2016 წლის საპროტესტო პერფორმანსი თუ 2021 წლის სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

76
VIEWS

14 ოქტომბერს თბილისში თავისუფლების მოედანზე პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით გამართული აქციის პარალელურად ფეისბუქ გვერდმა “ლიდერი 41” გამოაქვეყნა ფოტო, სადაც სარიტუალო მანქანაზე მიხეილ სააკაშვილის ფოტოა დატანილი. ფოტო და ფოტოს აღწერა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ფოტო მიხეილ სააკაშვილის პანაშვიდს ასახავს. ფეისბუქ გვერდმა სეზონი ტვ 14 ოქტომბერს იდენტური ფოტო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა “ფოტო საპროტესტო კოლონიდან.” 15 ოქტომბერს “რეზონანსის” ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მასალა სათაურით “ნაცმოძრაობის გორელი აქტივისტი დღეს გამართულ აქციაზე სააკაშვილის სურათიანი კატაფალკით მივიდა (იხილეთ ფოტო). მასალაში სარიტუალო მანქანის იდენტური ფოტოა გამოყენებული.

 

"

"
2019 წელს იდენტურ ფოტოს წარწერით “დღეს დაკრძალეს მიჰა…” ფეისბუქ გვერდი “ნაცი კლავს” ავრცელება.

"
ფოტო ყალბი აღწერით ვრცელდება. რეალურად, ფოტო 2016 წლის 6 ოქტომბერსაა გადაღებული და აშშ-ს საელჩოსთან ტრისტან წითელაშვილის მოქალაქეთა მოძრაობა “ჩვენი სამშობლოს”  მიერ მიხეილ სააკაშვილის იმიტირებულ დაკრძალვას ასახავს. 

2016 წლის 6 ოქტომბერს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა “ჩვენი სამშობლოს” წევრებმა აშშ-ს საელჩოსთან მიხეილ სააკშვილის იმიტირებული დაკრძალვა გამართეს, იქამდე კი სარიტუალო კოლონით მივიდნენ. ერთ-ერთ მანქანაში კი, რომლის წინა მინაზეც მიხეილ სააკაშვილის ფოტო იყო გამოფენილი, კუბო და სააკაშვილის ფიტული იდო.

"
აქციის დღეს ტვ ობიექტივის გადაღებულ კადრებში ასახულია, რომ სარიტუალო მანქანა სანომრე ნიშნით GLG – 562, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს,  სწორედ ამ პერფორმანსის ნაწილია.

""

იმას რომ ფოტო რამდენიმე წლის წინაა გადაღებული, ის ფაქტიც ამტკიცებს, რომ ფოტოზე გამოსახულ მანქანას ძველი სანომრე ნიშნები აქვს, ასეთი ნიშნების გამოყენების ვადა 2021 წლის 31 მარტს ამოიწურა.

გავრცელებულ ფოტოს უკანა ფონზე საარჩვნო ნომერი 19-ც ჩანს. აღნიშნული ნომერი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიას “გოგი თოფაძე – მრეწველებს” ეკუთვნოდა. “ჩვენს სამშობლოს” 2016 წლის არჩევნებზე ამ პარტიასთან საარჩევნო ბლოკში იყო გაერთიანებული.“ჩვენი სამშობლოს” ფეისბუქ გვერდზე პარტიისადმი მხარდმჭერი პოსტიც გვხვდება.

"
ფოტოზე გამოსახული მანქანის უკან რამდენიმე დროშაც ჩანს. დროშები “ჩვენს სამშობლოს” ეკუთვნის და მათზე გაერთიანების ლოგოა დატანილი.

"

“ჩვენი სამშობლოს” შესახებ

მოქალაქეთა გაერთიანების “ჩვენი სამშობლოს”  ერთ-ერთი ლიდერი ტრისტან წითელაშვილი იყო, მას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს ბრალად რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა და მტრისათვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა ედებოდა. 2013 წელს “ქართულმა ოცნებამ” წითელაშვილი პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა. გაერთიანების კიდევ ერთი წევრი ზვიად ჩიტიშვილი 2016 წლის არჩევნების წინ ანტიდასავლურ გზავნლებს ავრცელებდა. ამ პერიდში პარტიის წევრი შემდგომში “ქართული მარშის” ერთ-ერთი წევრი გია კორკოტაშვილიც იყო.  2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს “ჩვენი სამშობლო” პარტია “გოგი თოფაძე-მრეწველებს” შეუერთდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. (lasvegasoms.com) შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist