18+: Foxnews.ge-ს ფოტომანიპულაცია სირიელი ბავშვების ორგანოებით ვაჭრობის შესახებ დამასკოს, ინდონეზიის და აფხაზეთის მოვლენებს ასახავს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

qover
1.5k
VIEWS

2017 წლის 14 მაისს სოციალური ქსელებით ქართული პორტალის foxnews.ge-ს მასალა, სათაურით “მხოლოდ 18+!!! თურქები ცოცხალი სირიელი ბავშვების ორგანოებით ვაჭრობენ” გავრცელდა. სტატია ბერძნულენოვან hellasforce.com-ის პუბლიკაციას ეყრდნობა, რომელშიც თურქეთში სირიელი ბავშვების ორგანოებით ვაჭრობაზეა საუბარი. სტატიას რამდენიმე ფოტო ერთვის, რომელზეც თითქოს თურქეთის “ორგანოების ქარხანაა” გამოსახული. (dr4health.com)

Foxnews.ge: “თურქები ჯერ კიდევ ცოცხალ სირიელ ბავშვებს ორგანოებზე ანაწევრებენ და შემდეგ არალეგალურად ყიდიან. ამ კადრებზე კომენტარიც კი ზედმეტია. ყველაზე პროგრესული და ჰუმანური რელიგიის წარმოადგენლებს თავისი რჯულის ბავშვი მოსაკლავად მიყავთ, გარშემო კი ნაგვის პარკებში შეფუთული სხვა მოკლული და დანაწევრებული ბავშვების ცხედრებია.”

აღნიშნული მასალა მანიპულაციურია, რადგან იქ გამოყენებული ფოტოები სტატიის შინაარსს არ შეესაბამება. ერთ ფოტოზე თურქეთის ნაცვლად 2013 წელს დამასკოს გარეუბანში მომხდარი ქიმიური თავდასხმის მსხვერპლი, მეორეზე ინდონეზიაში გარდცავლილი გოგონა, ხოლო მესამეზე 1992 წელს აფხაზეთის მორგია ასახული. 

1. მთავარ ფოტოზე გამოსახული კადრები თურქეთში ორგანოებით ვაჭრობას არ ასახავს 

"

მოცემულ კოლაჟზე მარცხნივ მდებარე ფოტოს გუგლის საძიებო სისტემაში გადამოწმების შედეგად დგინდება, რომ ფოტოზე არა თურქეთი და ორგანოებით ვაჭრობა, არამედ 2013 წელს დამასკოს გარეუბანში მომხდარი ქიმიური თავდასხმის მსხვერპლია ასახული.

"

რაც შეეხება მარჯვნივ მდებარე ფოტოს, არც მას აქვს რაიმე საერთო ორგანოებით ვაჭრობასთან. ფოტოზე გამოსახულ მუყაოს ყუთზე არის წარწერა “SanQua”, რომელიც მინერალური წყლის ინდონეზიური კომპანიაა, რაც მიგვანიშნებს, რომ ფოტო არა თურქეთის, არამედ ინდონეზიის მოვლენებს ასახავს.

    

სინამდვილეში, სურათზე გარდაცვლილი ინდონეზიელი გოგონაა, რომლის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 2015 წლის 1 ოქტომბერს გავრცელდა. მომდევნო დღეს ინდონეზიის პოლიციამ გოგონა გარდაცვლილი იპოვნა.

2. მასალაში გამოყენებული ფოტო, როგორც “ორგანოების ქარხანა” პირველად 2009 წელს გავრცელდა და მას სირიის მოვლენებთან კავშირი არ აქვს 

Foxnews.ge-ს სტატიაში გამოყენებული ფოტო, დამატებით 5 ფოტოსთან ერთად, პირველად 2009 წელს ელექტორნული ფოსტის Spam შეტყობინებებში გავრცელდა. წერილის თანახმად, ფოტოებზე გამოსახული იყო “ადამიანის ორგანოების დამამუშავებელი ქარხანა”, რომელიც რუსეთში მდებარეობდა. წერილი ადრესატებს სიფრთხილისკენ მოუწოდებდა.

"

3. ზემოთ მოცემული ფოტოებიდან ერთ-ერთი 1992 წელს აფხაზეთის მორგშია გადაღებული 

ფოტო, რომელსაც სხვადასხვა მედია-პლატფორმები “ორგანოების ქარხანად” ავრცელებენ, 1992 წელს აფხაზეთის ერთ-ერთ მორგშია გადაღებული. ორიგინალი ლიცენზირებული ფოტო Itar-Tass-ის ფოტოგრაფს, ვლადიმირ ველენგურინს ეკუთვნის და მისი ყიდვა ლიცენზირებული ფოტოების პორტალზე Getty Images არის შესაძლებელი.

""

 

სხვადასხვა დროს იდენტური ფოტოების გამოყენებით უცხოური ონლაინ პორტალები ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაში ბრალს ბანგლადეშს, ინდოეთს, ინდონეზიას, მალაიზიას, ტაილანდს და ისრალეს დებდნენ.

"

4. ფოტოებზე გამოსახული გარემო არ შეესაბამება ადამიანის ორგანოს გადანერგვისთვის აუცილებელ სამედიცინო პირობებს 

ორგანოთა გვამური ტრანსპლანტაცია მხოლოდ სპეციალური დამხმარე მოწყობილობების მეშვეობითაა შესაძლებელი. გვამური ტრანსპლანტაციისას ორგანო სპეციალურ პირობებში უნდა იყოს შენახული, თუმცა აქაც ორგანოს შენახვის დრო საკმაოდ ლიმიტირებულია. ამოღებული ორგანოების კონსერვაცია განსაკუთრებულ სტერილურ და სპეციალურ პირობებში უნდა მოხდეს.

წყაროს შესახებ:

Foxsnews.ge წყაროდ ქართულ ბლოგს resistancegeorgia.wordpress.com უთითებს, რომლის ვებ-გვერდზეც ორგანოებით ვაჭრობის შესახებ სტატია აღარ იძებნება.

ბლოგის მისიის განაცხადში კი აღნიშნულია, რომ “თეთრი წინააღმდეგობა- საქართველო” ახალგაზრდა ნაციონალისტების ინტერნეტ პორტალია, რომელიც ემიჯნება ლიბერალიზმს, როგორც უტოპიურ იდეას და მის იდეოლოგიად მილიტარიზმს, ნაციონალიზმსა და ანტიკომუნიზმს აცხადებს.

მოგვიანებით, არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო, Foxnews.ge-მ საჯაროდ მოიხადა ბოდიში.


რაფიელ კაკაბაძე, მითების დეტექტორის ლაბორატორიის სტუდენტი

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: თურქეთი, სირია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist