პოლიტიკა

21 ტროლი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ

28 ნოემბერი, 2019

14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩავარდნას რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციის მონაწილეები ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საარჩევნო სისტემის ე.წ. “გერმანულ მოდელით” შეცვლას ითხოვენ. 18 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ პარლამენტის წინ გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სპეციალური დანიშნულების რაზმისა და ძალის გამოყენებით დაშალა. დემონსტრაცია პარლამენტის წინ 25 ნოემბერს განახლდა, ხოლო 26 ნოემბერს, გამთენიისას, პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენებით შეკრებილი მოქალაქეები კვლავ დაშალა.  

საპროტესტო აქციების პარალელურად, ფეისბუკში კვლავ გამოჩდნენ სახელისუფლებო ტროლები, რომლებიც აქციების მონაწილეების დისკრედიტაციას ახდენდნენ და ხელისუფლების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდნენ. “მითების დეტექტორმა” გამოავლინა ასეთი 21 ტროლი, რომელიც სხვადსხვა სოციალულ ქსელებში დარეგისტრირებული მომხმარებლების იდენტობებს იპარავენ. 
გამოვლენილი 21 ტროლიდან 5 მართავს ერთი და იმავე სპამ ჯგუფებს, სადაც ისინი აქციის მადისკრედიტირებელი შინაარსის პოსტებს აზიარებდნენ. ამ ჯგუფების 5 ადმინისტრატორიდან 2 დეაქტივირებულია. პოსტების ჯგუფებში გაზიარების სქემა ტროლების კოორდინირებულ მოქმედებაზე მიუთითებს. ეს ჯგუფებია უნივერსალური, უფალო შეგვიწყალენ, საინტერესო, პოსტალიონი, ბიძინა ივანიშვილი ჩემი თანამოქალაქეა.

ჯგუფები და მათი ადმინისტრატორები

აქციის დისკრედიტაციასთან ერთად აღნიშნული ტროლები ხელისუფლების მხარდამჭერ გზავნილებსაც ავრცელებდნენ. ერთი მხრივ, ამართლებდნენ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციების ძალის გამოყენებით დაშლას, ასევე ახდნენდნენ პოლიტიკური ოპოზიციის დისკრედიტაციას. ტროლები აზიარებდნენ დიმიტრი ხუნდაძისა და გიორგი ვოლსკის პოსტებს საპროტესტო აქციისა და კანონპროექტის ჩავარდნის შესახებ.

აქციების დისკრეტიდაცია

დარბევის გამართლება,ხელისუფლების მხარდაჭერა

გამოვლენილი ტროლების უმეტესობა ფეისბუკზე 2019 წელს დარეგისტრირდა, რაზეც მათი ფეისბუკში პირველი აქტივობა, ძირითადად, პროფილის ფოტოს ატვირთვა მიუთითებს. გამოვლენინლი 21 ტროლიდან უმეტესობა (12) 2019 წლის 20/21 ივნისის ღამის შემდეგ დარეგისტრირდა.

პირველი აქტივობა ფეისბუკზე რაოდენობა
2019 წლის 20 ივნისის შემდეგ 12
2019 წლის 20 ივნისამდე 6
2015 1
2013 1

ტროლები, რომლებიც სხვის იდენტობას იპარავენ

 

დანართი

1. სალომე გამსახურდია VK-ს და ინსტაგრამის მომხმარებელი კრისტინა სარკისიანი
2. ვიკა გედევანიშვილი VK-ს მომხმარებელი ვიქტორია რაი
3. მეგი აბუაშვილი FB-ს მომხმარებელი ლიკა აბრამიანი
4. დევდარიანი ანუკი VK-ს და FB-ს მომხმარებელი ნარინე აბლიამიტოვა
5. ნანა წულუკიძე ოდნოკლასნიკის გაიანე კარაპეტიანი
6. ლიკა რურუა VK-ს მომხმარებელი ალინა ფიოდოროვა
7. მარიამ არაბული ირანელი გოგონა. ფოტოს ავტორია Mihaela Noroc, ფოტო შესულია “სილამაზის ატლასის” კატალოგში.
8. ლექსო კირკიტაძე FB-ს მომხმარებელი ალეკსე უნანიანი
9. მაკა ჩიქოვანი უკრაინელი იუთუბერი ალიონა ლარიონოვა
10. კობა ამაშუკელი VK-ს მომხმარებელი ლევონ აკობიანი
11. ანა სარიშვილი მარია ნიკოლაენკო
12. ანკა თალაკვაძე FB-ს მომხმარებელი ლილიტ სემიონოვა
13. მართა სისვაძე VK-ს მომხმარებელი სონა კაზარიანი
14. ეკატერინა მგალობლიშვილი პორტუგალიელი სამოგზაურო ბლოგერი ბარბარა დე ალმეიდა
15. ხათუნა იოსელიანი (ფოტო ამჟამად წაშლილია) ვიეტნამელი მოდელი Nguyen Thi Ngoc
16. თამუნა ალანია VK-ს მომხმარებელი ალინა აბდულიევა
17. ნონა ჩოჩიშვილი VK-ს მომხმარებელი ევგენია დეპუტატ
18. ქრისტი კანდელაკი ცნობილი მოდელი მირანდა კერი
19. გიორგი ბიძინაშვილი (გაუქმებული) VK-ს მომხმარებელი სერგეი ზახარიანი
20. ვიკა გოგოლაძე იყენებს ბევრი მომხმარებელი
21. Giorgi Imnadze (გაუქმებული) იყენებს ბევრი მომხმარებელი

მოამზადა სოფო გელავამ და ანი ქისტაურმა