2020 წლის ბერგამო თუ 2013 წლის ლამპედუსა – რა ინციდენტს ასახავს გარდაცლილთა კუბოები?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

აწდა
8.8k
VIEWS

30 აპრილს Facebook გვერდმა “ახალგაზრდული”  ფოტო-კოლაჟი გამოაქვეყნა. ზედა და ქვედა ფოტოებზე კუბოების გრძელი რიგია ასახული. ზედა რიგს LAMPEDUSA 2013 აწერია, ხოლო ქვედას BERGAMO 2020. პოსტში მითითებულია, რომ მოსახლოებას მსოფლიო აფიორით ატყუებენ. გვერდმა ფოტოები იმ მოსაზრების მტკიცებულებად მოიყვანა, რომ კორონავირუსი არ არსებობს.

"

რა არის ასახული ფოტოზე?

2020 წლის მარტში Facebook-ის იტალიელი მომხმარებლები ყალბ ფოტოს ავრცელებდნენ, რომელზეც კუბოების რიგი იყო გამოსახული. ფოტოს გამავრცელებლები ამტკიცებდნენ, რომ ფოტო ბერგამოში იყო გადაღებული და კორონავირუსისაგან გარდაცვილი პაციენტების კუბოებს  ასახავდა.

"

ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ იტალიურმა გამოცემა Next-მა დაადგინა, რომ ფოტოზე იტალიის ქალაქ ლამპედუსაში 2013 წელს მიგრანტების გემის ჩაძირვის შედეგად გარდაცვლილი ადამინების კუბოები იყო ასახული. 111 გარდაცვლილი დასაფლავებამდე აეროპორტის ანგარში დაასვენეს. იტალიური გამოცემის ფაქტჩეკერებმა სპეციალური სტატია მოამზადეს.

'

როგორც იტალიური გამოცემა იუწყება, რამდენიმე დღის წინ დაუდგენელმა პირებმა მათ მიერ გამოქვეყნებული სტატია მორიგი სიყალბის შესაქმნელად გამოიყენეს და ლამპედუსას ისტორიას კიდევ ერთი გაგრძელება მოუძებნეს – შექმნეს ფოტოკოლაჟი, რომლითაც მკითხველებს უმტკიცებენ, თითქოს კორონავრუსი არ არსებობს და ბერგამოში გადაღებულ ფოტოზე სინამდვილეში ლამპედუსაა ასახული.

|

ფოტოკოლაჟმა უკვე მთელი მსოფლიო მოიარა და საქართველოშიც გამოჩნდა. განსაკუთრებით აქტიურად მას ტვიტერის მომხმარებლები აზიარებენ.

'

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: იტალია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist