Նույնականություն

Geworld-ის ფოტომანიპულაციები და დეზინფორმაცია მუმიისა და ცვილის ფიგურის გაუპატიურების შესახებ

27 Ապրիլ, 2017

2017 წლის 24 აპრილს ინტერნეტ პორტალმა "საქართველო და მსოფლიომ” (Geworld.ge) გამოაქვეყნა მასალა, სათაურით " ამერიკაში , მუზეუმის თანამშრომელი ობამას და სხვათა ცვილის ფიგურების გაუპატიურების გამო დააკავეს”. ხოლო 21 აპრილს სტატია, სათაურით "მუზეუმის ღამის დარაჯი 2500 წლის მუმიის გაუპატიურების შემდეგ დააკავეს”. ორივე მასალის წყაროდ მითითებულია ინგლისურენოვანი პორტალი World News Daily Report-ი, რომელიც იუმორისტული გამოცემაა და როგორც მისიაში აქვს გაცხადებული, გამოგონილ ამბებს აქვეყნებს.

როგორც მასალების გადამოწმების შედეგად გაირკვა, Geworld.ge-ის მიერ გამოყენებული ფოტოები გაყალბებულია და მასზე გამოსახულ პუროვნებებს არაფერი აქვთ საერთო მასალაში დასახელებულ პიროვნებებთან.

დეზინფორმაცია და ფოტომანიპულაცია N1: ამერიკაში მუზეუმის დარაჯი 2500 წლის მუმიის გაუპატიურებისათვის დააკავეს

21 აპრილის მასალის თანახმად, 2500 წლის მუმიის გაუპატიურებისათვის დაკავებული ვაშინგტონის სმითსონის მუზეუმის დარაჯი , 44 წლის ჯეიმს მონროა. მასალას თან ახლავს დაკავების ამსახველი ფოტო. ის, რომ აღნიშნული პუბლიკაცია ფაბრიკაცია 5 გარემოებით დგინდება:

1. ამბავი მუმიის გაუპატიურების შესახებ იუმორისტული ინტერნეტ გამოცემის გამოგონილია

ინფორმაციის წყაროდ მითითებული ინტერნეტ პორტალი World News Internet Report-ი იუმორისტული გამოცემაა. როგორც პორტალის მისიის განაცხადშია აღნიშნული:

" ჩვენი სატირული სტატიების პერსონაჟები, თუნდაც ისინი რეალური ადამიანები იყვნენ , გამოგონილია და ნებისმიერი მსგავსება მათსა და რომელიმე ცოცხალ თუ გარდაცვლილ ადამიანს შორის, ნამდვილი სასწაულია.”

"

2. ფოტოზე არა ჯეიმს მონრო, არამედ ედვარდ უაითმენია

როგორც ფოტოს გადამოწმების შედეგად გაირკვა, მასზე არა ჯეიმს მონრო, არამედ ედვარდ უაითმენის დაკავების მომენტია ასახული. ედვარდ უაითმენი 2010 წელს ოჰაიოს შტატის ქალაქ ელირიაში ავტოსაგზაო ინციდენტის შექმნასა და შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიმალვისათვის იქნა დაკავებული. ამ ინფორმაციას ადგილობრივი ახალი ამბების ვებ გვერდი TMCNews,net-ი ავრცელებს.

იხ. ინფოგრაფიკა

"

3. ედვარდ უაითმენი 2014 წელს გარდაიცვალა და 2017 წელს დანაშაულს ვერ ჩაიდენდა

ფოტოზე გამოსახული ედვარდ უაითმენი, რომელიც "საქართველო და მსოფლიოს” ცნობით 2017 წელს დააკავეს , 2014 წლის 30 მაისს 37 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ნეკროლოგი დამკრძალავი ბიუროს ვებ გვერდზეა განთავსებული.

4. ჯეიმს მონრო ა.შ.შ-ს მეხუთე პრეზიდენტია

ჯეიმს მონრო ამერიკის შეერთებული შტატების მეხუთე პრეზიდენტია, რომელიც ქვეყანას 1817-1825 წლებში მართავდა.

დეზინფორმაცია და ფოტოფაბრიკაცია N2 : მუზეუმის თანამშრომელმა ცვილის ფიგურები გააუპატიურა

24 აპრილის პუბლიკაციის თანახმად, 57 წლის რობერტ მერფიმ, რომელიც მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმში ღამის დარაჯად მუშაობდა, 17 ცვილის ფიგურა, მათ შორის პრეზინდეტ ობამასი, გააუპატიურა. წინა მასალის მსგავსად, ეს ინფორმაციაც ფაბრიკაციაა 4 გარემოების გამო.

1. მასალა World News Internet Report-ის მიერ არის გამოგონილია

წინა მასალის მსგავსად, ცვილის ფიგურების გაუპატიურების შესახებ ინფორმაციის წყაროდ იუმორისტული ინტერნეტ გამოცემა World News Internet Report-ია მითითებული, რომელიც თავად აცხადებს, რომ სტატიების პერსონაჟები და ამბები გამოგონილი.

2. ფოტოზე არა რობერტ მერფი, არამედ თომას ლენერდია

ფოტოს გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ მასზე არა რობერ მერფი, არამედ სხვა პიროვნებია, თომას ლენერდია ასახული. თომას ლენერდი 2013 წელს პენსილვანიაში, არასრულწლოვანებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ამ ინფორმაციას ადგილობრივი რადიოს Deming Radio’s Choice ავრცელებს.

3. რობერტ მერფი ამერიკელი დიპლომატია

სახელი რობერტ მერფი 20-ე საუკუნეში, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში მოღვაწე ამერიკელ დიპლომატს ეკუთვნის.

4. მასალის თანდართული ვიდეო მასალასთან შინაარსობრივ კავშირში არ არის

"საქართველო და მსოფლიოს” გამოქვეყნებულ მასალას თანდართული აქვს ვიდეო, , რომელიც შინაარსობრივად კავშირში არ არის გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან. ვიდეო ეხება აღლუმს, რომლის დროსაც ტიუსოს მუზეუმმა ცვილის ფიგურები ვაშინგტონის ქუჩებში გამოფინა.

იდენტური რუსული წყაროები

World News Daily Report-ის გამოგონილი მასალა როგორც რეალური ფაქტი რუსულ ენოვანმა წყაროებმაც გაავრცელეს:

მუმიის გაუპატიურების ისტორია ცვილის ფიგურის გაუპატიურების ისტორია

Pravda.ru,

penzavzglyad.ru

urapolit.ru

poliksal.ru

pohnews.org

RF-Smi.ru

 პროპაგანდის მეთოდი

სატერიულ-ოუმორისტული გამოცემების რეალურ ინფორმაციად წარმოჩენა ანტიდასავლური გამოცემების მხრიდან პროპაგანდის ერთ-ერთი მეთოდია. "საქართველო და მსოფლიომ” იუმორისტული გამოცემის , World News Internet Report-ის გამოგონილი მასალა , რომელიც ახლადდაბადებული ალიგატორის გაუპატიურებას ეხებოდა 2016 წლის აგვისტოშიც გაავრცელა.


მოამზადა ლიზა გორდაძემ
სოფო კირთაძის კარიკატურა