Այլք

რეალური ფაქტი: “ქართველთა მარში” ფულის გადარიცხვას არაბული ბიზნეს ჯგუფის მფლობელობაში მყოფი ბანკის ანგარიშზე ითხოვს

13 Նոյեմբեր, 2017

2017 წლის 4 სექტემბერს, „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა კონსტანტინე მორგოშიამ სოციალურ ქსელ Facebook-ში „ქართული მარშის“ საბანკო რეკვიზიტები გამოაქვეყნა და მხარდამჭერებს ფინანსური შემოწირულობების ჩარიცხვისკენ მოუწოდა. საბანკო ანგარიში არაბული ბიზნეს ჯგუფის მფლობელობაში მყოფ ბანკშია გახსნილი.

"

“ქართველთა მარში” საემიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვს და არალეგალებს საქართველოს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს. არალეგალებში “ქართველთა მარშის” მესვეურები კონკრეტული ეროვნების წარმომადგენლებს - ირანელებს, არაბებს, აფრიკელებს და სხვებს გულისხმობენ.