4 უზუსტობა დეზინფორმაციაში, თითქოს მაიდანზე მომიტინგეებს ცეცხლი ქართველმა სნაიპერებმა გაუხსნეს

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

815
VIEWS

გაზეთ “ასავალ-დასავალის” 2018 წლის 19-25 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა რუსეთისთვის ჯაშუშობაში ბრალდებულის, ტრისტან წითელაშვილის ინტერვიუ, რომელშიც ის კვლავ ამტკიცებს, რომ 2014 წლის 20 თებერვალს მაიდანზე მომიტიგნეებს ცეცხლი ქართველმა სნაიპერებმა ალექსანდრე რევაზიშვილმა, კობა ნერგაძემ და ზალოგი კვარაცხელიამ მიხეილ სააკაშვილის დავალებით გაუხსნეს. იმავე გზავნილს წითელაშვილი 13 თებერვლას “საქართველო და მსოფლიო”-სთვის მიცემულ ინტერვიუშიც ავრცელებს. წითელაშვილი ასევე ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში დეპორტაცია სწორედ მაიდნის მოვლენების გამოძიებას უკავშირდებოდა.

ტრისტან წითელაშვილი: “საგულისხმოა, რომ დღეს 13 თებერვალს უკრაინის სასამართლოს უნდა დაეკითხა მაიდნის სისხლისღვრასთან დაკავშირებით  მიხეილ სააკაშვილი, პოროშენკოც მონაწილეა ამ საქმეში და ის გუნდიც, რომელიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაშია. აქამდე სააკაშვილი მათ შანტაჟს ეწეოდა, სასამართლოს, რომ დაეკითხა სააკაშვილი, ყველაფერს იტყოდა, შესაბამისად უკრაინის ხელისუფლებამ გუშინ, სასწრაფო წესით მოახდინა სააკაშვილის გადამალვა პოლონეთში.“

ამავე თემაზე, 2018 წლის 14 თებერვალს РИА Новости-მ სპუტნიკ საქართველოს რედაქციასთან პარტნიორობით გამოაქვეყნა სტატია სათაურით “ესროლეთ ყველას მაიდანზე: ქართველი სნაიპერები დამკვეთების შესახებ ყვებიან” («Стрелять по всем на Майдане» Грузинские снайперы рассказали о заказчиках), რომელიც ტრისტან წითელაშვილის, კობა ნერგაძისა და ალექსანდრე რევაზიშვილის ინტერვიუებს ეყრდნობა. ნერგაძე და რევაზიშვილი კიევში ჩასვლის, ასევე მათთვის იარაღისა და დავალებების მიცემის დეტალებს იხსენებენ და აღნიშნავენ, რომ სასტუმრო “უკრაინისა” და კონსერვატორიის შენობიდან მომიტინგეებს მიხეილ სააკაშვილის, მამუკა მამულაშვილის, ასევე ამჟამად უმაღლესი რადას სპიკერის, ანდრეი პარუბისა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სერგეი პაშინკსის დავალებით გაუხსნეს. მათივე თქმით, აღნიშნულ მოვლენებში მონაწილეობდა ამერიკელი ინსტრუქტორი ბრაიან კრისტოფერ ბოინგერი.

სპუტნიკ საქართველოს რუსულენოვან ვებ-გვერდზე ე.წ. “ქართველი სნაიპერების” შესახებ 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის თებერვლის მონაკვეთში ერთი და იმავე შინაარსის 9 სტატია გამოქვეყნდა, რომლებიც იტალიელი ჟურნალიტის, ჯან მაკალესინის ფილმისა და სხვა რუსულენოვანი მედიის მსგავსად ტრისტან წითელაშვილის, კობა ნერგაძის, ალექსანდრე რევაზიშვილისა და ზალოგი კვარაცხელიას ინტერვიუებს ეყრდნობა.

"

РИА Новости-სთვის კობა ნერგაძის და ალექსანდრე რევაზიშვილის მიცემული ინტერვიუები მანიპულაციებს და ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს და წინააღმდეგობაში მოდის ოფიციალურ ინფორმაციასთან.

1. უკრაინის პროკურატურის განცხადებით, ნერგაძეს, რევაზიშვილს და ზალოგი კვარაცხელიას (რომელიც იტალიურ დოკუმენტურ ფილმში ფიგურირებს), უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავთ.

უკრაინის პროკურატურა ნერგაძის, რევაზიშვილის და კვარაცხელიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და xanax) type=3&theater” target=”_blank” rel=”noopener noreferrer”>აღნიშნავს, რომ ამ პირებს უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავთ და 2014 წლის თებერვლის მოვლენების დროს უკრაინაში არ იმყოფებოდნენ.

"

მეტიც, გენერალური პროკურატურის სპეციალური გამოძიების ხელმძღვანელი, სერგეი გორბატიუკი, უკრაინულ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ, ე.წ. “ქართველი სნაიპერების” ჩვენებებს სასამართლო, სამედიცინო თუ ბალისტიკური ექსპერტიზა, ასევე 20 თებერვალს დაჭრილთა დაკითხვის შედეგები არ ადასტურებს. მისი თქმით, არ არსებობს მონაცემები, რომელიც დაადასტურებს, რომ 2014 წლის 20 თებერვალს მომიტინგეებს სასტუმრო “უკრაინიდან” ესროდნენ. გარბატიუკის თქმით, ექსპერტიზის და გამოძიების შედეგების თანახმად, სროლა ხდებოდა იმ ადგილიდან, სადაც განთავსებული იყო ბერკუტის ე.წ. “შავი დანაყოფი”.

პროკურატურის თქმით, მათ ასევე გაგზავნეს მოთხოვნები იტალიაში, მაკედონიასა და სომხეთში ნეგრაძესთან, რევაზიშვილთან და კვარაცხელიასთან დაკავშირების მიზნით, თუმცა უკრაინელი სამართალდამცველებისთვის პასუხი არ გაუციათ.

2. სერგეი პაშინსკი, რომელსაც ე.წ. “ქართველი სნაიპერები” მომიტინგეების წინააღმდეგ სროლაში ადანაშაულებენ, აცხადებს, რომ მაიდნის წინააღმდეგ კამპანია ФСБ-ს დადგმულია.

РИА Новости-ს 14 თებერვლის სტატიას ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე სერგეი პაშინსკი საკუთარ Facebook-ზე გამოეხმაურა. მან ყურადღება 20 თებერვლის მოვლენებში მიხეილ სააკაშვილისა და მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებზე გაამახვილა:

  1. პაშინსკის თქმით, მისთვის გაუგებარია განცხადებები, თითქოს სააკაშვილის დაკითხვის გარეშე 20 თებერვლის მოვლენების გამოძიება შეუძლებელია, რადგანაც პაშინსკის განმარტებით, “ღირსების რევოლუციის” ორგანიზებაში სააკაშვილის როლი მინიმალური იყო;
  2. პაშინსკი ასევე აღნიშნავს, რომ მამუკა მამულაშვილი 20 თებერვლის მოვლენების დროს უკრაინაში არ იმყოფებოდა და ის უკრაინაში 2014 წლის აპრილში ჩავიდა, რასაც მესაზღვრეთა ჩვენებებიც ადასტურებს.

სერგეი პაშინშკი: “ეს სამი კლოუნი, რომელსაც ბერლუსკონის არხები და Россия 1 სნაიპერებად აშუქებს, იმ მომენტისთვის უკრაინაში არ იმყოფებოდნენ. ეს არის მორიგი ფეიკი, რომელსაც ФСБ გვიგდებს, და რომელსაც, რატომღაც ჩვენი პროკურორები და ადვოკატები იმეორებენ. მე ვიცი, რომ გამოძიებამ იცის მკვლელების ვინაობა. მათი ნაწილი დაკავებულია და ახლა სასამართლოში იმყოფებიან, ნაწილი კი არც იმალება და რუსეთში ცხოვრობს.”

"

3. კობა ნერგაძე ამტკიცებს, რომ მას თავდაცვის სამინისტროში მუშაობა მამუკა მამულაშვილმა დააწყებინა, რასაც მამულაშვილი არ ადასტურებს

РИА Новости-სთან ინტერვიუში კობა ნერგაძე აღნიშნავს, რომ 2006 წლიდან მალევე მას თავდაცვის სამინისტროში მუშაობა მამუკა მამულაშვილმა დააწყებინა. მანამდე, ქართველი სნაიპერების შესახებ იტალიელი ჟურნალისტის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში ნერგაძე ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროს “უსაფრთხოების დაცვის სამსახურში” მუშაობდა, რომლის დამადასტურებლადაც სასერტიფიკატო ბარათი მოჰყავს.

  • “მითების დეტექტორთან” საუბარში ქართული ლეგიონის ხელმძღვანელმა მამუკა მამულაშვილმა ნერგაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ მან სამინისტროში მუშაობა 2012 წელს, გასაუბრების საფუძველზე მრჩეველთა საბჭოში დაიწყო. შესაბამისად, 2012 წლამდე მამუკა მამულაშვილი კობა ნერგაძეს სამინისტროში მუშაობას ვერ დააწყებინებდა.
  • “უსაფრთხოების დაცვის სამსახური”, რომელსაც ნერგაძე სამუშაო ადგილას უთითებს, არ არსებობს. დოკუმენტი, კი რომელიც მას მუშაობის დამადასტურებლად მოჰყავს, ყალბია.

"

2. ალექსანდრე რევაზიშვილი РИА Новости-სთან აღნიშნავს, რომ ის “თავისუფალი ზონის” აქტივისტი იყო და მამუკა მამულაშვილი მას “თავისუფალი ზონის” ხელმძღვანელმა, კობა ხაბაზმა გააცნო.

  • მითების დეტექტორთან საუბარში კობა ხაბაზი აღნიშნავს, რომ ალექსანდრე რევაზიშვილი “თავისუფალი ზონის” წევრი არასდროს ყოფილა.
  • მამუკა მამულაშვილი ამბობს, რომ ალექსანდრე რევაზიშვილს ის პირადად არ იცნობს. მისივე თქმით, დეზინფორმაციის ინსპირაცია სოციალურ ქსელში მისი და კობა ხაბაზის ერთად გადაღებული ფოტო გახდა.

3. ნერგაძე ამტკიცებს, რომ 2014 წლის თებერვალში მათ ინსტრუქციას მამულაშვილთან ერთად ამერიკელი ყოფილი სამხედრო ბრაიან კრისტოფერ ბოინგერი აძლევდათ, რაც არ შეესაბამება ბოინგეროს უკრაინაში ყოფნის თარიღებს.

კობა ნერგაძე: “მე ვესწრებოდი სხვა უფროსი ჯგუფებისთვის ინსტრუქტირებას. ამას ბრაიანი ინგლისურ ენაზე ახდენდა, მამულაშვილი კი თარგმნიდა. მოქმედება შემდეგნაირად დაიგეგმა: ჯგუფი, რომელსაც პაშინსკი ხელმძღვანელობდა, გადადიოდა კონსერვატორიაში. კონსერვატორიის შენობიდან მათ პირველს უნდა დაეწყოთ სროლა, 3-4 წუთის შემდეგ სროლა უნდა დაეწყო სასტუმრო “უკრაინაში” განთავსებულ ჯგუფს.”

  • ყოფილი ამერიკელი სამხედრო, ბრაიან კრისტროფერი ბოინგერი “ქართულ ლეგიონს” 2016 წლის 24 თებერვალს შეუერთდა და მათთან ერთად დონბასში საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო. უკრაინაში ის 2015 წელს ჩავიდა და უკრაინელ მოხალისეებს წვრთნიდა. მაიდნის მოვლენები, რომლის შესახებაც ე.წ. “ქართველი სნაიპერები” საუბრობენ, 2014 წლის 20 თებერვალს მოხდა, შესაბამისად ბრაიან კრისტოფერი ამ დროს ქართველ სნაიპერებს ვერ გაწვრთნიდა;
  • მამუკა მამულაშვილი “მითების დეტექტორთან” აცხადებს, რომ მან უკრაინის საზღვარი პირველად 2014 წლის აპრილში გადაკვეთა, მაიდნის თებერვლის მოვლენებიდან 2 თვის შემდეგ, შესაბამისად ნერგაძე და რევაზიშვილი 2014 წლის 20 თებერვალს მამულაშვილისგან დავალებებს ვერ მიიღებდნენ.

4. შეუსაბამობა რიცხვებში

РИА Новости ნერგაძესთან ინტერვიუზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ე.წ. “სნაიპერებს” კიევში ჩასვლისა და მაიდნის მოვლენებში მონაწილეობის მისაღებად 50 000 $-ს შეჰპირდნენ. ეს რიცხვი შეუსაბამობაში მოდის კიდევ ერთი რესპონდენტის, ზალოგი კვარაცხელიას ინფორმაციასთან, რომელიც 2017 წლის ნოემბერში გავრცელებულ იტალიურ დოკუმენტურ ფილმში აღნიშნავს, რომ უკრაინაში ჩასვლის საფასური 5 000 $ იყო, რაც ნეგრაძის ნათქვამზე 10-ჯერ ნაკლებია.

2014 წლის 20 თებერვალს მაიდნის მოვლენებში ე.წ. “ქართველი სნაიპერების” მონაწილეობის შესახებ იტალიელი ჟურნალისტის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი 2017 წლის ნოემბერში სილვიო ბერლუსკონის ოჯახის მფლობელობაში არსებულმა ტელეკომპანია Matrix-მა გააშუქა. ინფორმაცია, თითქოს მაიდანზე მომიტინგეებს ქართველი სნაიპერები ესროდნენ რუსულმა მედიამაც აიტაცა, რასაც ასევე ტრისტან წითელაშვილი ამყარებს.

დოკუმენტური ფილმი მითების დეტექტორმა, Stop Fake-მა, Insider-მა და BBC Monitoring-მა გააბათილეს. გადამოწმების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მითების დეტექტორის მიერ მომზადებულ პუბლიკაციებში:

გაყალბებული დოკუმენტური ფილმი მაიდნის მოვლენებში დაქირავებული ქართველი სნაიპერების მონაწილეობის შესახებ

ქართველი სნაიპერების შესახებ გაყალბებულ ფილმს ტრისტან წითელაშვილი ამყარებს

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

წყარო

ტრ
წითელაშვილი ტრისტან

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist