2020 წლის ტოპ 10 აბსურდული მითი

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

102
VIEWS

2020 წელი აბსურდული ყალბი ამბების გავრცელების კუთხითაც გამორჩეული აღმოჩნდა. “მითების დეტექტორმა” მრავალი მათგანი გადაამოწმა, ახლა კი გთავაზობთ ქართულ ინტერნეტ თუ მედიასივრცეში გავრცელებულ 10 გამორჩეულად აბსურდულ ყალბ ინფორმაციას.

  1. ნიკოლოზ მჟავანაძეს ვიდეოთამაში და საომარი შეთქმულებაში აერია

"

“უფლებადამცველთა გაერთიანების” ხელმძღვანელმა 30 ნოემბერს ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გამოსახულია როგორ იერთებს აზერბაიჯანი საქართველოს ტერიტორიას, ნიკოლოზ მჟავანაძემ აღწერაში მიუთითა, რომ დაპყრობითი გეგმის შემცველი სკანდალური ვიდეო სოც.ქსელში გავრცელდა.

რეალური ფაქტი: რეალურად ვიდეოში გამოყენებული იყო თამაშ Age of Civilizations II-ის კადრები, ამ სტრატეგიული ონლაინ თამაშის ამოცანაა, მოთამაშემ დიპლომატიითა და სამხედრო ტაქტიკით დაიპყროს მთელი მსოფლიო. შესაბამისად, ვიდეოში სკანდალური არაფერი არ იყო და იმავე ვიდეოთამაშში მონაწილეს საქართელოს ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის არჩევით შეეძლო მსოფლიოს მმართველი გამხდარიყო.

  1. ჭიანჭველების მიერ გადარჩენილი ხატი

"

სექტემბერში ფეისბუკზე ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც ჭიანჭველებს იესო ქრისტეს ხატი გადაჰქონდათ. ვიდეო ამტკიცებდა, რომ ეკლესიაში ხანძრისას იესო ქრისტეს ხატი ჭიანჭველებმა გამოიტანეს და დაწვას გადაარჩინეს.

რეალური ფაქტი: სინამდვილეში ვიდეო ფოტოშოპით დამუშავებული იყო.  ორიგინალი ვიდეოდან, რომელიც სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმაზე იძებნება, ჩანს, რომ ჭიანჭველებმა არა ხატი, არამედ ორცხობილა “გადაარჩინეს”.

"

  1. ჰილარი კლინტონი + იოკო ონო = Love?

"

4 ივნისს “მარშალპრესმა” გამოაქვეყნა რეზო ამაშუკელის ვიდეო, სადაც მან თქვა, რომ ჰილარი კლინტონსა და იოკო ონოს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ, რაც “გარყვნილი ლიბერალების” არსებობასა და მავნებლობას კიდევ ერთხელ ადასტურებდა.

რეალური ფაქტი: რეალურად იოკო ონოსა და ჰილარი კლინტონის სასიყვარულო ურთიერთობაზე ინფორმაცია ინგლისურენოვანმა სატირულ-იუმორისტულმ გამოცემა World News Daily Report-მა 2015 წელს  გამოიგონა, გამოცემის მისიის განაცხადში განმარტებულია, რომ ყველა ინფორმაცია ყალბია, თუმცა სასიყვარულო ურთიერთობაზე ცნობა ქართულ და რუსულ მედიაში 2015 წლიდან რეალური ფაქტის სახით ვრცელდებოდა და სავარაუდოდ, რეზო ამაშუკელამდეც ასე მიაღწია.

  1. ჰენრი კისინჯერი ამერიკული სექსისა და საბჭოთა სიყვარულის შესახებ

"

ონლაინ გამოცემებმა GNN.Ge-მ და “საქართველო და მსოფლიომ” გამოაქვეყნეს ჰენრი კისინჯერის ციტატა, სადაც აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირში ადამიანებს ჰქონდათ სიყვარული, აშშ-ში კი მხოლოდ სექსი, ასევე სსრკ-ში იყო გულწრფელი მადლიერება, ამერიკაში კი მხოლოდ ფული. ციტატაში ისიც იყო აღნიშნული, რომ კისინჯერი ნანობდა საბჭოთა კავშირის დანგრევას.

რეალური ფაქტი: რეალობას კვლავ სატირულ გამოცემამდე მივყავართ. ჰენრი კისინჯერის გაყალბებული ციტატა  რუსულმა panorama.pub-მა 2018 წელს გამოაქვეყნა, ონლაინ გამოცემა მისიის განაცხადში უთითებს, რომ მის მიერ გამოქვეყნებული მასალები რეალურ ინფორმაციას არ შეიცავს. თუმცა ინფორმაცია ქართულ და რუსულ გამოცემებში ამ მითითების გარეშე რეალური ინფორმაციის სახით გავრცელდა.

  1. იფრქვევა თუ არა კორონავირუსი თვითმფრინავის გამონაბოლქვიდან?

"

კრემლისტურმა ონლაინ მედიამ “News-Front” გაავრცელა მასალა, სადაც რუსი ასტროლოგი პაველ სვირიდოვი ამტკიცებდა, რომ კორონავირუსის გავრცელება ხდებოდა საფრენი აპარატების გამონაბოლქვებიდან, რომელსაც მსოფლიოს მსხვილ ქალაქებში ჯერ სპეციალური, შემდეგ კი სამოქალაქო თვითმფრინავებიდან აფრქვევდნენ.

რეალური ფაქტი: ვირუსის ცაში გაფრქვევის წყაროდ რუსი ასტროლოგი ე.წ. ,,ქიმტრეილს” ასახელებს, რაშიც სინამდვილეში ის “კონტრეილს” გულისხმობს. ტერმინ ,,ქიმტრეილს” ის ადამიანები იყენებენ, ვისაც სჯერა, რომ თვითმფრინავები ადამიანისთვის სახიფათო ნივთიერებებს აფრქვევენ. რეალურად, კონტრაილი თვითმფრინავების მიერ ცაში დატოვებული კვალია. ეს არის ერთგვარი კონდესაციის ბილიკი, რომელიც მხოლოდ გარკვეულ ატმოსფერულ პირობებში რამდენიმე წუთის განმავლობაშია ხილული.

  1. ჯანმოს მაღალჩინოსნის ბროკოლით დაიხრჩო

"

პროგრესნიუსის ცნობით, ჯანმოს დირექტორის მოადგილე რაიან პატერსონი  კორონავირუსის შესახებ სკანდალური ინფორმაციის გამჟღავნებამდე ბროკოლით დაიხრჩო.

რეალური ფაქტი: რეალურად კი ინფორმაცია გამოგონილია და მისი პირველწყარო უკვე ნაცნობი სატირულ-იუმორისტული გამოცემა panorama.pub-ია, ფოტოზე ასახული პიროვნება ამერიკელი პოლიტიკოსია, რომელიც სიმსივნით 2019 წელს გარდაიცვალა, ჯანმოს დირექტორის მოადგილე კი არა ფოტოზე გამოსახული რაიან პატერსონი, არამედ სუზანა იაკაბია, რომელიც ცოცხალია და ჯერჯერობით ბროკოლის მსხვეპრლიც არ გამხდარა.

  1. პორნოვარსკვლავი კორონავირუსის მკურნალობის მეთოდებით

"

ფეისბუქ გვერდები “ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები” და “ქრისტეს გზა” ავრცელებდნენ ინფორმაციას საქართველოში პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჩამოსული ამერიკელი ეპიდემიოლოგი ჯონ ვან სინის შესახებ, რომელმაც კოროანვიურისის საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნა და ქართველ ერს განკურნავდა.

რეალური ფაქტი: სინამდვილეში ფოტოზე გამოსახული იყო პორნოს ცნობილი ვარსკვლავი ჯონ სინსი, რომელიც პორნო ინდუსტრიას 2006 წელს შეუერთდა და დიდი პოპულარობა მოიპოვა. რაც შეეხება ფეისბუქ გვერდს “ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები,” ის ყალბია და მიზნად რეალური მხარდამჭრების დისკრედიტავიას ისახავს.

  1. კვანტური ტატუ გლობალური კონტროლის სამსახურში

"

ტელეკომპანია ობიექტივის “ღამის სტუდიაში” სტუმრად მოწვეულმა თერაპევტმა ნონა აღდგოლემაშვილმა აღნიშნა, რომ არსებობს რამდენიმე ეტაპისგან შემდგარი “კოვიდ-19-ის პროექტი,” პირველ ეტაპს კოვიდ-19-ის ვაქცინაცინაცია წარმოადგენს. მეორე ეტაპი კვანტური ტატუა, მესამე – “ციფრული მაიდენტიფიცირებელი იარლიყი”, რომელსაც ის “ID 2020″-ის პროექტს უკავშირებს, მეოთხე ეტაპად კი იმპლანტს, ანუ ჩიპს ასახელებს, რომელიც ადამიანის ცხოვრებაზე სრულ კონტროლს დაამყარებს. ის აღნიშნავს, რომ დასახელებული ჩიპის პატენტის ნომერი 060606-ია.

რეალური ფაქტი: რეალურად  ნანა აღდგომელაშვილი რამდენიმე კონსპირაციის მანიპულაციურ კომბინაციას გვთავაზობს. კვანტური ტატუირება 2019 წლის ინოვაციაა, რომელიც ადამიანის სხეეულში სამედიცინო ისტორიის მქონე ბარათის ჩანერგვას გულისხმობს და  ის აპრობირებული არ არის . პროექტი “ID 2020” კი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში 1,5 მილიარდი უსაბუთო ადამიანისთვის ციფრული იდენტიფიკაციის უზრუნველყოფას გულისხმობს.  პატენტი ნომრით WO/2020/060606 კი  ადამიანებში ჩიპების იმპლანტაციას არ ეხება და კრიპტოვალუტას უკავშირდება

  1. ნიანგის ცრემლებიდან სისხლამდე ანუ ჰომეოპათიური მედიკამენტები კორონავირუსის წინააღმდეგ

"

პროგნესნიუსმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ქართველი ჰომეოპათი კახა საბახტარაშვილი საუბრობს მედიკამენტზე, რომელიც ნიანგის სისხლს შეიცავს და კორონავირუსის ჩათვლით, ნებისმიერ ვირუსსა თუ ბაქტერიას უმკლავდება.

რეალური ფაქტი: სინამდვილეში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი ამ დრომდე გამოგონილი არ არის. რაც შეეხება ჰომეოპათიას, ის ალტერნატიული სამედიცინო მეთოდია და სხვადასხვა ექიმის განმარტებით, მისი ეფექტიანობა პლაცებოს ეფექტს არ სცდება.

  1. ქართული სისხლი კორონავირუსის წინაღმდეგ

"

20 აპრილს alternews.ge-იმა გაავრცელა ინფორმაცია ქართული სისხლის უნიკალურობისა და covid-19-ის მიმართ მდგრადობის შესახებ, ცნობა ინტერნეტში ფართოდ გავრცელდა. გამოცემა ეყრდნობოდა კონექტიკურის უნივერსიტეტის კვლევასა და  ექიმ დიკ ლონგბოლსს (Dick longsballs).

რეალური ფაქტი: რეალურად კონექტიკუტის უნივერსიტეტის საიტზე მსგავსი კვლევა არ იძებნება, ექიმი Dick longsballs-ს კი ნამდვილ სახელსა და გვარს არ ჰგავს. გამოცემა alternews.ge ამ მასალის გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე, 4 აპრილს, შეიქმნა და ყველა სტატიას ანონიმურად აქვეყნებს.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist