაზე).
  • ‘რეგულატორული მიმოხილვა’ და დამოწმება;
  • დამზადება/გამოშვება;
  • დამზადების ხარისხის კონტროლი.

ვაქცინის კლინიკური კვლევის დროებით შეჩერება ჩვეული მოვლენაა. თუკი კვლევის დროს რომელიმე მოხალისეს განუვითარდა რაიმე გართულება, ბუნებრივია, კვლევა დროებით შეჩერდება, რათა გაირკვეს, იყო თუ არა ესა თუ ის მოვლენა დაკავშირებული ვაქცინასთან. როდესაც ათეულობით ათასს ადამიანზეა საუბარი, იმის ალბათობა, რომ ეს იყო უბრალო დამთხვევა, ცხადია მაღალია.

ასე მოხდა კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემთხვევაშიც, ასტრაზენეკას კვლევა დროებით შეჩერდა და შემდეგ განახლდა. ამის პარალელურად Johnson & Johnson-ც გეგმავს კვლევების განახლებას. ჩვეულებრივ, მსგავსი დროებითი შეჩერებები არასდროს ექცევა ყურადღების ქვეშ, ახლა კი, პანდემიისას, მთელი მსოფლიოს ყურადღება გადატანილია ამ მოვლენაზე, რაც ერთი შეხედვით საგანგაშო ჩანს, სინამდვილეში კი ეს ფაქტი მეცნიერების მეტ სიფრთხილეზე მიუთითებს, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ რომ ვაქცინის უსაფრთხოების შეფასებისას არაფერი გამორჩეთ.

რაც შეეხება ვაქცინის შექმნის ალბათობას, რომელიც თითქოს 94%-ით არ გვექნება, მსგავის გამოთვლის რაიმე მეთოდი უბრალოდ არ არსებობს. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ვაქცინა სხვადასხვა ტიპისაა და მათ შექმნისა თუ კვლევის დროს, შესაძლოა, სხვადასხვა სახის დაბრკოლებები ჰქოდეთ, მსგავსი ვარაუდები, მით უმეტეს, კვლევის შეჩერებაზე ხასგასმით სიმართლისგან შორს დგას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღეს 100ზე მეტი ვაქცინა გადის კლინიკურ კვლევას.

რაც მთავარია, თუკი ვაქცინამ არ გაიარა ყველა სავალდებულო საფეხური და არ დადასტურდა მისი უსაფრთხოება და ეფექტიიანობა, ის დამოწმებას ვერ მიიღებს.

მითი N2: ვაქცინა მხოლოდ ბიზნესია, რეალურად პოპულაციური (ე.წ. ჯოგური) იმუნიტეტის შექმა ინფექციის გავრცელებით შესაძლებელია.

სინამდვილეში ეს ფუნდამენტურად მცდარი მოსაზრებაა, პოპულაციური იმუნიტეტი, ეს არის ვაქცინაციის მიმართებაში გამოყენებული კონცეფცია, როდესაც ვაქცინაციით ვქმნით მოსახლეობის უმეტესობაში იმუნიტეტს, რათა მოწყვლადი ჯგუფები დავიცვათ. ვაქცინაციის გარეშე, შეგნებულად ინფექციის გავრცელება გარდა იმისა, რომ არაეთიკურია, ეს პოპულაციური იმუნიტეტი აღარ არის, ამას ბუნებრივი გადარჩევა ეწოდება.

ამის გარდა, მიუხედავად პანდემიის საკმაოდ სწრაფი გავრცელებისა, გლობალურად სეროპრევალენტური კვლევები აჩვენებს რომ 10%-ზე ნაკლები ადამიანია ინფიცირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ იმუნიტეტის გარეშეა დარჩენილი. გაურკვეველია ისიც, თუ რამდენ ხანს რჩება მყარი იმუნიტეტი კოვიდ19 ინფექციის შემდეგ.

ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, რატომ არის უკიდურესად რთული (თუ შეუძლებელი არა), პოპულაციური იმუნიტეტის ინფექციის გავრცელებით მიღება, არის შვედეთი, რომელიც სხვა ქვეყნებისგან პანდემიის მიმართ განსხვავებული მიდგომით გამოირჩევა. ეს მიდგომა მეტად იყო ორიეტირებული რეკომენდაციებზე და არა მკაცრ შეზღუდვებზე, ერთ-ერთი გათვლა იყო ის, რომ კონტროლირებულად მიაღწევდნენ პოპულაციურ იმუნიტეტს, თუმცა მაისის შუა რიცხვებში სეროპრევალენტურმა კვლევამ აჩვენა, რომ ანტისხეულები მოსახლეობის მხოლოდ 8% აღენიშნებოდა, ყოველ 100 000 მოსახლეზე სიკვდილიანობით მსოფლიოში პირველ ხუთეულში შედის და ეს ყველაფერი მაშინ, როცა პოპულაციური იმუნიტეტის მიღწევისთვის, ინფექცია მოსახლეობის  დაახლოებით 67%-ს უნდა ჰქონდეს გადატანილი.

გადავხედოთ, რა  მოცემულობაა საქართველოში:

  • მოსახლეობა – 3 716 858;
  • პოპულაციური იმუნიტეტისთვის საჭირო ინფიცირებული ადამიანები – 67%;
  • უნდა გავითვალისწინოთ, რომ უხეში დათვლებით, ინფიცირებულთა 20%-ს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია.
  • დანარჩენს უკვე თქვენი კალკულატორიც მარტივად გეტყვით, თუ ინფიცირებულთა რა რაოდენობაზეა საუბარი, რომლის გამკლავების რესურსი  უბრალოდ არ არსებობს.

მითი N3: ვაქცინა კიდევ დიდი ხანი არ გვექნება, რადგან კვლევები დროს მოითხოვს, დაჩქარებული ვაქცინა უსაფრთხო არ იქნება

ცხადია, სიმართლეა რომ ვაქცინის კვლევას დრო სჭირდება, თუმცა ახლა, ექსტრემალურ და არაორდინალურ პირობებში კვლევების დრო შეიძლება მაქსიმალურად შემცირდეს, ისე რომ ვაქცინის უსაფრთხოების უგულებელყოფა არ მოხდეს. დროის მოგება შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდით, მაგალითად:

  • პრეკლინიკური და კლინიკური კვლევების პარალელური გატარება;
  • ჯანმრთელი მოხალისეების ვაქცინაცია და შემდეგ მათი მიზანმიმართული, კონტროლირებული დაინფიცირება;
  • ვაქცინის წარმოების წინასწარი დაწყება კლინიკური კვლევის დასრულებამდე და ვაქცინის დამოწმებამდე, რათა დამოწმების შემდგ უკვე მზად იყოს პრეპარატები ა.შ.

შესაბამისად ვაქცინის მიღება გაცილებით ადრე არის შესაძლებელი.

წინასწარ მაღალი სიზუსტით იმის მტკიცება შეუძლებელია, თუ როდის გვექნება ან გვექნება თუ არა საერთოდ ვაქცინა, მაგრამ დღევანდელი ცოდნით, კვლევების შედეგებით და ზოგადი ინფორმაციით ვაქცინის მოლოდინები 2021 წლისთვის, მაღალია.

ამ მოლოდინების კიდევ ერთი მცირე დამაიმედებელი ინფორმაცია სულ ახლახანს გაჟღერდა: ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი და გერმანული BioNTech-ი აცხადებენ, რომ მათი ვაქცინა 90%-ით ეფექტიანია. ამის შესახებ ევროპული და ამერიკული მედია წერს. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით (სრული კვლევა ჯერ არ გამოქვეყნებულა, ეს მხოლოდ პირველადი შედეგების პრესრელიზია, ჩვენ სამეცნიერო კუთხით რაიმე დასკვნების გაკეთება არ შეგვიძლია, მით უმეტეს ეს არ ნიშნავს პანდემიის დასასრულს, აღნიშნული სიახლე მაინც დამაიმედებელი ინფორმაციის მატარებელია, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

მითი N4: მსგავსი მოლოდინები იყო შიდსის ვირუსის აღმოჩენისას, თუმცა დღეს შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გვაქვს, ამიტომ კოვიდ19-ს საწინააღმდეგო ვაქცინა დიდი ალბათობით არ იქნება

დავიწყოთ იმით, რომ კოვიდ-19-ს გამომწვევი ვირუსი არის რესპირატორული ვირუსი კორონავიორუსების ჯგუფიდან, ხოლო შიდსის გამომწვევი ვირუსი მიეკუთვნება რეტროვირუსების ქვეჯგუფ ლენტივირუსებს, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, ანუ საუბარია ორ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ვირუსზე.
ახალი კორონავირუსისგან განსხვავებით შიდსის ვირუსის სპონტანური მუტა

ციის სიჩქარე ძალიან მაღალია, ხოლო შიდსის ვირუსისგან განსხვავებით როგორც სხვა, ასევე ახალი კორონავირუსის გადატანის შემდეგ რჩება მყარი იმუნიტეტი (რამდენ ხანს რჩება ეს იმუნიტეტი ცალკე საკითხია ცხადია, თუმცა ნამდვილად რჩება).
შესაბამისად შიდსის ვირუსთან პარალელების გავლებით, კოვიდ19-ს ვაქცინის შექმნის ალბათობის განხილვა არარელევანტურია.

მითი N5: ვაქცინის დამოწმების შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რიტმში გადავალთ

გარდა ნეგატიური დეზინფორმაციისა, ვაქცინის შესახებ არსებობს ზედმეტი (პოზიტიური) მოლოდინებიც. ვაქცინის დამზადების შემდეგ დგება მეორე პრობლემა – რაოდენობა და დისტრიბუცია, მოკლე დროში იმ რაოდენობის ვაქცინის დამზადება და მათი დისტრიბუცია, რომ უზრუნველყოს ყველა ქვეყნის მოთხოვნა, თითქმის შეუძლებელია. თუმცა პრობლემები ამით არ სრულდება, მესამე პრობლემა არის ვაქცინის ეფექტიანობა – არ არსებობს 100%-ანი ვაქცინა, და კვლევების დასრულებამდე გადაჭრით ვერც ვერავინ იტყვის, თუ რა ეფექტიანობის იქნება ვაქცინა.

ცნობილია რომ  FDA-მ (აშშ-ის წამლების და საკვების ადმინისტრაცია) გამოსცა რეგულაცია, რომლის თანახმად, ვაქცინის დამტკიცება ფართო მოხმარებისთვის იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მისი ეფექტურობა 50% მაინც იქნება.

ვაწყდებით კიდევ ერთ პრობლემას, რაც ზემოთ ხსენებულ პოპულაციური იმუნიტეტის შექმნას უშლის ხელს. გამომდინარე იქიდან, რომ დეზინფორმაცია ადამიანების ცნობიერებაზე მოქმედებს, ისინი ჯერ არარსებულ ვაქცინაზე უკვე უარს აცხადებენ. საქართველოს შემთხევევაში, მაგალითად Edison Research-ის კვლევის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ COVID 19-ის ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება, 46% მის გაკეთებაზე მაინც უარს იტყვის. აქედან გამომდინარე თუ მხოლოდ თეორიულადაც(!)  დავუშვებთ, რომ მივიღეთ ვაქცინა და მისი ეფექტურობა მაგალითად 75%-ა, თუ მას მოსახლეობის მხოლოდ 54% გაიკეთებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რეალურად მოსახლეობის 40.5%-ს დაცვას მოვახერხებთ (54%-ს 75%), რაც ვირუსის ცირკულაციის შეჩერებისთვის დიდი ალბათობით საკმარისი არ იქნება.

ცხადია, ეს ძალიან უხეში და თეორიული გათვლაა და ასევე გასათვალისწინებელია სხვა ბევრი ნიუანსი, თუმცა ასეთი თეორიული გათვლებითაც კი, პოპულაციური იმუნიტეტისთვის საჭირო 67%-ს ნამდვილად ვერ მივაღწევთ. შესაბამისად ვაქცინა დიდი ალბათობით მოკლე დროში ‘’ჩვეულ რიტმში’’ ვერ დაგვაბრუნებს და პანდემიის შეჩერებას დრო დასჭირდება. ხოლო ახალი კორონავირუსი, სავარაუდოდ, სეზონურ რესპირატორულ ვირუსად დარჩება.

არჩილ მარშანია

ლიტერატურა:

https://www.niaid.nih.gov/research/vaccine-types
https://www.fda.gov/news-events/press-announcements/first-fda-approved-vaccine-prevention-ebola-virus-disease-marking-critical-milestone-public-health
https://www.sciencenews.org/blog/context/critique-medical-evidence-hierarchies
https://ebm.bmj.com/content/21/4/125
https://www.cdc.gov/vaccines/basics/test-approve.html
https://www.bloomberg.com/news/articles/2020-10-21/warp-speed-chief-says-j-j-astra-trials-could-restart-this-week
https://academic.oup.com/jid/article/221/11/1752/5814216
https://www.timesofisrael.com/pfizer-begins-manufacturing-covid-19-vaccines-ahead-of-expected-approval/
https://journals.plos.org/plosbiology/article?id=10.1371/journal.pbio.1002251
https://nextstrain.org/ncov/global?l=clock
https://www.who.int/news-room/q-a-detail/herd-immunity-lockdowns-and-covid-19
https://www.folkhalsomyndigheten.se/nyheter-och-press/nyhetsarkiv/2020/maj/forsta-resultaten-fran-pagaende-undersokning-av-antikroppar-for-covid-19-virus/
https://formulanews.ge/News/37873
https://www.washingtonpost.com/health/2020/06/30/coronavirus-vaccine-approval-fda/
https://www.thetimes.co.uk/article/hope-for-covid-vaccine-at-new-year-25b52b86s
https://www.bbc.co.uk/news/uk-53875189
https://www.sciencenews.org/blog/context/critique-medical-evidence-hierarchies 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist