სხვადასხვა

2019 წლის 6 ფოტომანიპულაცია

20 იანვარი, 2020

2019 წელს „მითების დეტექტორმა“ 6 ფოტომანიპულაცია გამოააშკარავა. ფოტომანიპულაციები სხვადასხვა თემას ეხებოდა, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის მოვლენებს, დისკრედიტაციას. მათგან 2 ასევე ეთნიკური ნიშნით შუღლის გაღვივებას ისახავდა მიზნად. 

შუღლის გაღვივების მცდელობა

   1. როგორ და ვინ იყენებს გენოციდთან დაკავშირებულ ფოტოს “ანტი-ნატო” პროტესტის მტკიცებულებად 

წყარო: tvm.ge, ქართული იდეა

რეალობა: ფოტო ეკუთვნის “რადიო თავისუფლებას” და ასახავს 2019 წლის 23-24 აპრილს ახალქალაქსა და ახალციხეში ჩატარებულ მსვლელობას, რომლის დროსაც სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად სომეხი  მოქალაქეები თურქეთის რესპუბლიკისაგან ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების გენოციდის აღიარებას ითხოვდნენ

"


    2. დეზინფორმაცია, თითქოს თურქეთის ხელისუფლება აჭარელ მუსლიმებს დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმარება

წყარო: tvalsazrisi.ge, “სტალინი”, “ჯაბა მუსელიამის ბლოგი”

"

რეალობა: ფოტო  ipn.ge-მ 2013 წელს ბათუმში გადაიღო აქციაზე, რომელიც ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში საბაჟოს მიერ მინარეთის დემონტაჟის გამო გაიმართა.


თბილისი თუ ალექსანდრია?

    3. “სანდო გვერდზე” საბურთალოზე “წაქცეული” კორპუსი რეალურად ეგვიპტეში იდგა 

წყარო: სანდო გვერდი

"

რეალობა: ფოტოზე ასახულია 2017 წელს ეგვიპტეში, ქალაქ ალექსანდრიაში, აზარიტას უბანში ჩამონგრეული 13 სართულიანი შენობა. 


დისკრედიტაცია, დემონიზება

   4. ფოტომანიპულაცია სანდრა რულოვსის მიერ ორგანოებით ვაჭრობის შესახებ

წყარო: საქინფორმი

"


ახლო აღმოსავლეთი

    5. Geworld-ის დეზინფორმაცია და ფოტომანიპულაცია სადამ ჰუსეინის შვილიშვილის შესახებ

წყარო: Geworld.ge

"

რეალობა: ფოტოზე არა სადამ ჰუსეინის შვილიშვილი მუსტაფა ჰუსეინი არამედ, ავღანელი ბიჭია გამოსახული.


     6. ლავროვის ტყუილი, თითქოს სირიაში 1,5 მილ ლტოლვილი დაბრუნდა და Sputnik-ის გაყალბებული ფოტო

წყარო: Sputnik Abkhazia

"

რეალობა: ფოტო, რომელიც ლტოლვილთა დაბრუნების საილუსტრაციოდ არის გამოყენებული, რეალურად არა დაბრუნების პროცესს, არამედ 2015 წელს იარმუქის ბანაკის დატოვებას ასახავს.