ჩვენ შესახებ

ჩვენი მისია: მედიის განვითარების ფონდმა ფაქტების გადამოწმების პორტალი “მითების დეტექტორი” 2014 წელს დააფუძნა. “მითების დეტექტორი” მიზნად ისახავს ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირებას, ფარული დღის წესრიგების გამოვლენას და ფაქტების გადამოწმებისა და მედიაწიგნიერების ამაღლების გზით დეზინფორმაციის მავნე გავლენაზე აუდიტორიის ინფორმირებას.

2019 წლის ნოემბრიდან მითების დეტექტორი პოინტერის ინსტიტუტისაერთაშორისო ფაქტების გადამოწმების ქსელის (IFCN) ვერიფიცირებული ხელმომწერია და მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან ფაქტების გადამმოწმებელ 100-ზე მეტ ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს. მითების დეტექტორი აგრეთვე კორონავირუსზე ფაქტების ალიანსის (#CoronaVirusFacts) და WhatsApp-ის კორონავირუსის საინფორმაციო ჰაბის წევრია.

2020 წლის სექტემბერიდან “მითების დეტექტორი” Facebook-თან მესამე მხარის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში ყალბი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გადამოწმებაზე თანამშრომლობს. “მითების დეტექტორი” სოციალურ ქსელში გავრცელებული შინაარსის სუზუსტეს სწავლობს და აფასებს, რაც ინფორმაციის ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ყალბად მონიშვნის შემდეგ, ფეისბუკი მოცემულ ინფორმაციას საინფორმაციო ველში შედარებით დაბლა აჩვენებს,  მის გავრცელებას მნიშვნელოვნად ამცირებს, ხოლო ადამიანებს, რომლებიც პოსტს ხედავენ ან მის გაზიარებას ცდილობენ, აფრთხილებს, რომ ის ყალბად არის მინიშნული. ფეისბუქი “მითების დეტექტორს” ამ სერვისის განხორციელებაში ანაზღაურებას უხდის, თუმცა  მას არ აქვს და არც სურს ჰქონდეს გავლენა “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებულ შინაარსზე.

2016 წლიდან MDF თანამშრომლობს EUvsDisinfo-სთან, რომელიც ევროპის საგარეო სამოქმედო სამსახურის (EEAS) East StratCom სამუშაო ჯგუფის პროექტია. “მითების დეტექტორი” ასევე არის ღია ინფორმაციული პარტნიორობის (OIP) წევრი, რომელიც მავნე ინფორმაციული ზემოქმედების ოპერაციებთან ბრძოლაში სხვადასხვა ქვეყნის ანალიტიკურ ცენტრებს, ფაქტების გადამმოწმებლებს, დამოუკიდებელ მედიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს აერთიანებს.

რას ვაკეთებთ ჩვენ

მედიის განვითარების ფონდი მანიპულაციურ მედია შინაარსს რამდენიმე მიმართულებით სწავლობს:

  1. უცხო ქვეყნის საინფორმაციო გავლენები (რუსეთის სამთავრობო მედიის პირდაპირი პროპაგანდა და ირიბი ანტიდასავლური პროპაგანდა);
  2. შიდა პოლიტიკური პროპაგანდა (სოციალურ მედიაში პოლიტიკური მიზნებით ტროლების და ყალბი გვერდების გამოყენება);
  3. ეკონომიკური მიზნით ყალბი ინფორმაციის გავრცელება (click bite საიტები).

უცხო ქვეყნების საინფორმაციო გავლენის და ცალკეული ადგილობრივი აქტორების დეზინფორმაციული აქტივობების გამოვლენისას მედიის განვითარების ფონდი 4 საფეხურიან მიდგომას იყენებს, რომელიც შემდგომ კომპონენტებს მოიცავს:

  1. იდენტიფიცირება. მედია მონიტორინგი ანტიდასავლური გზავნილების და მათი წყაროების, ნარატივების ფორმირების შესწავლის მიზნით ხორციელდება და ფართო კონტექსტის აღქმის შესაძლებლობას იძლევა. ამასთანავე მონიტორინგის შედეგად ყალბი ან მანიპულაციური შინაარსის გამოვლენა ხდება.
  2. დეკონსტრუირება. ყალბი ან მანიპულაციური შინაარსის გადამოწმება და რეალური ფაქტების დადგენა ღია წყაროების და გამჭვირვალე მეთოდოლოგიის მეშვეობით ხორციელდება.
  3. წყაროების გამჭვირვალობის შესწვლა. წყაროების გამჭვირვალობა როგორც მედიის ფორმალური თუ ფარული მფლობელის დადგენას, დაფინანსების გამჭვირვალობის შესწავლას, ასევე ინფორმაციის წყაროების სანდოობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას გულისხმობს.
  4. განმარტება. აუდიტორიის ინფორმირება, თუ პროპაგანდის რა მეთოდებს და ტექნიკებს იყენებს დაინტერესებული მხარე ყალბი ინფორმაციის განზრახ გავრეცელებისას, რომლის მიზანი საზოგადოებისთვის ზიანის მიყენებაა. მედიაწიგნიერების გზით საზოგადოების მედეგობის გაზრდა, ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირების და გაფილტვრის შესაძლებლობას ზრდის და საბოლოოდ მოქალაქეებს ნაკლებად მოწყვლადს ხდის.

გვერდი საზოგადოებას რეგულარდ აწვდის ინფორმაციას ქართულ და ინგლისურ ენებზე, ხოლო პერიოდულად სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე.

გამჭვირვალობა

“მითების დეტექტორი” მედიის განვითარების ფონდის პლატფორმაა, რომელიც საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია. MDF-ის იურიდიული სტატუსისა და მმართველი საბჭოს შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ.

მედიის განვითარების ფონდის მისიის, ღირებულებებისა და ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ.

მითების დეტექტორი და მედიის განვითარების ფონდი ფინანსურ გამჭვირვალობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. შესაბამისად, ორგანიზაციის ფინანსური ანგარიში საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომია და რეგულარულად ახლდება. (იხილეთ ლინკი)

მედიის განვითარების ფონდის მმართველ ორგანოს (გამგეობას) მითების დეტექტორის სარედაქციო აქტივობებში და გადაწყვეტილებებში ჩართულნი არ არიან. სარედაქციო პოლიტიკა მითების დეტექტორის რედაქციის დისკრეციაა:

მითების დეტექტორის რედაქცია:

  1. თამარ კინწურაშვილი, მთავარი რედაქტორი, MDF-ის აღმასრულებელი დირექტორი
  2. მაიკო რატიანი, მთავარი რედაქტორის მოადგილე
  3. სანდრო გიგაური, ინგლისურენოვანი რედაქტორი
  4. არაბელა კორძახია, რუსულენოვანი რედაქტორი

მითების დეტექტორის საკომუნიკაციო და პიარ აქტივობები პლატფორმის კომუნიკაციების მენეჯერის, მარიამ ახალკაცის, პასუხისმგებლობაა.

მითების დეტექტორის გუნდის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ.

მითების დეტექტორის მეთოდოლოგიის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ.

მითების დეტექტორის ქცევის კოდექსის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ.

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist