პოლიტიკა

41 ტროლის ხმა საარჩევნო პროტესტის დისკრედიტაციისთვის

20 ნოემბერი, 2020

8  ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ,  ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადაყენებასა და არჩევნების ხელმეორედ ჩატარებას ითხოვდნენ.  სპეციალური დანიშნულების რაზმმა საპროტესტო აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

მოქალაქეების პროტესტის პარალელურად, წინა საპროტეტსო აქციების მსგავსად, ფეისბუკზე ისევ გააქტიურდნენ სახელისუფლებო ტროლები, რომლებიც ერთი მხრივ აქციისა და მისი მონაწილეების დისკრედიტაციას ცდილობდნენ, მეორე მხრივ კი ხელისუფლებას მხარდაჭერას უცხადებდნენ. “მითების დეტექტორმა” სულ 41 ტროლი გამოავლინა.

  • გამოვლინდა ტროლების ორი კატეგორია: ისინი, ვინც სხვა ადამიანების იდენტობას იპარავენ (16 ტროლი) და ტროლები, რომლებიც იდენობას მალავენ (25 ტროლი).
  • გამოიკვეთა ორი ტიპის სახელისუფლებო ტროლი: ერთი ნაწილი აქციის მონაწილეებისა და პოლიტიკური ოპოზიციის  დისკრედიტაციას ცდილობდა, მათ შორის პროტესტის მონაწილეებს ახალი კორონა ვირუსის გავრცელების ხელშეწყობაში ადანაშაულებდა; მეორე ნაწილი კი მთავრობის მხარდამჭერ გზავნილებს ავრცელებდა,  საპროტესტო გამოსვლის ძალადობრივი მეთოდებით დაშლას ამართლებდა და პანდემიის დროს შეკრებასა და ვირუსის გავრცელების საფრთხეებზე აპელირებდა.
  • 41-დან 9 ტროლი ოპოზიციისა და აქციის მადისკრედიტირებელ პოსტებს საკუთარ გვერდზე ან  საჯარო  ჯგუფში აზიარებს.
  • 41-დან 22 ტროლს (მათ შორის 10 ისეთია, რომელიც სხვის იდენტობას იპარავს) სამთავრობო გვერდები და სახელისფლებო საინფორმაციო სააგენტოები  აქვთ მოწონებული.
  • ტროლები შეურაცხმყოფელ და ჰომოფობიურ (“პიდარასტი დედაძაღლები”) კომენტარებს აკეთებდნენ და რელიგიის საკითხებით სპეკულირებდნენ (“პატრიარქისმოძულე ნაძირალა დედაკაცი” - თამარ კორძაიას მიმართ), ასევე აქციის მონაწილეებთან ერთად (“გარეჯის დასაცავად და ტერიტორიების დასაბრუნებლად მაინც გაწირეთ თავი ნახ ხროვას, რომ ემსახურებით თავდადებულად”), სახალხო დამცველსაც (“ნაც ომბუდსმენი შეშფოთებულია!”) ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გამტარად მოიხსენიებდნენ.

ტროლები, რომელებიც სხვის იდენტობას იპარავენ

ტროლი

ვის იდენტობას იპარავს

1. Guram Doskiratashvili

;

კანადელი მოდელი ნიკ ბეტემანი

;

2. Tiko Xalitba

;

იპარავს ფოტოს, რომელიც გაცნობით საიტებზე ბევრი მომხმარებელი იყენებს

;

3. Nina Razmadze

;

პროფილის ფოტოდ იყენებს ბავშვის ფოტოს, რომელიც რუსულ საიტებზე Давид Байгот-ის სახელით იძებნება

;

4. Alex Chaxvadze

;

იპარავს vkontakte.ru-ის მომხმარებლის, ალბერტ დავტიანის იდენტობას

;

5. გიორგი გაბუნია

;

იპარავს ქართველი მოდელის, თორნიკე ტყემალაძის იდენტობას

;

6. Ani Makalatia

;

იპარავს vkontakte.ru-ის მომხმარებლის Madina Ramazanova-ს იდენტობას

;

7. Gvanca Maglakelidze

;

იპარავს პორტუგალიელი მოდელის Sandra Rodrigues Pinto-ს იდენტობას

;

8.დავით გიორგაძე პროფილის ლინკში მითითებული აქვს სახელი lashabuta

;

იპარავს ამერიკელი დიზაინერის, Kai Kühne-ს იდენტობას

 ;

9. Zura Tsintsadze

;

იპარავს თურქი მსახიობის, Baris Aytac-ის იდენტობას

;

10. თაია ჯორჯაძე

;

იპარავს   Emily Chartrand-ის იდენტობას, რომელიც  Chanel Pel-ის ბლოგში კონკრეტულ სათვალეს წარმოადგენს

;

11. მანანა ლორთქიფანიძე

;

იყენებს ფოტოს, რომელიც ინტერნეტში უამრავ გვერდზე იძებნება

;

12. ნინი ამირეჯიბი

;

ამჟამად იპარავს ბავშვის ფოტოს პინტერესტიდან

;

13. Nino Nebieridze

;

იპარავს vkontakte.ru-ს მომხმარებლის Катя Родина-ს იდენტობას

;

14. კატო კეკელიძე

;

იყენებს რუსი მოდელის, ირინა შეიკის ფოტოს

;

15. ეთერ ლობჟანიძე

;

იპარავს გერმანელი მსახიობის Diana Kruger-ის იდენტობას.
ეთერ ლოჟანიძე 2019 წელს MDF-ის ანგარიშში “სახელისუფლებო და ანტილიბერალური პლატფორმები მოზარდის ტრაგედიაში ხელისუფლების გასამართლებლად” მოხვდა

;

16. Irma Lekiashvili

;

იპარავს odnoklassniki.ru მომხმარებლის -სვეტლანას იდენტობას.
Irma Lekiashvili-ს პროფილზე უყენია ფოტო, რომელსაც სახელისუფლებო ტროლი Mariam Svanidze იყენებდა და “მედიის განვითარების ფონდმა 2019 წლის ანგარიშში “TBC-ის, არასამთავრობოების და მედიის წინააღმდეგ“ გამოავლინა.

;


 

ტროლები, რომლებიც იდენტობას მალავენ

6 ტროლს, რომელიც საკუთარ იდენტობას მალავს, პროფილის მისამართში სხვა ადამიანის ვინაობა ან შეცვლილი დასახელება ჰქონდა მითითებული:

ტროლის მიერ მითითებული სახელი

განსხვავებული მისამართი პროფილის url ბმულში

1.Geo Rgia

პროფილის ლინკში მითითებული აქვს xatia.tediashvili.56;

2. Giorgi Iamnidze

პროფილის ლინკში მითითებულია ekaterine.guncadze;

3. Gigi Gvarmiani

ჰყავს 5 მეგობარი. პროფილის ბმულში მითითებულია nini.non;

4. Nikoloz shurov

პროფილის ბმულში მითითებული აქვს gia.burduli.;

5. Giorgi Arveladze

პროფილის ლინკში მითითებულია interviu.yvelastan;

6. ჩვენი შოპინგი

პროფილის ბმულში მითითებულია yvelazelamazebi.ulamazesigogoebi . “ჩვენი შოპინგი” აზიარებს პოლიტიკური შინაარსის პოსტებს და ტოვებს შესაბამისს კომენტარებს
;


ერთ-ერთი ტროლი Victor Reznov იყენებს ნიღბიანი სამხედროების ფოტოს. ქავერზე მითითებულია წარწერა “активные мероприятия”, ხოლო პროფილზე უყენია “სოლიდარობა ალტ-ინფოს”.

;

ტროლი
1.ქრისტინა ჩაჩუა; 2.Ertaoza Qartvelishvil; 3.Elene Milorava; 4. Nika Nika; 5. Guga Cirikidze; 6. Davit Aprasidze; 7.Sandrix Sandrix; 8. ზეინაბ გაფრინდაშვილი; 9. Nini Dolidze; 10. დიტო სამხარაძე; 11. Jandier Grzelidze; 12. გულო ერაძე; 13. Gela Mgeladze; 14.Giorgi Lejava; 15. გიორგი ქევხიშვილი, ჰყავს მხოლოდ 12 მეგობარი; 16.გოგა გოგა, ჰყავს 4 მეგობარი; 17. თათ ია ჰყვს 11 მეგობარი; 18. Saba Chikovani  მალავს იდენტობას. ჰყავს 256 მეგობარი, მათ შორის Irma Lekiashvili და სხვა ყალბი ანგარიშები

აქციის მონაწილეებისა და პოლიტიკური ოპოზიციის  დისკრედიტაცია

გამოვლენილი ტროლები აქციის მონაწილეების დისკრედიტაციისას შეურაცხმყოფელ და ჰომოფობიურ კომენტარებსაც (“პიდარასტი დედაძაღლები”) იყებებდნენ და პროტესტის ყველა მონაწილეს ნაციონალურ მოძრაობასთან აიგივებდნენ (“გარეჯის დასაცავად და ტერიტორიების დასაბრუნებლად მაინც გაწირეთ თავი ნახ ხროვას, რომ ემსახურებით თავდადებულად”), ისევე  როგროც სახალხო დამცველს (“ნაც ომბუდსმენი შეშფოთებულია!”). ხდებოდა რელიგიით მანიპულირებაც (“პატრიარქისმოძულე ნაძირალა დედაკაცი” - თამარ კორძაიას მიმართ) და აქციის მონაწილეების სექტანტებად მოხსენიება (“მიაფსით მაგ სექტანტებს”).

 

ამასთანავე ხდებოდა პროტესტის მონაწილეებს ახალი კორონა ვირუსის გავრცელების ხელშეწყობაში დადანაშაულება.

 

საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დაშლისა  და ხელისუფლების გამართლება

 

ტროლები მთავრობის მხარდამჭერ და  ოპოზიციის მადისკრედიტირებელ პოსტებს სხვადასხვა ჯგუფებსა და საკუთარ კედელზე აზიარებენ

ტროლები Nino Nebieridzeეთერ ლობჟანიძე და Irma Lekiashvili ჯგუფში: პროტესტი! Protest! Протест! ოპოზიციისა და აქციის მადისკედიტირებელ და მთავრობის მხარდამჭერ და პოსტებს აზიარებენ

 

 

ტროლები Elene Milorava, Nikoloz shurov, Ertaoza Qartvelishvil, Giorgi Arveladze, Saba Chikovani და Gela Mgeladze საკუთარ  კედელზე ოპოზიციის მადისკრედირებელ პოსტებს აქვეყნებენ. Ertaoza Qartvelishvil-მა იცნების მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ვოლსკის პოსტი გააზიარა.

 

41-დან 17 ტროლს (მათ შორის 10 ისეთია, რომელიც სხვის იდენტობას იპარავს) სამთავრობო გვერდები, სახელისფულებო საინფორმაციო სააგენტოები და ანტილიბერალური გვერდები აქვთ მოწონებული.


ანი ქისტაური