სხვადასხვა

1 ყალბი და 1 ავთენტური ქართული დროშა კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდასაჭერად

7 იანვარი, 2021

7 იანვარს თვითერის მომხარებელმა Mximilian Hess-მა გაავრცელა ფოტო, სადაც ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრისას ტრამპის ერთ-ერთ მხარდამჭერს ხელში საქართველოს დროშა უჭირავს. ამჟამად თვითერის ეს პორტი წაშლილია. 

 ;

იგივე სურათი კაპიტოლიუმის შენობასთან გადაღებულ საქართველოს დროშის მეორე ფოტოსთან ერთად ფეისბუქ გვერდმა “კარდჰუმაც” გამოაქვეყნა.

;

ფოტო, სადაც კედელთან მდგარ მამაკაცს საქართველოს დროშა უჭირავს ფოტოშოპით არის დამუშავებული და ორიგინალ ვერსიაში საქართველოს დროშა არ ფიგურირებს. მეორე სურათი, სადაც საქართველოს დროშა ტრამპის მხარდამჭერი დროშის ქვემოთ ჰკიდია, რეალურია და CBS-ის რეპორტაჟიდან ამოჭრილ სქრინს წარმოადგენს. 

  • ყალბი ფოტო ვაშინგტონიდან

პირველი ფოტოს გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ ავთენტურ ვერსიაში საქართველოს დროშა არ ფიგურირებს. 6 იანვარს საქართველოს დროით 23:16 საათზე (ვაშინგტონის დროით 14:16 საათი) გამოცემა Washingtonian-ის თვითერის ანგარიშზე გამოჩნდა ფოტო, რომელიც ჩაკეტილი კაპიტოლიუმის გარეთ მიმდინარე სიტაუციას ასახავდა. ფოტოს ავტორად მითითებულია Evy Mages, რომელიც Washingtonian-ის ფოტოგრაფია. 

;

ფოტოზე სავარაუდოდ ასახულნი არიან პროტესტანები, თუმცა ერთ-ერთ მათგანს საქართველოს დროშა არ უჭირავს. 

  • მეორე და ნამდვილი ფოტო ვაშინგტონიდან

კაპიტოლიუმის შენობასთან მოფრიალე საქართველოს დროშის მეორე ფოტოს “კარდჰუს” გარდა, თვითერის უცხოელი მომხმარებლებიც ავრცელებდნენ და ხუმრობით ვარაუდობდნენ, რომ ტრამპის მხარდამჭერებს საქართველო და აშშ-ს შტატი ჯორჯია ერთმანეთში აერიათ და ამაზონით გამოწერილ საქართველოს დროშას ამიტომ აფრიალებდნენ. 

;

;

ფოტოები რეალურია და წარმოადგენს CBSnews-ის რეპორტაჟიდან ამოჭრილ კადრებს. CBS-ის ლაივის 4:39:58 წუთიდან რამდენიმე წამით მართლაც ვხედავთ ადამიანს, რომელსაც საქართველოსა და ტრამპის მხარდამჭერი დროშები უჭირავს და კაპიტოლიუმთან იმყოფება. 

;


6 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებისა და ტრამპის დამარცხების გასაპროტესტებლად ტრამპის მხარდამჭერები ვაშინგტონში შეიკრიბნენ, კაპიტოლიუმში ამ დროს არჩევნების შედეგების დამტკიცება მიმდინარეობდა, მოგვიანებით, პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მომიტინგეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და დაარბიეს. ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 


მოამზადა მარიამ დანგაძემ


არქივი: https://archive.ph/kI0HM 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.